https://sputnik-georgia.com/20220114/gilocavt-zvelit-axal-wels-263581868.html
შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა... ანუ გილოცავთ ძველით ახალ წელს!
შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა... ანუ გილოცავთ ძველით ახალ წელს!
Sputnik საქართველო
მეკვლე, ჩიჩილაკი, გურული საშობაო ღვეზელი და ტრადიციული ღორის თავი – გურიაში ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციები ძალზე საინტერესო და ორიგინალურია. 14.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-14T00:02+0400
2022-01-14T00:02+0400
2022-01-14T00:02+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23441/30/234413022_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_05566d1353a65067664303df18db5229.jpg
მაშინ, როდესაც მსოფლიო წელიწადში ერთხელ ზეიმობს ახალ წელს, მას რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საქართველო, წელიწადში ორჯერ აღნიშნავს - 1 და 14 იანვარს. უცნაურია, მაგრამ წლის ყველაზე მხიარული და ჯადოსნური დღესასწაული ორი კვირის შემდეგ ისევ დგება, ბავშვები თოვლის პაპას წელიწადში ერთხელ კი არა, ორჯერ ელოდებიან და „მეორე ახალ წელსაც" მეტად გამორჩეული სახელი აქვს - ძველით ახალი წელი.საქართველოსთან ერთად ამ დღესასწაულს რამდენიმე მართლმადიდებელი ქვეყანაც ზეიმობს. ძველით ახალი წლის ტრადიცია შემორჩენილია რუსეთში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, მონტენეგრში, მოლდოვაში, უკრაინაში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში. ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციის წარმოშობა ორი კალენდარული სისტემის არსებობამ გამოიწვია, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ძველი და ახალი სისტემების ერთდროულად გამოყენებამ. იულიუსის კალენდრის მიხედვით, ახალი წელი 13 იანვრის ღამეს დგება, ხოლო გრიგორიანული სტილით ეს დღესასწაული 31 დეკემბრის ღამეს აღინიშნება.დღესდღეობით, მთელი მსოფლიო ოფიციალურად გრიგორიანულ კალენდარს ეყრდნობა, რომელიც ევროპაში 1582 წელს პაპ გრიგოლ XIII მიერ გატარებული რეფორმების შემდეგ დამკვიდრდა. საქართველოში გრიგორიანული კალენდარი 1918 წელს შემოიღეს, სხვაობამ კი ძველსა და ახალ კალენდრებს შორის 13 დღე შეადგინა. თუმცა, ამის პარალელურად, მართლადიდებლური ეკლესია დღესასწაულებს დღესაც ძვ.წ. 45 წელს დამკვიდრებული იულიუსის კალენდრის მიხედვით აღნიშნავს.14 იანვარს, ანუ ძველით ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა მხარეში სხვადასხვა რიტუალებით აღნიშნავენ, რაც საუკუნეების განმავლობაში ტრადიციად იქცა კიდეც. ძველით ახალ წელს მთელ ქვეყანაში კიდევ ერთხელ ითქმება ქვეყნისა და ღვთის სადიდებელი.ძველით ახალ წელს განსაკუთრებულად გურიასა და სამეგრელოში ხვდებიან. გურულები ახალ წელს, იგივე კალანდას ეძახიან. კალანდობას გურულები სადღესასწაულო სუფრით, ჩიჩილაკითა და აგუნას გადაძახილიით ხვდებიან. ტრადიციული გურული ოჯახი კალანდისთვის მზადებას 13 იანვარს იწყებს. წინასწარ საცეცხლედ ცხემლას შეარჩევენ და ბუხარში შეუძახებენ. ვახშმად ინდაურის საცივს ამზადებენ, ხარშავენ კარგად გასუქებული ღორის თავს, საგანგებოდ აცხობენ გურულ ღვეზელს და ტკბილ ნაზუქებს. თხილის ხისგან შეარჩევენ საჩიჩილაკე ღეროს და თლიან. გამზადებულ ჩიჩილაკს კი სუროს ფოთლებით, ჩურჩხელებითა და ტკბილეულით რთავენ.14 იანვარს მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგება, მამაკაცები ღორის თავს, ბასილას, სანოვაგით დატვირთულ საახალწლო გობს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და მარნისკენ მიეშურებიან. ოჯახის უფროსი ჩაფს ღვინით გაავსებს და ოჯახის ბედნიერებისა და კეთილდღეობის სადღეგრძლოს შესვამს.გურიაში ამბობენ, რაც არ უნდა მშრალი ზამთარი იყოს, ძველით ახალ წელს მაინც გათოვდებაო და მართლებიც არიან - 13 იანვრის ღამეს თითქმის ყოველთვის თოვს. და ასე, ჩიჩილაკებითა და აგუნას გადაძახილით შედის კალანდა გურიაში. სამეგრელოშიც, ისევე როგორც გურიაში, ახალ წელს კალანდას ეძახიან და თოფების სროლით ხვდებიან. დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი მორთული ჩიჩილაკითა და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან გარეთ გადის ახალი წლის მოსალოცად. შემდეგ ჩაატარებს საახალწლო რიტუალებს, მიუჯდება სუფრას და ოჯახის ყველა წევრს მიულოცავს. შემდეგ კი ჩიჩილაკს შემოატარებს ბოსელში, მარანში, სასიმინდეში. სამგრელოში მეკვლეობაც სწორედ ძველით ახალი წლის დილას, 14 იანვარს სრულდება. მეორე დღე ბედობა, ანუ "კუჩხა" იმავე რიტუალით იწყება, ამ დღეს სახლში აუცილებლად უნდა გესტუმროს ადამიანი, რომელსაც "კარგი ფეხი" აქვს.
https://sputnik-georgia.com/20211231/-------263288692.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23441/30/234413022_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_05409043c400faa641688e4ef0f452fb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა... ანუ გილოცავთ ძველით ახალ წელს!
