„მზიურის“ პარკში პირველად აინთება ჩიჩილაკი

© photo: Sputnik / Stringerჩიჩილაკი
ჩიჩილაკი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2022
გამოწერა
დედაქალაქის პარკში, ლამაზი სანახაობის გარდა, ახალგაზრდებისთვის კეთილი საქმეც გაკეთდება.
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. თბილისში, „მზიურის“ პარკში ყველა მსურველს 10 დეკემბერს, 18:00 საათზე ჩიჩილაკის ანთებაზე ეპატიჟებიან.
რადგან ჩიჩილაკი „წარმოშობით“ გურიიდანაა, ამ რეგიონიდან ექვს უფროსკლასელს იწვევენ. ინიციატივის ფარგლებში კაფე „მზიური“, რომელსაც ექვსი წლის იუბილე აქვს, ამ მოსწავლეებს მთელი წლით დაუფინანსებს ინტერნეტს. ამ საქველმოქმედო აქციისთვის კაფეში თანხის შეგროვება გამოცხადდა – უნდა შეგროვდეს მინიმუმ 1.440 ლარი.
© courtesy of Cafe Mziuriკაფე „მზიური“
Кафе Мзиури в Тбилиси - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2022
კაფე „მზიური“
ყველა მსურველს შეუძლია ჩაერთოს საქველმოქმედო აქციაში „ჩართეს" საქველმოქმედო პლატფორმის მეშვეობით, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც 1 ლარით დაუფინანსოს ინტერნეტი ან კომპიუტერი რეგიონებში მცხოვრებ უფროსკლასელებს.
შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა... ანუ გილოცავთ ძველით ახალ წელს! >>
ყველა ახალი ამბავი
0