ბრძოლა ძალაუფლებისთვის: მმართველი პარტია „ნაცმოძრაობაში“ დაგეგმილ არჩევნებს აფასებს

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2022
გამოწერა
ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, ეს არის არა პარტიული დემოკრატიის განვითარება, არამედ ბრძოლა პარტიაში დაჯგუფებებს შორის.
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. ვინც არ უნდა ჩაუდგეს სათავეში ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მისი ანსტისახელმწიფოებრივი ქმედებები არ შეიცვლება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. ამჟამად პარტიაში მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის – ამჟამინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას და რადიკალური ნაბიჯების მომხრე „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი უდგანან. ხაბეიშვილი და მელია პარტიის თავმჯდომარეობისთვის იბრძვიან.

„არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მძარცველი და კრიმინალი ჩაუდგება ამ კრიმინალურ ორგანიზაციას სათავეში – მელია, ხაბეიშვილი თუ ვინმე სხვა. გამორიცხულია, რომ მათ რამე ეშველოთ და სწორი მიმართულება აირჩიონ. ისინი ისე დაბრმავებული არიან ხელისუფლების ხელში ჩაგდების სურვილით, რომ მათ არ აინტერესებთ სხვისი ამომრჩეველი და, როგორც ჩანს, თავისი ამომრჩეველიც დაივიწყეს“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

„ნაცმოძრაობაში“ ბრძოლა მიდის არა პარტიული დემოკრატიის განმტკიცებისთვის, არამედ ძალაუფლებისა და ფინანსებისთვის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანრი ოხანაშვილმა.
„ეს არის არა პარტიული დემოკრატიის განვითარება, არამედ ბრძოლა პარტიაში დაჯგუფებებს შორის. მათ კამერების წინ რამდენიც არ უნდა ისაუბრონ დაანონსებული შიდა არჩევნების „ბლოკჩეინის“ სისტემით ჩატარებაზე, ეს ყველაფერი ფარსია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება>>>
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ ყველაფერი ლოგიკური დასასრულისკენ მიდის.

„როდესაც მათ დღის წესრიგში მხოლოდ ნგრევაა, რაშიც ერთმანეთს ეჯიბრებიან, მაშინ ყველა ცუდად დაასრულებს, რადგან მათ საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვთ“, – განაცხადა ვოლსკიმ და აღნიშნა, რომ საზოგადოებას სჭირდება სტაბილურობა.

მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელია, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ყველა ახალი ამბავი
0