https://sputnik-georgia.com/20221212/samxedro-samsaxuristvis-tavis-arideba-martivi-arar-iqneba-premieri-272966183.html
სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება მარტივი აღარ იქნება - კანონში ხარვეზი აღმოიფხვრება
სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება მარტივი აღარ იქნება - კანონში ხარვეზი აღმოიფხვრება
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციურ ორგანიზაციებს ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანის უფლებას აღარ მისცემს. 12.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-12T19:31+0400
2022-12-12T19:31+0400
2022-12-12T21:51+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0c/272962292_288:170:1024:584_1920x0_80_0_0_f19639a76de564f7732b62e310f5df9e.jpg
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი, რომლის გამოც საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია სავალდებულო სამხედრო სამსახურში ოფიციალურად დარეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების წევრების გაწვევა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.საუბარია ორგანიზაციაზე „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება“, რომელიც ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ლიდერებმა დაარეგისტრირეს 2017 წლის აპრილში. როგორც მაშინ ოპოზიციონერებმა განმარტეს, რომლებიც ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ გამოდიან, მათ ახალგაზრდების ჯარისგან გათავისუფლების ლეგალურ ხერხს მიაგნეს.მთავრობის მეთაურის თქმით, ეს საკითხი განიხილეს საპატრიარქოსთანაც, და ის შესაბამისი ჩანაწერით ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება.„ჩვენ აღარ მივცემთ ამ მავნებლებს ჩვენი ახალგაზრდა, ჯანსაღი თაობის არასწორ გზაზე დაყენების საშუალებას“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.რამდენმა ადამიანმა აარიდა თავი სამხედრო სამსახურს?საქართველოში მხოლოდ ერთი ორგანიზაციის მეშვეობით წელს სამხედრო სამსახურს თავი 12 ათასმა ადამიანმა აარიდა, განაცხადა უფრო ადრე თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.მან არ დაასახელა ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს სამსახურისგან თავის არიდებაში ეხმარება. არაა გამორიცხული, რომ საუბარია სწორედ ორგანიზაცია „ბიბლიურ თავისუფლებაზე“.ქართული კანონმდებლობით, სამხედრო სამსახურში გაწვევა შეიძლება გადავადდეს, თუ ადამიანი არის სასულიერო პირი ან სასულიერო სასწავლებელში სწავლობს.ამჟამად, მინისტრის თქმით, საქართველოში სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ბევრი ლეგალური საშუალებაა. თუმცა ეს აუცილებლად შეიცვლება, განაცხადა მინისტრმა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0c/272962292_344:172:1024:682_1920x0_80_0_0_9702924513d5f68fbcf1ebe3354b7e9d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს თავდაცვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს თავდაცვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ახალი ამბები
სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება მარტივი აღარ იქნება - კანონში ხარვეზი აღმოიფხვრება
19:31 12.12.2022 (განახლებულია: 21:51 12.12.2022) საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციურ ორგანიზაციებს ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანის უფლებას აღარ მისცემს.
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი, რომლის გამოც საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია სავალდებულო სამხედრო სამსახურში ოფიციალურად დარეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების წევრების გაწვევა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საუბარია ორგანიზაციაზე „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება“, რომელიც ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ლიდერებმა დაარეგისტრირეს 2017 წლის აპრილში. როგორც მაშინ ოპოზიციონერებმა განმარტეს, რომლებიც ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ გამოდიან, მათ ახალგაზრდების ჯარისგან გათავისუფლების ლეგალურ ხერხს მიაგნეს.
„ეს იყო ყველაზე დიდი მავნებლობა, რომელიც მან („გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ) ჩაიდინა ქვეყნის ახალგაზრდობის და ჩვენი მომავალი თაობის წინააღმდეგ. ამიტომ დაიხურება ეს ხარვეზი, აღმოიფხვრება და გამოირიცხება მათი არაკეთილსინდისიერი, ფიქტიური, ვითომ რელიგიური ორგანიზაციების შესაძლებლობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს საკითხი განიხილეს საპატრიარქოსთანაც, და ის შესაბამისი ჩანაწერით ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება.
„ჩვენ აღარ მივცემთ ამ მავნებლებს ჩვენი ახალგაზრდა, ჯანსაღი თაობის არასწორ გზაზე დაყენების საშუალებას“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
რამდენმა ადამიანმა აარიდა თავი სამხედრო სამსახურს?
საქართველოში მხოლოდ ერთი ორგანიზაციის მეშვეობით წელს სამხედრო სამსახურს თავი 12 ათასმა ადამიანმა აარიდა, განაცხადა უფრო ადრე თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მან არ დაასახელა ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს სამსახურისგან თავის არიდებაში ეხმარება. არაა გამორიცხული, რომ საუბარია სწორედ ორგანიზაცია „ბიბლიურ თავისუფლებაზე“.
ქართული კანონმდებლობით, სამხედრო სამსახურში გაწვევა შეიძლება გადავადდეს, თუ ადამიანი არის სასულიერო პირი ან სასულიერო სასწავლებელში სწავლობს.
ამჟამად, მინისტრის თქმით, საქართველოში სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ბევრი ლეგალური საშუალებაა. თუმცა ეს აუცილებლად შეიცვლება, განაცხადა მინისტრმა.