გენერალური პროკურორი: ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული დანაშაული მეორდება

© The Prosecution Service of Georgiaირაკლი შოთაძე
ირაკლი შოთაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2022
გამოწერა
ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის პირობებში, განაცხადა გენერალურმა პროკურორმა
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული დანაშაულის პრობლემას რეციდივი წარმოადგენს, განაცხადა გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენისას.
ოჯახური ძალადობა საქართველოში ყველაზე ხშირი დანაშაულის სამეულში შედის - ქურდობისა და ნარკოდანაშაულის შემდეგ ის მესამე ადგილზეა.
„ამ დანაშაულის სირთულე არის ის, რომ ხშირად არის რეციდივის შემთხვევები და სამწუხაროდ პრაქტიკაში ვხედავთ, რომ დანაშაული რიგ შემთხვევებში იწყება ჩვეულებრივი ძალადობით, თუმცა, საბოლოოდ რეციდივის დამძიმების სპეციფიკა ახასიათებს და მთავრდება ქალთა მკვლელობებით“, - აღნიშნა შოთაძემ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ მსგავსი დანაშაულების პრევენცია ძალზედ რთულია დამნაშავესა და მსხვერპლს შორის მჭიდრო კავშირის გამო და მსგავს დანაშაულებთან ბრძოლა მხოლოდ კომპლექსურად არის შესაძლებელი.
„ამ დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად, უმნიშვნელოვანესია ყველას ჩართულობა, მათ შორის სხვა სახელმწიფო უწყებების, საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, საზოგადოების რიგითი წევრების“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.
ძალადობა ბავშვებზე თბილისში: პროკურატურამ განცხადება გაავრცელა >>
მისი თქმით, ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის პირობებში.
2022 წლის 1 იანვრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში ოჯახური ძალადობის 3,3 ათასი ფაქტი დაფიქსირდა. გახსნილია მხოლოდ 85,8%. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 11 ადამიანი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0