სეზონურ გრიპზე უფასოდ აცრის ვადა გახანგრძლივდა

© photo: Sputnik / Nikolay Khizhnyak / გადასვლა მედიაბანკშიგრიპის საწინააღმდეგო აცრა
გრიპის საწინააღმდეგო აცრა - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2022
გამოწერა
ნებისმიერ მსურველს მომსახურების მიღება ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლია.
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ვადა გახანგრძლივდა და აცრა 6 თვის ასაკიდან ყველა მსურველისთვის უფასო 10 დეკემბრის ჩათვლით იქნება, იუწყება „პირველი არხი“.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე მომსახურება დაავადების გართულების მომატებული რისკის მქონე პირებმა მიიღეს, 5 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე კი უფასო ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის გახდა შესაძლებელი. მოგვიანებით ამ ვადამ 30 ნოემბრამდე გადაიწია.
მომსახურების მიღება მსურველებს ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ.
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ 200 ათასი დოზა Sanofi Pasteur-ის წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის ერთ-ერთია.
გრიპისა და ვირუსების სეზონი: პიკი წინაა, საავადმყოფოები კი უკვე გადავსებულია>>
მიმდინარე წლის მაისში ეპიდემიოლოგებმა განაცხადეს, რომ საქართველოში გრიპის ვირუსის სეზონი გაიწელა და რაოდენობით კორონავირუსით ინფიცირებულებს გაუსწრო. გრიპის მსგავსი გავრცელება საქართველოში 2008-2009 წლების შემდეგ არ ყოფილა, აღნიშნეს ექსპერტებმა.
კორონავირუსის პანდემიის დროს რესპირატორული ვირუსების გავრცელების დინამიკა შეიცვალა. 2020 წელს გრიპი პრაქტიკულად არ ყოფილა, ვინაიდან კორონავირუსმა ის გადაფარა, შესაბამისად, მოსახლეობას ის ნაკლებად აწუხებდა. ეს დინამიკა 2021 წელსაც გაგრძელდა, წელს კი სიტუაცია შეიცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0