კობახიძე: „ნაცმოძრაობაში“ სრული ქაოსია

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2022
გამოწერა
პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატებს შორის ინტელექტუალი ადამიანები არ არიან.
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. რაც უფრო დიდი განხეთქილება და ქაოსი იქნება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, მით უკეთესი იქნება დემოკრატიის სწორი განვითარებისთვის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ამჟამად მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის – ამჟამინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას და რადიკალური ნაბიჯების მომხრე „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი უდგანან. ხაბეიშვილი და მელია პარტიის თავმჯდომარეობისთვის იბრძვიან. გუშინ აღნიშნულ პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენის სურვილი გამოთქვა „ნაცმოძრაობის“ ყოფილმა წევრმა ნონა მამულაშვილმა.

„ეს სრული ქაოსია, რაც კარგია იმისთვის, რომ სწორად განვითარდეს ქართული დემოკრატია. უკვე საინტერესოც არ არის ამ პოლიტიკურ პარტიაში რა ხდება“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, საინტერესო მხოლოდ ისაა, რომ ეს პარტია ეტაპობრივად სუსტდება.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ არჩევნებს, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატებს შორის ინტელექტუალი ადამიანები არ არიან.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
ნონა მამულაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას>>>
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელია, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0