https://sputnik-georgia.com/20221117/marcvleulis-garigeba-272255396.html
მარცვლეულის გარიგება 120 დღით გახანგრძლივდა - ერდოღანი მადლობას იხდის
მარცვლეულის გარიგება 120 დღით გახანგრძლივდა - ერდოღანი მადლობას იხდის
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. შავ ზღვაში მარცვლეულის დერეფანზე შეთანხმება 120 დღით გაგრძელდა, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა. 17.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-17T14:59+0400
2022-11-17T14:59+0400
2023-07-20T15:55+0400
მსოფლიო დღეს
თურქეთი
ეკონომიკა
პოლიტიკა
გაერო
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
მარცვლეულის გარიგება
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0e/267445657_0:81:3073:1809_1920x0_80_0_0_c6477aefbeb1e82be557c1f95f4cc2cd.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. შავ ზღვაში მარცვლეულის დერეფანზე შეთანხმება 120 დღით გაგრძელდა, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა.მისი თქმით, ვადის ათვლა 19 ნოემბერს დაიწყება.როგორც თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, აღნიშნული შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოს სურსათით მომარაგებისა და სასურსათო უსაფრთხოების მხრივ. მისი თქმით, ბოლო ოთხ თვეში მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებს 11 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული და კვების პროდუქტები მიაწოდეს დაახლოებით 500 გემით.ერდოღანმა მადლობა გადაუხადა გაეროს გენმდივანს, ასევე რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შეთანხმების გახანგრძლივებისთვის.მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მხარს უჭერს მარცვლეულის დერეფანზე შეთანხმების გაგრძელებას. თავის მხრივ, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეშიც მიესალმა ამ გადაწყვეტილებას.რუსეთის ოფიციალურ პირებს აღნიშნულზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
თურქეთი
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0e/267445657_72:0:2803:2048_1920x0_80_0_0_d41eedf78b2167538c7cdd99e99c5304.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თურქეთი , ეკონომიკა, პოლიტიკა, გაერო, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მარცვლეულის გარიგება, მსოფლიოს ახალი ამბები
თურქეთი , ეკონომიკა, პოლიტიკა, გაერო, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მარცვლეულის გარიგება, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. შავ ზღვაში მარცვლეულის დერეფანზე შეთანხმება 120 დღით გაგრძელდა, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა.
მისი თქმით, ვადის ათვლა 19 ნოემბერს დაიწყება.
„თურქეთის მიერ ორგანიზებული ოთხმხრივი მოლაპარაკებების შედეგად შავ ზღვაში მარცვლეულის დერეფანზე შეთანხმება 120 დღით ხანგრძლივდება 19 ნოემბრიდან — იმ შეთანხმების საფუძველზე, რომელიც თურქეთმა, გაერომ, რუსეთმა და უკრაინამ გააფორმეს“, — ნათქვამია ერდოღანის ოფიციალურ Telegram-არხზე.
როგორც თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, აღნიშნული შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოს სურსათით მომარაგებისა და სასურსათო უსაფრთხოების მხრივ. მისი თქმით, ბოლო ოთხ თვეში მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებს 11 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული და კვების პროდუქტები მიაწოდეს დაახლოებით 500 გემით.
ერდოღანმა მადლობა გადაუხადა გაეროს გენმდივანს, ასევე რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შეთანხმების გახანგრძლივებისთვის.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მხარს უჭერს მარცვლეულის დერეფანზე შეთანხმების გაგრძელებას. თავის მხრივ, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეშიც მიესალმა ამ გადაწყვეტილებას.
რუსეთის ოფიციალურ პირებს აღნიშნულზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.