https://sputnik-georgia.com/20221114/premieri-nenskra-hesi-mnisvnelovania-saqartvelos-ekonomikuri-progresistvis-272180994.html
პრემიერი: „ნენსკრაჰესი“ მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური პროგრესისთვის
პრემიერი: „ნენსკრაჰესი“ მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური პროგრესისთვის
Sputnik საქართველო
მნიშვნელოვანია დაჩქარდეს „ნენსკრაჰესის“ მშენებლობა და პროექტი დროულად დასრულდეს. 14.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-14T20:34+0400
2022-11-14T20:34+0400
2022-11-14T22:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
სამხრეთი კორეა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0e/272178896_0:48:1281:768_1920x0_80_0_0_81886e3283eb892ffaad9a1162116223.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნენსკრაჰესის“ მშენებლობის დასრულების დაჩქარების მნიშვნელობა განიხილა კორეული კომპანია K-Water-ის (პროექტის ინვესტორი) აღმასრულებელ დირექტორთან პაკ ჯე ჰენთან, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.280 მგვტ სიმძლავრის „ნენსკრაჰესის“ მშენებლობა მდინარე ენგურის შენაკადზე მიმდინარეობს. ყოველწიურად მან 1,2 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს. ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ საქართველო ზამთრის პერიოდში გარანტირებული ენერგომომარაგების მიღებას, ხოლო ზაფხულში ელექტროენერგიის გაყიდვას შეძლებს. პროექტის ჯამური ღირებულებაა 1,5 მლრდ აშშ დოლარი.მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ასევე მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა მდგრადი და განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას.გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა ინვესტორებს, რომ საქართველოს მთავრობა მათ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს სთავაზობს.პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია დიდი ჰესების მშენებლობაში სახელმწიფოს მონაწილეობა.საქართველოს მთავრობა ჰესების მშენებლობისას ინვესტიციების ხელშეწყობის სქემას ცვლის >>ჰესის მშენებლობის შესახებ პირველად 2012 წელს განაცხადეს. მაშინ ჰესი ჩინურ კომპანია Sinohydro-ს უნდა აეშენებინა. მოგვიანებით ჩინური კომპანია სამხრეთკორეულმა K-Water-მა შეცვალა, რომელთანაც სს „საპარტნიორო ფონდმა“ 2014 წელს შესაბამისი შეთანხმება გააფორმა.კორეული კომპანია K-Water 20 მლრდ აშშ აშშ დოლარის ოდენობის აქტივებს ფლობს. მისი წლიური ბრუნვა 1,7 მლრდ აშშ დოლარია. შექმნის მომენტიდან, 1967 წლიდან K-Water სამხრეთ კორეის წყლის რესურსებისა და ელექტროენერგიით მომარაგების სფეროებს მართავს. კომპანიის მფლობელობაშია კაშხლები, წყალმომარაგების სისტემები. ის ასევე ახორციელებს მსხვილ საერთაშორისო პროექტებს — სამხრეთ კორეის გარდა მუშაობს კოლუმბიაში, ინდოეთში, ავღანეთში, ჩინეთსა და პაკისტანში.
საქართველო
სამხრეთი კორეა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0e/272178896_69:0:1206:853_1920x0_80_0_0_e9658c075a480dd34c7b02c05d21fb53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, სამხრეთი კორეა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, სამხრეთი კორეა
პრემიერი: „ნენსკრაჰესი“ მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური პროგრესისთვის
20:34 14.11.2022 (განახლებულია: 22:55 14.11.2022) მნიშვნელოვანია დაჩქარდეს „ნენსკრაჰესის“ მშენებლობა და პროექტი დროულად დასრულდეს.
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნენსკრაჰესის“ მშენებლობის დასრულების დაჩქარების მნიშვნელობა განიხილა კორეული კომპანია K-Water-ის (პროექტის ინვესტორი) აღმასრულებელ დირექტორთან პაკ ჯე ჰენთან, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
280 მგვტ სიმძლავრის „ნენსკრაჰესის“ მშენებლობა მდინარე ენგურის შენაკადზე მიმდინარეობს. ყოველწიურად მან 1,2 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს. ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ საქართველო ზამთრის პერიოდში გარანტირებული ენერგომომარაგების მიღებას, ხოლო ზაფხულში ელექტროენერგიის გაყიდვას შეძლებს. პროექტის ჯამური ღირებულებაა 1,5 მლრდ აშშ დოლარი.
ღარიბაშვილის თქმით, „ნენსკრაჰესი” მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისათვის, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, დაჩქარდეს ჰესის მშენებლობა და პროექტი დროულად დასრულდეს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ასევე მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა მდგრადი და განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას.
გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა ინვესტორებს, რომ საქართველოს მთავრობა მათ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს სთავაზობს.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია დიდი ჰესების მშენებლობაში სახელმწიფოს მონაწილეობა.
ჰესის მშენებლობის შესახებ პირველად 2012 წელს განაცხადეს. მაშინ ჰესი ჩინურ კომპანია Sinohydro-ს უნდა აეშენებინა. მოგვიანებით ჩინური კომპანია სამხრეთკორეულმა K-Water-მა შეცვალა, რომელთანაც სს „საპარტნიორო ფონდმა“ 2014 წელს შესაბამისი შეთანხმება გააფორმა.
კორეული კომპანია K-Water 20 მლრდ აშშ აშშ დოლარის ოდენობის აქტივებს ფლობს. მისი წლიური ბრუნვა 1,7 მლრდ აშშ დოლარია. შექმნის მომენტიდან, 1967 წლიდან K-Water სამხრეთ კორეის წყლის რესურსებისა და ელექტროენერგიით მომარაგების სფეროებს მართავს. კომპანიის მფლობელობაშია კაშხლები, წყალმომარაგების სისტემები. ის ასევე ახორციელებს მსხვილ საერთაშორისო პროექტებს — სამხრეთ კორეის გარდა მუშაობს კოლუმბიაში, ინდოეთში, ავღანეთში, ჩინეთსა და პაკისტანში.