https://sputnik-georgia.com/20221214/evroparlamentma-saqartveloze-kritkuli-angarisi-miiro-ivanisvili-mizansia-amorebuli-273072362.html
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო - ივანიშვილი მიზანშია ამოღებული
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო - ივანიშვილი მიზანშია ამოღებული
Sputnik საქართველო
ზოგიერთმა ცვლილებამ დაარღვია ბალანსის პრინციპი დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში, ამბობს ანგარიშის ავტორი, ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი 14.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-14T23:00+0400
2022-12-14T23:00+0400
2022-12-15T01:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
ევროპა
ევროპარლამენტი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23654/35/236543507_0:254:4928:3026_1920x0_80_0_0_436093defeb774e2f0c9817b87abc1c3.jpg
თბილისი, 14 დეკემბერი - Sputnik. ევროპარლამენტმა მიიღო ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ - ანგარიშში მკვეთრი ცვლილებები შევიდა.ანგარიშს მხარი დაუჭრა 430-მა ევროპარლამენტარმა, 126-მა თავი შეიკავა, 52 წინააღმდეგი იყო. ევროპარლამენტარი სვენ მიქსერის თქმით, პლენარულ სხდომაზე წარდგენილმა ზოგიერთმა ცვლილებამ დაარღვია ბალანსის პრინციპი ტექსტის საბოლოო ვარიანტში.საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებისა და ქვეყანაში მიღწეული პროგრესის შეფასებასთან ერთად, ანგარიში მოიცავს პუნქტებს, რომლებიც მიმართულია პირადად „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. საუბარია შესწორებებზე, რომლებიც მიქსერის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში შევიდა.დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ასავლელად გამოყენებასთან დაკავშირებული ბრალდებების შემდგომი განხილვისკენ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებ უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის შესწავლისკენ.ივანიშვილი ანგარიშში ოლიგარქად არის მოხსენიებული. იქვე ნათქვამია მის ნეგატიურ და გადაჭარბებულ გავლენაზე ქართულ პოლიტიკაზე.ევროპარლამენტი ასევე პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მიიღოს ზომები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია კი შეიწყალოს.იქვე ნათქვამია, რომ სააკაშვილი მოწამლეს, თუმცა არც მედიკოსების, არც ხელისუფლების მხრიდან ამის ოფიციალური დადასტურება არ ყოფილა.ამასთან, საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ყოველწლიურ ანგარიშში შესული შესწორების მიხედვით, გამოთქმულია წუხილი, რომ „ღრმა პოლარიზაცია კვლავ რჩება საქართველოს პოლიტიკური გარემოს განმსაზღვრელ მახასიათებლად“.დოკუმენტის მიხედვით, ბოლო დროს ქართულ მედიასა და სოციალურ ქსელებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირის საწინააღმდეგო პროპაგანდა და დეზინფორმაცია, მაშინ როდესაც მმართველი პარტიის წევრები კვლავ იყენებენ პოლარიზაციის გამომწვევ და მტრულ გამონათქვამებს ევროკავშირის ინსტიტუტებისა და მათი წარმომადგენლების შესახებ საუბრისას.ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ მხარეს, თავი შეიკავონ ყოველგვარი უთანხმოების გამომწვევი და აგრესიული რიტორიკისგან და გააერთიანონ თავიანთი ძალები, რათა საფრთხის ქვეშ არ დააყენონ მთავარი მიზანი – საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება.ევროპარლამენტარები ასევე შეშფოთებულნი არიან ქალთა და ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებების მდგომარეობით, ასევე საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის მზარდი მიმართვიანობის გამო.რატომ იცავენ ასე „გამალებით“ ევროპარლამენტარები სააკაშვილს - დიმიტრი ხუნდაძის განმარტება >>ამასთან, ევროპარლამენტმა აღნიშნა საქართველოს, როგორც ევროკავშირის სავაჭრო პარტნიორის მაღალი პოტენციალი. ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს საქართველოს პოზიტიური გამოცდილება სრულად მოქმედი საბაზრო ეკონომიკის აღმშენებლობაში და ამ მიმართულებით გატარებული რეფორმები.ასევე დადებითად შეფასდა საქართველოს ძალოვანი უწყებების თანამშრომლობა ევროპოლთან, მშრომელთა უფლებებზე გაზრდილი ზრუნვა, ასევე პოლიტიკური ძალების კონსულტაციები ახალი სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე.ანგარიშის ავტორს, ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს არ მოეწონა ის, რომ შესწორებების შედეგად ერთ დოკუმენტში აღმოჩნდა მოწოდება სააკაშვილის გათავისუფლებისკენ და ასევე ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხიც.პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა - ვიდეო >>„ჩემი აზრით, ართულებს მთლიან სიტუაციას, ართულებს ჩვენი მოთხოვნის და მოწოდების გათვალისწინების პროცესს, ჩვენი, როგორც მიუკერძოებელი ფასილიტატორის როლს, რათა შევამციროთ საქართველოში პოლიტიკური პოლარიზება“, - განაცხადა მიქსერმა.მისი თქმით, ამჟამად ყველაზე გადაუდებელ საკითხს წარმოადგენს ჰუმანიტარული მოსაზრებით სააკაშვილის გათავისუფლება.
