https://sputnik-georgia.com/20221211/raze-isaubres-putinma-da-erdoranma-telefonit-272932023.html
რაზე ისაუბრეს პუტინმა და ერდოღანმა ტელეფონით
რაზე ისაუბრეს პუტინმა და ერდოღანმა ტელეფონით
ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში კრიზისი „რაც შეიძლება მალე დასრულდება" 11.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-11T17:53+0400
2022-12-11T17:53+0400
2022-12-11T17:53+0400
მსოფლიო დღეს
საერთაშორისო პანორამა
მსოფლიოში
თურქეთი
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24790/76/247907642_0:0:2707:1523_1920x0_80_0_0_be271de2b5cdd506d76cc1092d5b1326.jpg
თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა კვირას სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან, აცნობეს РИА Новости-ს თურქეთის ლიდერის კანცელარიაში.„საუბრისას განიხილებოდა თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები, განსაკუთრებით ენერგეტიკა, ასევე შეფასდა რეგიონული საკითხები, მარცვლეულის დერეფნისა და ტერორიზმთან ბრძოლის ჩათვლით“, - განაცხადეს მათ.ვლადიმირ პუტინმა ერდოღანს უკრაინის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის ფუნდამენტური შეფასებები გაანდო.კანცელარიის ცნობით, მოლაპარაკებების დროს ერდოღანმა განაცხადა, რომ „ერთობლივი ძალისხმევით, 13 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული მიეწოდა გაჭირვებულებს და რომ მათ შეუძლიათ დაიწყონ მუშაობა „მარცვლეულის დერეფნის“ ფარგლებში სხვადასხვა საკვები პროდუქტებისა და სხვა საქონლის ეტაპობრივ ჩართვაზე ექსპორტში.მარცვლეულის გარიგება 120 დღით გახანგრძლივდა - ერდოღანი მადლობას იხდის >>ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში კრიზისი „რაც შეიძლება მალე დასრულდება"მან ასევე დასძინა, რომ ჩრდილოეთ სირიაში თურქეთში აკრძალული ქურთისტანის მუშათა პარტიის საქმიანობის და თურქეთზე „ტერორისტული თავდასხმების“ კონტექსტში „მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ტერორისტებისგან საზღვრის გაწმენდა მინიმუმ 30 კილომეტრის სიღრმეზე საზღვრიდან, 2019 წლის სოჭის მემორანდუმის შესაბამისად“.
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24790/76/247907642_0:0:2707:2031_1920x0_80_0_0_15476d99a8bb4e5253872423e6c14d03.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, თურქეთი , რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა
საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, თურქეთი , რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა
რაზე ისაუბრეს პუტინმა და ერდოღანმა ტელეფონით
ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში კრიზისი „რაც შეიძლება მალე დასრულდება"
თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა კვირას სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან, აცნობეს РИА Новости-ს თურქეთის ლიდერის კანცელარიაში.
„საუბრისას განიხილებოდა თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები, განსაკუთრებით ენერგეტიკა, ასევე შეფასდა რეგიონული საკითხები, მარცვლეულის დერეფნისა და ტერორიზმთან ბრძოლის ჩათვლით“, - განაცხადეს მათ.
ვლადიმირ პუტინმა ერდოღანს უკრაინის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის ფუნდამენტური შეფასებები გაანდო.
კანცელარიის ცნობით, მოლაპარაკებების დროს ერდოღანმა განაცხადა, რომ „ერთობლივი ძალისხმევით, 13 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული მიეწოდა გაჭირვებულებს და რომ მათ შეუძლიათ დაიწყონ მუშაობა „მარცვლეულის დერეფნის“ ფარგლებში სხვადასხვა საკვები პროდუქტებისა და სხვა საქონლის ეტაპობრივ ჩართვაზე ექსპორტში.
ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში კრიზისი „რაც შეიძლება მალე დასრულდება"
მან ასევე დასძინა, რომ ჩრდილოეთ სირიაში თურქეთში აკრძალული ქურთისტანის მუშათა პარტიის საქმიანობის და თურქეთზე „ტერორისტული თავდასხმების“ კონტექსტში „მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ტერორისტებისგან საზღვრის გაწმენდა მინიმუმ 30 კილომეტრის სიღრმეზე საზღვრიდან, 2019 წლის სოჭის მემორანდუმის შესაბამისად“.