კურორტების პრივატიზაცია - ეკონომიკის სამინისტრომ 50 ობიექტი შეარჩია

© photo: Sputnik / Stringerკურორტი საირმე
კურორტი საირმე - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
გამოწერა
მინისტრის თქმით, შესწავლილ იქნა როგორც არსებული კურორტების მდგომარეობა, ისე პოტენციური, პერსპექტიული კურორტების განვითარების შესაძლებლობები.
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ბიზნესისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 50-მდე საკურორტო ობიექტის პრივატიზების პაკეტის შეთავაზებას უახლოეს მომავალში გეგმავს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ორშაბათს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 300 კლიმატური, ბალნეოლოგიური კურორტი და დიდი პოტენციალის მქონე საკურორტო ადგილია, რომელთა დიდი ნაწილი არ ფუნქციონირებს და ამიტომ მათი გასაყიდად გატანა უპრიანი იქნება.

„დღეისათვის შეფასებული და მომზადებულია დაახლოებით 50 ლოკაცია, რომლებიც, ჩვენი აზრით, ინვესტორებისთვის საინტერესო იქნება... უახლოეს პერიოდში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ბიზნესთან აქტიურ კომუნიკაციას დავიწყებთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, საუბარია სხვადასხვა მიმართულების ლოკაციებზე – ბალნეოლოგიურ ან სხვა მიზიდულობის მქონე კურორტებზე.
კურორტები საქართველოში გაიყიდება - პრემიერის განცხადება>>>
მინისტრის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს კურორტების განვითარების სააგენტოს თანამშრომელთა გუნდი რამდენიმე თვეა მუშაობს ქვეყნის მასშტაბით არსებული კურორტების შესასწავლად. ისინი იმყოფებოდნენ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, იმუშავეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან, ასევე ტურიზმში ჩართულ პირებთან.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, შესწავლილ იქნა როგორც არსებული კურორტების მდგომარეობა, ისე პოტენციური, პერსპექტიული კურორტების განვითარების შესაძლებლობები.
გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტრო გენგეგმის შემუშავების მიზნით უფრო ფართო მიმართულებებით იმუშავებს, რათა ეს საკურორტო ადგილები თუ კურორტები სწორი გეგმის შესაბამისად განვითარდეს, არ მოხდეს მათი ქაოსური განვითარება.
ყველა ახალი ამბავი
0