https://sputnik-georgia.com/20221205/gripi-virusebis-sezoni-piki-winaa-272727948.html
გრიპისა და ვირუსების სეზონი: პიკი წინაა, საავადმყოფოები კი უკვე გადავსებულია
გრიპისა და ვირუსების სეზონი: პიკი წინაა, საავადმყოფოები კი უკვე გადავსებულია
Sputnik საქართველო
სპეციალისტების პროგნოზით, ინფიცირებულების მაქსიმალური რაოდენობა საახალწლო დღესასწაულის დღეებში იქნება. 05.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-05T17:34+0400
2022-12-05T17:34+0400
2022-12-05T21:21+0400
ჯანდაცვა საქართველოში
საქართველო
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/17/265452645_0:0:3377:1901_1920x0_80_0_0_04fdadff0f74ae40646054d01e60d7fd.jpg
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. კლინიკები საქართველოში გადავსებულია სეზონური ვირუსებისა და გრიპის გამო, თუმცა მედიკოსები ინფექციური დაავადებების პიკს დეკემბრის ბოლოსა და იანვარში ელოდებიან.სპეციალისტების პროგნოზით, ინფიცირებულების მაქსიმალური რაოდენობა სწორედ ახალი წლისთვის იქნება. ქვეყანაში ძირითადად გავრცელებულია რინოვირუსები, ადენოვირუსები, ე.წ. ჰონკონგის შტამი, ანუ H3N2 ტიპის გრიპი და კორონავირუსის ქვეტიპი. ექიმების თქმით, გრიპის ვირუსი უფრო რთულად მიმდინარეობს, ვიდრე „ომიკრონი“.დაავადების პრევენციისთვის მედიკოსები მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ახსენებენ რეკომენდაციებს. ისინი მათ მოუწოდებენ, სიმპტომების დროს ატარონ პირბადე, მაქსიმალურად ეცადონ არ გავიდნენ ქუჩაში, რათა ინფექცია არ გავრცელდეს.მისი თქმით, წინ საახალწლო დღესასწაულებია, რაც ადამიანების მობილობას ყოველთვის ზრდის.საავადმყოფოებში მიმართვიანობა გაზრდილია: ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ>>ამავე დროს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მობილიზაციის შესახებ გამოაცხადა, პირველადი ჯანდაცვის სექტორმა უკვე მიიღო შესაბამისი მითითება – უმკურნალონ პაციენტებს სახლში, რადგან კლინიკებში თავისუფალი ადგილები პრაქტიკულად არ არის. რესპირატორული დაავადებების მქონე პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებს ინტენსიურად აკითხავენ.საავადმყოფოების ინფექციური განყოფილებები გადავსებულია. ერთ-ერთ საავადმყოფოს თბილისში დღეში დაახლოებით 70 ინფიცირებული აკითხავს. მათ შორის არიან ბავშვებიც.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/17/265452645_417:0:3148:2048_1920x0_80_0_0_260272f9bf16ecefaa53c34e60edd0a9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანდაცვა საქართველოში, საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში, საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება
გრიპისა და ვირუსების სეზონი: პიკი წინაა, საავადმყოფოები კი უკვე გადავსებულია
17:34 05.12.2022 (განახლებულია: 21:21 05.12.2022) სპეციალისტების პროგნოზით, ინფიცირებულების მაქსიმალური რაოდენობა საახალწლო დღესასწაულის დღეებში იქნება.
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. კლინიკები საქართველოში გადავსებულია სეზონური ვირუსებისა და გრიპის გამო, თუმცა მედიკოსები ინფექციური დაავადებების პიკს დეკემბრის ბოლოსა და იანვარში ელოდებიან.
სპეციალისტების პროგნოზით, ინფიცირებულების მაქსიმალური რაოდენობა სწორედ ახალი წლისთვის იქნება. ქვეყანაში ძირითადად გავრცელებულია რინოვირუსები, ადენოვირუსები, ე.წ. ჰონკონგის შტამი, ანუ H3N2 ტიპის გრიპი და კორონავირუსის ქვეტიპი. ექიმების თქმით, გრიპის ვირუსი უფრო რთულად მიმდინარეობს, ვიდრე „ომიკრონი“.
დაავადების პრევენციისთვის მედიკოსები მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ახსენებენ რეკომენდაციებს. ისინი მათ მოუწოდებენ, სიმპტომების დროს ატარონ პირბადე, მაქსიმალურად ეცადონ არ გავიდნენ ქუჩაში, რათა ინფექცია არ გავრცელდეს.
„ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა შექმნილი. საკმაოდ ბევრი გვყავს ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა. ჯერ კიდევ წინ არის პიკური აფეთქება, რასაც ველოდებით გრიპის მხრივ, რომელიც იქნება დეკემბრის ბოლოს“, – განაცხადა ეპიდემიოლოგმა მაია კაშიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მისი თქმით, წინ საახალწლო დღესასწაულებია, რაც ადამიანების მობილობას ყოველთვის ზრდის.
ამავე დროს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მობილიზაციის შესახებ გამოაცხადა, პირველადი ჯანდაცვის სექტორმა უკვე მიიღო შესაბამისი მითითება – უმკურნალონ პაციენტებს სახლში, რადგან კლინიკებში თავისუფალი ადგილები პრაქტიკულად არ არის. რესპირატორული დაავადებების მქონე პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებს ინტენსიურად აკითხავენ.
საავადმყოფოების ინფექციური განყოფილებები გადავსებულია. ერთ-ერთ საავადმყოფოს თბილისში დღეში დაახლოებით 70 ინფიცირებული აკითხავს. მათ შორის არიან ბავშვებიც.