https://sputnik-georgia.com/20221209/lafanyursi-hesis-mseneblobas-aprotesteben-272864552.html
თელავის რაიონში ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ
თელავის რაიონში ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ
Sputnik საქართველო
სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა ხელს უშლის კომპანიის ტექნიკის გადაადგილებას, რომელიც ჰესს აშენებს. 09.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-09T13:39+0400
2022-12-09T13:39+0400
2022-12-09T17:51+0400
საქართველოს ენერგეტიკა
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა
კახეთი
თელავი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24175/41/241754194_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_002b5ff7a631a565f6f8c91be178bf9e.jpg
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობამ მდინარე ლოპოტას ხეობაში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა, იუწყება „პირველი არხი“.ტელეარხის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები აბრკოლებენ ჰესის მშენებელი კომპანია „ართანა-ლოპოტას“ ტექნიკის გადაადგილებას.მოსახლეობის განმარტებით, ეს ერთადერთი მდინარეა სოფელში, ამიტომ მის გარეშე მათ სახლების დატოვება და სხვაგან გადასვლა მოუწევთ.შპს „ართანა–ლოპოტას“ დირექტორი ბიძინა იმნაძე, თავის მხრივ, აცხადებს, რომ მოსახლეობასთან არაერთი შეხვედრა გამართეს და მათ კვლევის შედეგები გააცნეს.„რამდენჯერმე შევხვდით მოსახლეობას, მათ შორის სამი წლის წინ კახეთის გუბერნატორთან ერთადაც და ყველა ჩატარებული კვლევის დასკვნები გადავეცით. ჩვენი, როგორც ინვესტორის ინტერესიცაა, რომ ყველა კვლევა იყოს საფუძვლიანად ჩატარებული“, – განაცხადა იმნაძემ.მისი თქმით, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, ადგილობრივები უარს ამბობენ ინვესტორის არგუმენტების მოსმენაზე. ამასთან, იმნაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ უნდა შეასრულოს კომპანიის თხოვნა და უზრუნველყოს სამუშაოების შეუფერხებლად ჩატარება.ლაფანყურის მოსახლეობა პროტესტის გაგრძელებას ღამითაც აპირებს. ამჟამად სოფლის შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული.მდინარე ლოპოტაზე 5,9 მეგავატის სიმძლავრის ჰესის (33,4 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის ყოველწლიური გამომუშავებით) – „ლოპოტა-1“-ის აშენება სოფელ ლაფანყურიდან შვიდ კილომეტრში იგეგმება.პრემიერი: „ნენსკრაჰესი“ მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური პროგრესისთვის>>პროექტის მიხედვით, „ლოპოტა 1“-ის სათავე ნაგებობა შედგება ორი წყალმიმღებისგან, რომელთაგან ერთი მდებარეობს მდინარე ლოპოტაზე, ხოლო მეორე – მის შენაკადზე.„ართანა–ლოპოტა“ ერთობლივი ქართულ-იტალიური კომპანიაა. იტალიელ ინვესტორს ენერგეტიკის სფეროში 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. მათ აგებული აქვთ 45-მდე ჰესი იტალიაში, ალბანეთსა და ჩილეში. ყველა სადგური შეუფერხებლად მუშაობს, დაპროექტებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.პროექტში ინვესტიცია 10 მილიონი დოლარია. 4,5 მილიონი მოხმარდება საზღვარგარეთ აღჭურვილობის შეძენას, დანარჩენი უშუალოდ ქვეყანაში დაიხარჯება. ჰესის მშენებლობაში სამი ქართული სამშენებლო კომპანია მიიღებს მონაწილეობას.სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას კომპანია აპირებს 60-მდე ადგილობრივი კადრის დასაქმებას. უკვე მშენებლობის შემდეგ კი, მიუხედავად იმისა, რომ მრავალრიცხოვანი პერსონალი საჭირო არ იქნება, პრიორიტეტი კვლავ ადგილობრივ მოსახლეობას მიენიჭება, რომელთაც, სურვილის შემთხვევაში, შესაბამისი კვალიფიკაციის მისაღებად გადაამზადებენ.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
კახეთი
თელავი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24175/41/241754194_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_2b9bf07bf4bb3f483099e7ecc5ffc7f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, კახეთი , თელავი
საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, კახეთი , თელავი
თელავის რაიონში ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ
13:39 09.12.2022 (განახლებულია: 17:51 09.12.2022) სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა ხელს უშლის კომპანიის ტექნიკის გადაადგილებას, რომელიც ჰესს აშენებს.
