სააკაშვილის მდგომარეობა სწრაფად უარესდება - კონსილიუმის დასკვნა

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2022
გამოწერა
ექიმების ჯგუფი მიიჩნევს, რომ ამჟამინდელ მკურნალობას შედეგი არ მოაქვს.
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დროს უარესდება და ამჟამად მისი მდგომარეობა ფასდება როგორც „მძიმე“, ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნაში.
სააკაშვილს ჯანმრთელობის გაუარესება 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ დაეწყო. ექს-პრეზიდენტი 12 მაისის შემდეგ სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
მანამდე ექიმების ჯგუფმა ექვსი დასკვნა შეიმუშავა. ექსპერტები კლინიკა „ვივამედში“ ბოლოს 4 და 5 დეკემბერს იმყოფებოდნენ, სადაც გასინჯეს სააკაშვილი და გაეცნენ სამედიცინო მასალებს. ვიზიტის მიზანი იყო პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობის, ჩივილებისა და სიმპტომების აღწერა და შეფასება.
ძირითად სიმპტომებს შორის დასახელდა წონაში 42 კილოგრამის დაკლება. 2021 წლის ოქტომბერში სააკაშვილი 115 კილოგრამს იწონიდა, ამჟამად კი მისი წონაა 73,6 კგ.
რატი ბრეგაძე: სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმში მოქმედებს>>
პაციენტს ასევე აღენიშნება კუნთოვანი მასის შემცირება, მოძრაობის შეზღუდვა, ენერგეტიკული გამოფიტვა, კიდურებში მგრძნობიარობის დარღვევა, ცხელება, კოგნიტური გაუარესება (მეხსიერების გაუარესება, ქცევის შეცვლა), პოსტტრავმატული სტრესული დარღვევის სინდრომი.
როგორც მედიკოსების დასკვნაშია აღნიშნული, სააკაშვილის მდგომარეობა განსაკუთრებით ბოლო ორ თვეში დამძიმდა.

„ექსპერტთა ჯგუფის პოზიციით, პაციენტის მდგომარეობა ბოლო შეფასების შემდგომ (27.04.2022) მკვეთრად გაუარესებულია და ფასდება როგორც „მძიმე“. სახეზეა ნევროლოგიური სტატუსის გაუარესება, ანემიის გაღრმავება, ანორექსია და გასტროენტერალური მოვლენები. წონის მკვეთრი და სწრაფი კლება, კუნთოვანი მასის განლევა, ცხელება. სახეზეა კახექსია, რაც თავისთავად მძიმე პროგნოზის მქონე მდგომარეობაა“, – ნათქვამია დასკვნაში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პაციენტის მდგომარეობა პროგრესულად უარესდება. წონის კლება ბოლო თვეებში აჩქარდა. მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ასეთი სისწრაფით კლებისას კრიტიკული სხეულის მასის ინდექსი მიღწეული იქნება 2-3 თვეში, რის შემდეგაც დაიწყება ორგანოთა სისტემების შეუქცევადი დაზიანება.
ამჟამინდელი მკურნალობა შედეგს არ იძლევა, მიიჩნევენ ექიმები.
„ვთვლით, რომ მოსალოდნელი შეუქცევადი ჯანმრთელობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად საჭიროა დროული და ძირეული ზომების მიღება“, – ნათქვამია დოკუმენტში.
რატი ბრეგაძე: ოპოზიცია სააკაშვილის ჯანმრთელობის მონაცემებით მანიპულირებს>>
ექს-პრეზიდენტის ინტერესთა დამცველებმა 1 დეკემბერს სასამართლოს, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართეს. სხდომა ამ საკითხზე 9 დეკემბერს დაინიშნა.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
სააკაშვილი სრულფასოვნად უნდა იკვებებოდეს - „ვივამედის“ დირექტორი>>
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0