https://sputnik-georgia.com/20221213/konfliqti-cinetsa-da-indoets-soris-272985803.html
ინდოეთ-ჩინეთის საზღვარზე შეტაკება მოხდა - ვიდეო
ინდოეთ-ჩინეთის საზღვარზე შეტაკება მოხდა - ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 დეკემბერი − Sputnik. ინდოელმა ჯარისკაცებმა 9 დეკემბერს მომხდარი სასაზღვრო კონფლიქტისას ჩინეთის არმიის ნაწილებს არ მისცეს საშუალება, გადაეკვეთათ... 13.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-13T13:18+0400
2022-12-13T13:18+0400
2023-07-20T15:48+0400
მსოფლიო დღეს
კონფლიქტები
ინდოეთი
ჩინეთი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250700839_0:17:1674:959_1920x0_80_0_0_70b656eda74cdaefdb9ef1c4695e5081.jpg
თბილისი, 13 დეკემბერი − Sputnik. ინდოელმა ჯარისკაცებმა 9 დეკემბერს მომხდარი სასაზღვრო კონფლიქტისას ჩინეთის არმიის ნაწილებს არ მისცეს საშუალება, გადაეკვეთათ ქვეყნის საზღვარი და ინდოეთის ტერიტორიაზე შესულიყვნენ, განაცხადა ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა რაჯნატ სინგჰმა.მისი თქმით, ეს პირველი შეჯახებაა ორი ქვეყნის საზღვარზე 2020 წლის შემდეგ.როგორც სინგჰმა განმარტა, ინდოელ და ჩინელ სამხედროებს შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა, რა დროსაც რამდენიმე ინდოელი და ასევე ჩინელი ჯარისკაცი დაშავდა.ეს იყო ორ ქვეყანას შორის პირველი შეჯახება 2020 წლის ზაფხულის სასიკვდილო შეტაკებების შემდეგ, როდესაც ინდოეთისა და ჩინეთის სადავო საზღვარზე 20 ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა ქვებითა და რკინის ჯოხებით ჩხუბის შედეგად. ამასთან ზოგი ინდოელი ჯარისკაცი დიდი სიმაღლიდან გადახტა მდინარე გალვანში გაქცევის მიზნით და მძიმე ტრავმები მიიღეს. როგორც ინდური მასმედია იუწყებოდა, შეტაკებისას დაიღუპა და დაშავდა 43 ჩინელი ჯარისკაცი. მხარეები ერთმანეთს საზღვრის გადაკვეთასა და შეთანხმებების დარღვევაში ადანაშაულებდნენ.ამ დროისათვის მსოფლიოს ორ ყველაზე დასახლებულ ქვეყანას − ინდოეთსა და ჩინეთს პირობითი ხაზი ჰყოფს, რომელსაც „მაკმაჰონის ხაზი“ ეწოდა ბრიტანული ინდოეთის საგარეო საქმეთა მდივნის სახელის მიხედვით. აღნიშნული პირობითი ხაზის გავლების ინიციატივა სწორედ მაკმაჰონმა წამოაყენა 1914 წელს. ინდოეთმა და დალაი ლამას (ტიბეტის სახელმწიფოს დე ფაქტო მეთაურმა) მთავრობამ არსებული საზღვარი აღიარეს, ჩინეთმა კი არ ცნო იგი. შესაბამისად, საზღვრისპირა ორი ტერიტორია დღემდე ორ სახელმწიფოს შორის დავის საგნად რჩება.
ინდოეთი
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250700839_255:0:1674:1064_1920x0_80_0_0_93d027b76dc935191cacd0be70b54774.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კონფლიქტები, ინდოეთი , ჩინეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
კონფლიქტები, ინდოეთი , ჩინეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ინდოეთ-ჩინეთის საზღვარზე შეტაკება მოხდა - ვიდეო
13:18 13.12.2022 (განახლებულია: 15:48 20.07.2023) თბილისი, 13 დეკემბერი − Sputnik. ინდოელმა ჯარისკაცებმა 9 დეკემბერს მომხდარი სასაზღვრო კონფლიქტისას ჩინეთის არმიის ნაწილებს არ მისცეს საშუალება, გადაეკვეთათ ქვეყნის საზღვარი და ინდოეთის ტერიტორიაზე შესულიყვნენ, განაცხადა ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა რაჯნატ სინგჰმა.
მისი თქმით, ეს პირველი შეჯახებაა ორი ქვეყნის საზღვარზე 2020 წლის შემდეგ.
„ჩინეთის სახალხო-გამათავისუფლებელი არმიის ჯარებმა ცალმხრივად სცადეს სტატუს-კვოს შეცვლა, შეიჭრნენ რა ფაქტობრივი კონტროლის ხაზზე იანძეს რაიონში. ეს ცდა მტკიცედ აღკვეთეს ჩვენმა ჯარებმა. მათ მამაცურად შეაჩერეს ჩინელი სამხედროების შემოჭრა ჩვენს ტერიტორიაზე და ისინი აიძულეს უკან, თავიანთ პოსტებზე გაბრუნებულიყვნენ“, − განაცხადა მინისტრმა ქვეყნის პარლამენტში გამოსვლისას.
როგორც სინგჰმა განმარტა, ინდოელ და ჩინელ სამხედროებს შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა, რა დროსაც რამდენიმე ინდოელი და ასევე ჩინელი ჯარისკაცი დაშავდა.
ეს იყო ორ ქვეყანას შორის პირველი შეჯახება 2020 წლის ზაფხულის სასიკვდილო შეტაკებების შემდეგ, როდესაც ინდოეთისა და ჩინეთის სადავო საზღვარზე 20 ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა ქვებითა და რკინის ჯოხებით ჩხუბის შედეგად. ამასთან ზოგი ინდოელი ჯარისკაცი დიდი სიმაღლიდან გადახტა მდინარე გალვანში გაქცევის მიზნით და მძიმე ტრავმები მიიღეს. როგორც ინდური მასმედია იუწყებოდა, შეტაკებისას დაიღუპა და დაშავდა 43 ჩინელი ჯარისკაცი. მხარეები ერთმანეთს საზღვრის გადაკვეთასა და შეთანხმებების დარღვევაში ადანაშაულებდნენ.
ამ დროისათვის მსოფლიოს ორ ყველაზე დასახლებულ ქვეყანას − ინდოეთსა და ჩინეთს პირობითი ხაზი ჰყოფს, რომელსაც „მაკმაჰონის ხაზი“ ეწოდა ბრიტანული ინდოეთის საგარეო საქმეთა მდივნის სახელის მიხედვით. აღნიშნული პირობითი ხაზის გავლების ინიციატივა სწორედ მაკმაჰონმა წამოაყენა 1914 წელს. ინდოეთმა და დალაი ლამას (ტიბეტის სახელმწიფოს დე ფაქტო მეთაურმა) მთავრობამ არსებული საზღვარი აღიარეს, ჩინეთმა კი არ ცნო იგი. შესაბამისად, საზღვრისპირა ორი ტერიტორია დღემდე ორ სახელმწიფოს შორის დავის საგნად რჩება.