საქართველო
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23654/35/236543507_278:0:4651:3280_1920x0_80_0_0_93d04c1990891243b864f4c7e536a677.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, ევროპა, ევროპარლამენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, ევროპა, ევროპარლამენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო - ივანიშვილი მიზანშია ამოღებული
23:00 14.12.2022 (განახლებულია: 01:17 15.12.2022) ზოგიერთმა ცვლილებამ დაარღვია ბალანსის პრინციპი დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში, ამბობს ანგარიშის ავტორი, ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი
თბილისი, 14 დეკემბერი - Sputnik. ევროპარლამენტმა მიიღო ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ - ანგარიშში მკვეთრი ცვლილებები შევიდა.
ანგარიშს მხარი დაუჭრა 430-მა ევროპარლამენტარმა, 126-მა თავი შეიკავა, 52 წინააღმდეგი იყო. ევროპარლამენტარი სვენ მიქსერის თქმით, პლენარულ სხდომაზე წარდგენილმა ზოგიერთმა ცვლილებამ დაარღვია ბალანსის პრინციპი ტექსტის საბოლოო ვარიანტში.
„მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია ძალიან მკაფიოდ თითოეულ წარმოდგენილ ცვლილებაზე და ზოგს მხარი დავუჭირე, ზოგიერთის წინააღმდეგ წავედი და ზოგზეც თავი შევიკავე“, - ციტირებს „პირველი არხი“ სვენ მიქსერის სიტყვებს.
საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებისა და ქვეყანაში მიღწეული პროგრესის შეფასებასთან ერთად, ანგარიში მოიცავს პუნქტებს, რომლებიც მიმართულია პირადად „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. საუბარია შესწორებებზე, რომლებიც მიქსერის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში შევიდა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ასავლელად გამოყენებასთან დაკავშირებული ბრალდებების შემდგომი განხილვისკენ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებ უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის შესწავლისკენ.
„ეს ბრალდებები თუ დადასტურდება, ევროპარლამენტი ითხოვს პირადი სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი თანამოაზრეების წინააღმდეგ“, - ნათქვამია ანგარიშში.
ივანიშვილი ანგარიშში ოლიგარქად არის მოხსენიებული. იქვე ნათქვამია მის ნეგატიურ და გადაჭარბებულ გავლენაზე ქართულ პოლიტიკაზე.
ევროპარლამენტი ასევე პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მიიღოს ზომები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია კი შეიწყალოს.
იქვე ნათქვამია, რომ სააკაშვილი მოწამლეს, თუმცა არც მედიკოსების, არც ხელისუფლების მხრიდან ამის ოფიციალური დადასტურება არ ყოფილა.
ამასთან, საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ყოველწლიურ ანგარიშში შესული შესწორების მიხედვით, გამოთქმულია წუხილი, რომ „ღრმა პოლარიზაცია კვლავ რჩება საქართველოს პოლიტიკური გარემოს განმსაზღვრელ მახასიათებლად“.
დოკუმენტის მიხედვით, ბოლო დროს ქართულ მედიასა და სოციალურ ქსელებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირის საწინააღმდეგო პროპაგანდა და დეზინფორმაცია, მაშინ როდესაც მმართველი პარტიის წევრები კვლავ იყენებენ პოლარიზაციის გამომწვევ და მტრულ გამონათქვამებს ევროკავშირის ინსტიტუტებისა და მათი წარმომადგენლების შესახებ საუბრისას.
ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ მხარეს, თავი შეიკავონ ყოველგვარი უთანხმოების გამომწვევი და აგრესიული რიტორიკისგან და გააერთიანონ თავიანთი ძალები, რათა საფრთხის ქვეშ არ დააყენონ მთავარი მიზანი – საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება.
ევროპარლამენტარები ასევე შეშფოთებულნი არიან ქალთა და ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებების მდგომარეობით, ასევე საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის მზარდი მიმართვიანობის გამო.
ამასთან, ევროპარლამენტმა აღნიშნა საქართველოს, როგორც ევროკავშირის სავაჭრო პარტნიორის მაღალი პოტენციალი. ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს საქართველოს პოზიტიური გამოცდილება სრულად მოქმედი საბაზრო ეკონომიკის აღმშენებლობაში და ამ მიმართულებით გატარებული რეფორმები.
ასევე დადებითად შეფასდა საქართველოს ძალოვანი უწყებების თანამშრომლობა ევროპოლთან, მშრომელთა უფლებებზე გაზრდილი ზრუნვა, ასევე პოლიტიკური ძალების კონსულტაციები ახალი სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე.
ანგარიშის ავტორს, ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს არ მოეწონა ის, რომ შესწორებების შედეგად ერთ დოკუმენტში აღმოჩნდა მოწოდება სააკაშვილის გათავისუფლებისკენ და ასევე ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხიც.
„ჩემი აზრით, ართულებს მთლიან სიტუაციას, ართულებს ჩვენი მოთხოვნის და მოწოდების გათვალისწინების პროცესს, ჩვენი, როგორც მიუკერძოებელი ფასილიტატორის როლს, რათა შევამციროთ საქართველოში პოლიტიკური პოლარიზება“, - განაცხადა მიქსერმა.
მისი თქმით, ამჟამად ყველაზე გადაუდებელ საკითხს წარმოადგენს ჰუმანიტარული მოსაზრებით სააკაშვილის გათავისუფლება.