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობამ მდინარე ლოპოტას ხეობაში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა, იუწყება „პირველი არხი“.
ტელეარხის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები აბრკოლებენ ჰესის მშენებელი კომპანია „ართანა-ლოპოტას“ ტექნიკის გადაადგილებას.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, 5,9 მეგავატი სიმძლავრის ჰესის „ლოპოტა-1“-ის მშენებლობა ნეგატიურ გავლენას იქონიებს როგორც ეკოლოგიაზე, ასევე სოფელს აღარ ექნება სასმელი და სარწყავი წყალი. მათ აღნიშნეს, რომ კომპანიას არ წარმოუდგენია გარემოზე ზემოქმედების უსაფრთხოების დასკვნები.
მოსახლეობის განმარტებით, ეს ერთადერთი მდინარეა სოფელში, ამიტომ მის გარეშე მათ სახლების დატოვება და სხვაგან გადასვლა მოუწევთ.
შპს „ართანა–ლოპოტას“ დირექტორი ბიძინა იმნაძე, თავის მხრივ, აცხადებს, რომ მოსახლეობასთან არაერთი შეხვედრა გამართეს და მათ კვლევის შედეგები გააცნეს.
„რამდენჯერმე შევხვდით მოსახლეობას, მათ შორის სამი წლის წინ კახეთის გუბერნატორთან ერთადაც და ყველა ჩატარებული კვლევის დასკვნები გადავეცით. ჩვენი, როგორც ინვესტორის ინტერესიცაა, რომ ყველა კვლევა იყოს საფუძვლიანად ჩატარებული“, – განაცხადა იმნაძემ.
მისი თქმით, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, ადგილობრივები უარს ამბობენ ინვესტორის არგუმენტების მოსმენაზე. ამასთან, იმნაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ უნდა შეასრულოს კომპანიის თხოვნა და უზრუნველყოს სამუშაოების შეუფერხებლად ჩატარება.
ლაფანყურის მოსახლეობა პროტესტის გაგრძელებას ღამითაც აპირებს. ამჟამად სოფლის შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული.
მდინარე ლოპოტაზე 5,9 მეგავატის სიმძლავრის ჰესის (33,4 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის ყოველწლიური გამომუშავებით) – „ლოპოტა-1“-ის აშენება სოფელ ლაფანყურიდან შვიდ კილომეტრში იგეგმება.
პროექტის მიხედვით, „ლოპოტა 1“-ის სათავე ნაგებობა შედგება ორი წყალმიმღებისგან, რომელთაგან ერთი მდებარეობს მდინარე ლოპოტაზე, ხოლო მეორე – მის შენაკადზე.
„ართანა–ლოპოტა“ ერთობლივი ქართულ-იტალიური კომპანიაა. იტალიელ ინვესტორს ენერგეტიკის სფეროში 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. მათ აგებული აქვთ 45-მდე ჰესი იტალიაში, ალბანეთსა და ჩილეში. ყველა სადგური შეუფერხებლად მუშაობს, დაპროექტებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
პროექტში ინვესტიცია 10 მილიონი დოლარია. 4,5 მილიონი მოხმარდება საზღვარგარეთ აღჭურვილობის შეძენას, დანარჩენი უშუალოდ ქვეყანაში დაიხარჯება. ჰესის მშენებლობაში სამი ქართული სამშენებლო კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას კომპანია აპირებს 60-მდე ადგილობრივი კადრის დასაქმებას. უკვე მშენებლობის შემდეგ კი, მიუხედავად იმისა, რომ მრავალრიცხოვანი პერსონალი საჭირო არ იქნება, პრიორიტეტი კვლავ ადგილობრივ მოსახლეობას მიენიჭება, რომელთაც, სურვილის შემთხვევაში, შესაბამისი კვალიფიკაციის მისაღებად გადაამზადებენ.