https://sputnik-georgia.com/20221119/zaladoba-bavsvebze-tbilissi-prokuraturam-gancxadeba-gaavrcela-272313594.html
ძალადობა ბავშვებზე თბილისში: პროკურატურამ განცხადება გაავრცელა
ძალადობა ბავშვებზე თბილისში: პროკურატურამ განცხადება გაავრცელა
Sputnik საქართველო
მამაკაცს „ოჯახური ძალადობაში“ ბრალი ცოლის და შვილების ჩვენებების საფუძველზე წაუყენეს 19.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-19T23:41+0400
2022-11-19T23:41+0400
2022-11-20T18:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_0:70:1000:633_1920x0_80_0_0_0470d9de5bdc919c6eab16361b92617b.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეს შვილების ცემის ფაქტის ოთხ ეპიზოდზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, იუწყება გენერალური პროკურატურა.კერძოდ, ბრალი წარდგენილის სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძალადობა ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ).„გვსურს გამოვეხმაუროთ ოჯახური ძალადობის ფაქტზე გავრცელებულ ინფორმაციას და განვმარტოთ, რომ საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.გამოძიების მონაცემებით, მამაკაცი არასრუწლოვანი შვილების მიმართ ძალადობას ახორციელებდა, რა დროსაც მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.გარდა ამისა, პროკურატურა ეხმაურება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც ჩანს, როგორ სცემს ქალი საკუთარ შვილს.ვინ ძალადობდა ბავშვებზე - ვრცელდება შოკისმომგვრელი კადრები >>შსს-ში სისხლის სამართლის საქმის გამოძიება გრძელდება.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების მამამ, ვიტალი სოლოვიოვმა საქართველო უკვე დატოვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_32:0:968:702_1920x0_80_0_0_ad09df4b7ef7324fc69073f52ed5edf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ძალადობა ბავშვებზე თბილისში: პროკურატურამ განცხადება გაავრცელა
23:41 19.11.2022 (განახლებულია: 18:54 20.11.2022) მამაკაცს „ოჯახური ძალადობაში“ ბრალი ცოლის და შვილების ჩვენებების საფუძველზე წაუყენეს
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეს შვილების ცემის ფაქტის ოთხ ეპიზოდზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, იუწყება გენერალური პროკურატურა.
კერძოდ, ბრალი წარდგენილის სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძალადობა ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ).
„გვსურს გამოვეხმაუროთ ოჯახური ძალადობის ფაქტზე გავრცელებულ ინფორმაციას და განვმარტოთ, რომ საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
გამოძიების მონაცემებით, მამაკაცი არასრუწლოვანი შვილების მიმართ ძალადობას ახორციელებდა, რა დროსაც მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
გარდა ამისა, პროკურატურა ეხმაურება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც ჩანს, როგორ სცემს ქალი საკუთარ შვილს.
„ფაქტი ჩადენილია უცხო ქვეყანაში, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ასევე უცხო ქვეყნის არასრულწლოვანი მოქალაქის მიმართ, რაზეც არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლებრივი იურისდიქცია“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შსს-ში სისხლის სამართლის საქმის გამოძიება გრძელდება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების მამამ, ვიტალი სოლოვიოვმა საქართველო უკვე დატოვა.