https://sputnik-georgia.com/20221205/saqartvelos-mtavroba-dabegvris-estonur-modelze-uaris-tqmas-apirebs-272740187.html
საქართველოს მთავრობა დაბეგვრის ე.წ. ესტონურ მოდელზე უარის თქმას აპირებს
საქართველოს მთავრობა დაბეგვრის ე.წ. ესტონურ მოდელზე უარის თქმას აპირებს
Sputnik საქართველო
ბანკები მოგების გადასახადს გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. 05.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-05T21:17+0400
2022-12-05T21:17+0400
2022-12-05T22:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/02/250517039_0:49:3073:1778_1920x0_80_0_0_2912dab0b74203e2f2c112f1f41e8fac.jpg
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. ბანკები და მთლიანად საფინანსო სექტორი აღარ გადადის მოგების გადასახადის ე.წ ესტონურ მოდელზე და მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას – მოგების გადასახადი ბანკებისთვის 20% იქნება, ნაცვლად 15%-ისა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.პრემიერის სიტყვებით, ამ გადაწყვეტილებით მთავრობა 2024 წლისთვის დამატებითი მოგების მიღებას გეგმავს.გარდა ამისა, ღარიბაშვილის სიტყვებით, მთავრობა პარლამენტს მიმართავს მოგების გადასახადის გაზრდის ინიციატივით – მოგების გადასახადი საბანკო სექტორისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება.პრემიერის თქმით, ბანკები მოგების გადასახადს გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რაც მანამდე არ ხდებოდა.მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, მოგების გადასახადი 15%-ია. რაც შეეხება ე.წ. ესტონურ მოდელს, ის ითვალისწინებს საწარმოების მოგების იმ ნაწილის დაბეგვრისგან გათავისუფლებას, რომელიც წარმოების განვითარებისკენაა მიმართული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/02/250517039_344:0:3073:2047_1920x0_80_0_0_84a564d20090d0211f33d2c73db9e7c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა დაბეგვრის ე.წ. ესტონურ მოდელზე უარის თქმას აპირებს
21:17 05.12.2022 (განახლებულია: 22:21 05.12.2022) ბანკები მოგების გადასახადს გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. ბანკები და მთლიანად საფინანსო სექტორი აღარ გადადის მოგების გადასახადის ე.წ ესტონურ მოდელზე და მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას – მოგების გადასახადი ბანკებისთვის 20% იქნება, ნაცვლად 15%-ისა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის სიტყვებით, ამ გადაწყვეტილებით მთავრობა 2024 წლისთვის დამატებითი მოგების მიღებას გეგმავს.
„მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას. ე.წ. ესტონური მოდელის ჩანაწერი გაუქმდება. ამ ინიციატივით შევდივართ პარლამენტში. გაუმართლებელია, რომ ბანკებს ამხელა მოგება აქვთ, 2 მლრდ ლარი იქნება ბანკების მოგება წელს“, – აღნიშნა პრემიერმა.
გარდა ამისა, ღარიბაშვილის სიტყვებით, მთავრობა პარლამენტს მიმართავს მოგების გადასახადის გაზრდის ინიციატივით – მოგების გადასახადი საბანკო სექტორისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება.
„ჩვენ ვაფასებთ ბანკების როლს ეკონომიკის ზრდაში, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ განვითარებული საბანკო სისტემა გვაქვს, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მათ ხელშეწყობას. ეს არის მცირედი კორექტივები, რომელიც შევიტანეთ კანონმდებლობაში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ბანკები მოგების გადასახადს გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რაც მანამდე არ ხდებოდა.
მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, მოგების გადასახადი 15%-ია. რაც შეეხება ე.წ. ესტონურ მოდელს, ის ითვალისწინებს საწარმოების მოგების იმ ნაწილის დაბეგვრისგან გათავისუფლებას, რომელიც წარმოების განვითარებისკენაა მიმართული.