მეკვლე, ჩიჩილაკი, გურული საშობაო ღვეზელი და ტრადიციული ღორის თავი – გურიაში ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციები ძალზე საინტერესო და ორიგინალურია.
მაშინ, როდესაც მსოფლიო წელიწადში ერთხელ ზეიმობს ახალ წელს, მას რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საქართველო, წელიწადში ორჯერ აღნიშნავს - 1 და 14 იანვარს. უცნაურია, მაგრამ წლის ყველაზე მხიარული და ჯადოსნური დღესასწაული ორი კვირის შემდეგ ისევ დგება, ბავშვები თოვლის პაპას წელიწადში ერთხელ კი არა, ორჯერ ელოდებიან და „მეორე ახალ წელსაც" მეტად გამორჩეული სახელი აქვს - ძველით ახალი წელი.
საქართველოსთან ერთად ამ დღესასწაულს რამდენიმე მართლმადიდებელი ქვეყანაც ზეიმობს. ძველით ახალი წლის ტრადიცია შემორჩენილია რუსეთში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, მონტენეგრში, მოლდოვაში, უკრაინაში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში.
ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციის წარმოშობა ორი კალენდარული სისტემის არსებობამ გამოიწვია, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ძველი და ახალი სისტემების ერთდროულად გამოყენებამ. იულიუსის კალენდრის მიხედვით, ახალი წელი 13 იანვრის ღამეს დგება, ხოლო გრიგორიანული სტილით ეს დღესასწაული 31 დეკემბრის ღამეს აღინიშნება.
დღესდღეობით, მთელი მსოფლიო ოფიციალურად გრიგორიანულ კალენდარს ეყრდნობა, რომელიც ევროპაში 1582 წელს პაპ გრიგოლ XIII მიერ გატარებული რეფორმების შემდეგ დამკვიდრდა. საქართველოში გრიგორიანული კალენდარი 1918 წელს შემოიღეს, სხვაობამ კი ძველსა და ახალ კალენდრებს შორის 13 დღე შეადგინა. თუმცა, ამის პარალელურად, მართლადიდებლური ეკლესია დღესასწაულებს დღესაც ძვ.წ. 45 წელს დამკვიდრებული იულიუსის კალენდრის მიხედვით აღნიშნავს.
14 იანვარს, ანუ ძველით ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა მხარეში სხვადასხვა რიტუალებით აღნიშნავენ, რაც საუკუნეების განმავლობაში ტრადიციად იქცა კიდეც. ძველით ახალ წელს მთელ ქვეყანაში კიდევ ერთხელ ითქმება ქვეყნისა და ღვთის სადიდებელი.
ძველით ახალ წელს განსაკუთრებულად გურიასა და სამეგრელოში ხვდებიან.
გურულები ახალ წელს, იგივე კალანდას ეძახიან. კალანდობას გურულები სადღესასწაულო სუფრით, ჩიჩილაკითა და აგუნას გადაძახილიით ხვდებიან. ტრადიციული გურული ოჯახი კალანდისთვის მზადებას 13 იანვარს იწყებს. წინასწარ საცეცხლედ ცხემლას შეარჩევენ და ბუხარში შეუძახებენ. ვახშმად ინდაურის საცივს ამზადებენ, ხარშავენ კარგად გასუქებული ღორის თავს, საგანგებოდ აცხობენ გურულ ღვეზელს და ტკბილ ნაზუქებს. თხილის ხისგან შეარჩევენ საჩიჩილაკე ღეროს და თლიან. გამზადებულ ჩიჩილაკს კი სუროს ფოთლებით, ჩურჩხელებითა და ტკბილეულით რთავენ.
14 იანვარს მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგება, მამაკაცები ღორის თავს, ბასილას, სანოვაგით დატვირთულ საახალწლო გობს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და მარნისკენ მიეშურებიან. ოჯახის უფროსი ჩაფს ღვინით გაავსებს და ოჯახის ბედნიერებისა და კეთილდღეობის სადღეგრძლოს შესვამს.
გურიაში ამბობენ, რაც არ უნდა მშრალი ზამთარი იყოს, ძველით ახალ წელს მაინც გათოვდებაო და მართლებიც არიან - 13 იანვრის ღამეს თითქმის ყოველთვის თოვს. და ასე, ჩიჩილაკებითა და აგუნას გადაძახილით შედის კალანდა გურიაში.
სამეგრელოშიც, ისევე როგორც გურიაში, ახალ წელს კალანდას ეძახიან და თოფების სროლით ხვდებიან. დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი მორთული ჩიჩილაკითა და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან გარეთ გადის ახალი წლის მოსალოცად. შემდეგ ჩაატარებს საახალწლო რიტუალებს, მიუჯდება სუფრას და ოჯახის ყველა წევრს მიულოცავს. შემდეგ კი ჩიჩილაკს შემოატარებს ბოსელში, მარანში, სასიმინდეში. სამგრელოში მეკვლეობაც სწორედ ძველით ახალი წლის დილას, 14 იანვარს სრულდება. მეორე დღე ბედობა, ანუ "კუჩხა" იმავე რიტუალით იწყება, ამ დღეს სახლში აუცილებლად უნდა გესტუმროს ადამიანი, რომელსაც "კარგი ფეხი" აქვს.