გამოცხადდა აუქციონი კიდევ ერთ მიტოვებულ სანატორიუმზე წყალტუბოში

© Agency of State Propertyსანატორი „იმერეთი“ წყალტუბოში
სანატორი „იმერეთი“ წყალტუბოში - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2022
გამოწერა
საწყისი ფასი 3.114 ათასი ლარია, აუქციონი კი 16 სექტემბერს 17:00 საათზე დასრულდება.
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული მიტოვებული სანატორიუმის სამი შენობის გაყიდვაზე ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.
საწყისი ფასი 3.114 ათასი ლარია, აუქციონი კი 16 სექტემბერს, 17:00 საათზე დასრულდება. მყიდველმა თანხა 2022 წლის 16 ნოემბრამდე უნდა გადაიხადოს.
© Agency of State Propertyსანატორი „იმერეთი“ წყალტუბოში
Санаторий Имерети в Цхалтубо - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2022
სანატორი „იმერეთი“ წყალტუბოში
სულ იყიდება სამი შენობა, რომელთა საერთო ფართობი 41,15 ათასი კვადრატული მეტრია.
აუქციონის პირობების მიხედვით, ახალმა მფლობელმა 9 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და სასტუმროში ხუთი წლის განმავლობაში მინიმუმ 80 ნომერი უნდა მოაწყოს.
© Agency of State Propertyსანატორი „იმერეთი“ წყალტუბოში
Санаторий Имерети в Цхалтубо - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2022
სანატორი „იმერეთი“ წყალტუბოში
საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული წყალტუბოს უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტის აღდგენისა და განვითარების გენერალური გეგმა „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ ითვალისწინებს კერძო კომპანიების ინვესტიციების მოზიდვას მინიმუმ 500 მილიონი ლარის ჯამური ოდენობით.
კურორტი წყალტუბო ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ცნობილია თავისი თერმულ-რადონული მინერალური წყლებით. რადონოთერაპია გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის დაავადებების, გინეკოლოგიური დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დაავადებების სამკურნალოდ.
ყველა ახალი ამბავი
0