რატომ იცავენ ასე „გამალებით“ ევროპარლამენტარები სააკაშვილს - დიმიტრი ხუნდაძის განმარტება

© courtesy of Dimitry Khundadzeდიმიტრი ხუნდაძე
დიმიტრი ხუნდაძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2022
გამოწერა
ევროპარლამენტის ზოგიერთმა დეპუტატმა საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. ევროპარლამენტში ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა – საქმე გვაქვს არა მხოლოდ მიზანმიმართულ ნეგატიურ პროპაგანდასთან საზღვარგარეთიდან, არამედ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ რადიკალურ ბრძოლასთან, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ.
მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა >>
ევროპარლამენტის ზოგიერთმა დეპუტატმა საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რათა მან შეძლოს საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა. ზოგიერთმა დეპუტატმა გუშინ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე ისიც კი განაცხადა, რომ ამაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ევროკავშირში შესვლის პერსპექტივა.
ხუნდაძის თქმით, ევროპარლამენტის დეპუტატების ნაწილი პოლიტიკურ უპატივცემულობას გამოხატავს. ამავე დროს, დეპუტატის თქმით, მათ შიში იპყრობს იმის გამო, რომ „თუ მას ვერ დაიხსნიან, სააკაშვილი სათქმელს ხმამაღლა იტყვის“.

„ისინი თავის დროზე სწორედ სააკაშვილთან ერთად წყვეტდნენ მთელ რიგ საკითხებს. იბადება კითხვა – უცხოელი პოლიტიკოსებისგან სააკაშვილის ასეთი გამალებული დაცვა ხომ არ არის მათი მხრიდან ერთობლივი დანაშაულების დამალვის მცდელობა და შიში, რომ მიშა მათ ბევრ რამეში ამხელს?“ – განაცხადა ხუნდაძემ.

სააკაშვილი და მისი გუნდი მსგავსი მასშტაბის დანაშაულებს ვერ ჩაიდენდნენ პარტნიორების თანამონაწილეობის გარეშე, დარწმუნებულია პოლიტიკოსი.
„როგორც ჩანს, ის სასტიკი დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა, სცდება საქართველოს საზღვრებს. სხვა ვერაფერი ამართლებს უცხოელი პოლიტიკოსების ასეთ გამალებულ ბრძოლას დამნაშავე რეჟიმის დასაცავად და მათ დასაბრუნებლად“, – აღნიშნა ხუნდაძემ.
დეპუტატის აზრით, მიზანშეწონილი იქნება, თუ შესაბამისი ორგანოები სააკაშვილის „დანაშაულებრივ კვალს“ საზღვრებს მიღმაც გაჰყვებიან. „განსაკუთრებით დღეს, როდესაც კონკრეტული დანაშაულების ფაქტი ევროპარლამენტშიც გამოვლინდა“, – აღნიშნა მან.
სააკაშვილის გათავისუფლებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კატეგორიულად მოითხოვენ ევროდეპუტატები: სვენ მიქსერი, ვიოლა ფონ კრამონი, რასა იუკნიავიჩენე, დევიდ მაკალისტერი, რაფაელ გლუკსმანი, პიატრას აუშტრიავიჩუსი და სხვები.
უფრო მეტიც, გლუკსმანმა განაცხადა, რომ სააკაშვილის საკითხი პირდაპირ უკავშირდება კანდიდატის სტატუსს. მისი თქმით, თუ სააკაშვილს პატიმრობისას რამე მოუვა, მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება. „ასეთ შემთხვევაში დაივიწყეთ ყველაფერი, რაც ევროპისგან შეგიძლიათ მიიღოთ", – აღნიშნა გლუკსმანმა.
ევროპარლამენტში ლიბერალების მოძრაობის წარმომადგენელმა პიატრას აუშტრიავიჩუსმა, თავის მხრივ, სააკაშვილისადმი მოპყრობას არაადამიანური და არაცივილიზებული უწოდა. როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ჰუმანურობა უნდა აჩვენოს. თუ მიშა სააკაშვილს რამე მოუვა, საქართველოსთვის ბევრი კარი დაიხურება, აღნიშნა აუშტრიავიჩუსმა.
სააკაშვილის ადვოკატებმა 1 დეკემბერს სასამართლოს მიმართეს შუამდგომლობით მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შესახებ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. მათი თქმით, ამისთვის ყველა საფუძველი არსებობს, მათ შორის, ექსპერტების სამედიცინო დასკვნები.
სასამართლომ საკითხის განხილვა უკვე მეორედ გადადო. სხდომა 22 დეკემბრისთვის დაინიშნა.
„ფარისევლობის კლასიკური მაგალითი“ - შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე >>

დაბრუნება და დაკავება

სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0