https://sputnik-georgia.com/20221212/saqartvelosi-zlier-rezervs-seqmnian-premieri-savaldebulo-samxedro-samsaxuris-reformaze-272971305.html
საქართველოში ძლიერი რეზერვი შეიქმნება - პრემიერი სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმაზე
საქართველოში ძლიერი რეზერვი შეიქმნება - პრემიერი სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმაზე
Sputnik საქართველო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაცვლად გაწვევა დაევალება თავდაცვის სამინისტროს, განაცხადა პრემიერმა. 12.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-12T21:10+0400
2022-12-12T21:10+0400
2022-12-12T22:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს თავდაცვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1a/251837631_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_67834af6af3355e033159bedc9bd2436.jpg
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. სავალდებულო სამხედრო სამსახურის სისტემა გადაიხედება და გატარდება რეფორმა – ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღემდე სისტემა იყო გაფანტული და ისეთი ეფექტური არ იყო, როგორიც საჭიროა.პრემიერის სიტყვებით, შეიქმნება ეფექტური სისტემა, რომელიც ექვსი, რვა და თერთმეტთვიანი პროგრამებისგან იქნება შედგენილი.მისი თქმით, პროექტის რეალიზაციას 80 მლნ ლარზე მეტი დასჭირდება.სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება მარტივი აღარ იქნება - კანონში ხარვეზი აღმოიფხვრება >>როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაცვლად ამას თავდაცვის სამინისტრო განახორციელებს.„ეს პროცესი დაიწყება იანვრიდან, მაგრამ პროგრამა ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან. მანამდე სისტემა მოემზადება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.ღარიბაშვილის თქმით, რეგიონებში იგეგმება თავდაცვის ცენტრების მშენებლობა, რათა ახალგაზრდობისთვის უფრო მარტივი იყოს აუცილებელი ინფორმაციის ადგილზე მიღება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1a/251837631_141:0:1280:854_1920x0_80_0_0_50eae35144ebc5cb776aea6fedcfbe0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს თავდაცვა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს თავდაცვა
საქართველოში ძლიერი რეზერვი შეიქმნება - პრემიერი სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმაზე
21:10 12.12.2022 (განახლებულია: 22:44 12.12.2022) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაცვლად გაწვევა დაევალება თავდაცვის სამინისტროს, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. სავალდებულო სამხედრო სამსახურის სისტემა გადაიხედება და გატარდება რეფორმა – ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღემდე სისტემა იყო გაფანტული და ისეთი ეფექტური არ იყო, როგორიც საჭიროა.
„ყველა ანალიზის მიხედვით, ეს სამსახური არ იძლეოდა იმ ეფექტს, რომელიც ჩვენ გვინდა მივიღოთ. ამიტომ უსაფრთხოების სისტემაში შემავალ სამინისტროებთან გვქონდა საუბარი და შევთანხმდით, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური გადავა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის სიტყვებით, შეიქმნება ეფექტური სისტემა, რომელიც ექვსი, რვა და თერთმეტთვიანი პროგრამებისგან იქნება შედგენილი.
„ეს იქნება ინტენსიური სამხედრო მომზადება. ამ პროგრამის დამთავრების შემდეგ პირს ექნება მოხდილი სავალდებულო სამხედრო სამსახური და მიენიჭება რიგითის წოდება. მთავარი მიზანი იქნება ძლიერი რეზერვის შექმნა“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, პროექტის რეალიზაციას 80 მლნ ლარზე მეტი დასჭირდება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაცვლად ამას თავდაცვის სამინისტრო განახორციელებს.
„ეს პროცესი დაიწყება იანვრიდან, მაგრამ პროგრამა ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან. მანამდე სისტემა მოემზადება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის თქმით, რეგიონებში იგეგმება თავდაცვის ცენტრების მშენებლობა, რათა ახალგაზრდობისთვის უფრო მარტივი იყოს აუცილებელი ინფორმაციის ადგილზე მიღება.