საქართველოში ინვესტიციები იზრდება: სტატისტიკა განახლდა

© photo: Sputnik / Vitaliy Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიდოლარის კუპიურები
დოლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2022
გამოწერა
„საქსტატი“ ინვესტიციების ზრდის ძირითად მიზეზად სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების ზრდას ასახელებს.
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2022 წლის სამ კვარტალში, წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 101,7%-ით გაიზარდა და 1,7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში.
„საქსტატი“ ინვესტიციების ზრდის ძირითად მიზეზად სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების ზრდას ასახელებს.
2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2019 წელთან შედარებით 57,2%-ით შემცირდა და 572 მლნ დოლარი შეადგინა.
უკვე 2021 წელს ინვესტიციების მოცულობა ორჯერ გაიზარდა და 1,2 მლრდ დოლარი შეადგინა.
საქართველოს მთავრობა ჰესების მშენებლობისას ინვესტიციების ხელშეწყობის სქემას ცვლის >>
საანგარიშო პერიოდში საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მხრივ ლიდერი პოზიციები ეკავათ ესპანეთს, დიდ ბრიტანეთს, თურქეთს, ჩინეთს, ნიდერლანდს და აშშ-ს.
წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 745,3 მლნ დოლარს შეადგენს, რაც 2021 წლის ივლის-0სექტემბერთან შედარებით ორჯერ მეტია.
ინვესტიციები საქართველოში 2022 წლის ივლის-სექტემბერში, ქვეყნების სამეული (ქვეყანა; მლნ დოლარი; წილი, %)
ესპანეთი - 165,9 22,3
დიდი ბრიტანეთი - 122,9 16,5
ირლანდია - 120,3 16,1
ინვესტიციები ასევე შემოვიდა აშშ-დან, ნიდერლანდებიდან, რუსეთიდან, იაპონიიდან, ჩეხეთიდან, ვირჯინის კუნძულებიდან, დანიიდან, და სხვა ქვეყნებიდან.

რომელ დარგებში აბანდებენ

2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები იყო ენერგეტიკა, საფინანსო სექტორი, უძრავი ქონება, გადამამუშავებელი მრეწველობა და მშენებლობა.
ინვესტიციები ასევე განხორციელდა ტრანსპორტში, სასაწყობო მეურნეობაში, ინფორმაციასა და კომუნიკაციებში, სასტუმროებსა და რესტორნებში, სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში.

რეინვესტიციები

ეკონომიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რეინვესტიციის დიდი მოცულობა გახდა – იგი 52,3%-ით გაიზარდა და 446,9 მლნ დოლარი შეადგინა. 2021 წლის ივლის-სექტემბერში რეინვესტიციის მოცულობამ 293,5 მლნ დოლარი შეადგინა.
ხელისუფლება და ექსპერტები რეინვესტიციის დიდი მოცულობის მიზეზად საგადასახადო სისტემაში ე.წ. ესტონური მოდელის დანერგვას ასახელებდნენ.
საქართველოს მთავრობა დაბეგვრის ე.წ. ესტონურ მოდელზე უარის თქმას აპირებს >>
2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა საგადასახადო სისტემის ე.წ. ესტონური მოდელი, რომლის მიხედვითაც, გადასახადებისგან თავისუფლდება საწარმოთა მოგების ის ნაწილი, რომელიც წარმოების განვითარებისკენაა მიმართული. მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, მოგება გადასახადის განაკვეთზე 15%-ს შეადგენს.

საინვესტიციო პოლიტიკა

მთავრობის ეკონომიკური პროგრამის თანახმად, ხელისუფლება პირობას დებს, რომ ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის ფორმირება თავიდან მოხდება. პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აგრესიულ პოლიტიკაზე გადავა, ქვეყანა ახლებურ პოზიციონირებას აპირებს.
ამასთან, გაძლიერდება საინვესტიციო საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები როგორც ცენტრალურ სახელმწიფო ორგანოებთან, ისე ადგილობრივ თვითმმართველობებთან.
გარდა ამისა, მიიღებენ კანონს „მეწარმეთა შესახებ", რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და პრაქტიკულად ახალ სივრცეს გაუხსნის ქართული და ევროპული ბიზნეს-ოპერატორების თანამშრომლობას. მათ შორის გამარტივდება ერთობლივი საწარმოების შექმნის პროცესი და გაიზრდება საქართველოში ახალი ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების მოზიდვის შესაძლებლობა.
კონკურენტული და საქმიანი გარემოს შექმნის მიზნით სახელმწიფო ეტაპობრივად უარს იტყვის ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომლებსაც დამოუკიდებელი ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი ექნებათ.
ყველა ახალი ამბავი
0