კურორტები საქართველოში გაიყიდება - პრემიერის განცხადება

© Agency of State Propertyსანატორიუმი „იმერეთი" წყალტუბოში
სანატორიუმი „იმერეთი წყალტუბოში - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2022
გამოწერა
საქართველოში დაახლოებით 300 კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია, რომელთა დიდი ნაწილი არ ფუნქციონირებს, განაცხადა ღარიბაშვილმა.
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა გეგმავს იმ კურორტების გაყიდვას, რომლებიც არ ფუნქციონირებს, მათ შორის, ბალნეოლოგიური კურორტების, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, შეისწავლეს 100-ზე მეტი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტის არსებული მდგომარეობა, პოტენციალი და შეიმუშავეს მათი განვითარების გეგმები.

„სულ ჯამში საქართველოში 300-მდე კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი და საკურორტო ადგილი გვაქვს, რომელთა დიდი ნაწილი უბრალოდ არ ფუნქციონირებს. ეს დიდი პოტენციალია... უნდა გამოვიტანოთ გასაყიდად აღნიშნული კურორტები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, უახლოეს მომავალში კურორტების განვითარების უფრო დეტალური პრეზენტაცია იგეგმება.
გამოცხადდა აუქციონი კიდევ ერთ მიტოვებულ სანატორიუმზე წყალტუბოში>>
ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში იგეგმება ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილების აღდგენა – ბორჯომი, ბაკურიანი, ყაზბეგი, მესტია, წყალტუბო, ბათუმი, ქუთაისი, მცხეთა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0