არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია წელსაც გაიცემა

© photo: Sputnik / Stringerმანდარინი
მანდარინი - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2022
გამოწერა
საქართველოდან მანდარინი ძირითადად რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაში გადის.
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. საექსპორტო მანდარინს წელს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს, ხოლო არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაიცემა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ღარიბაშვილის ინფორმაციით, წელს 45 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალია მოსალოდნელი.

„ჩვენ საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტ ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში მივიღებთ, ხოლო არასტანდარტულ მანდარინზე გავცემთ სუბსიდიას, რაც კარგი შეღავათი იქნება ჩვენი ფერმერებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ციტრუსების მოსავლის აღების პროცესის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით აჭარაში უკვე შეიქმნა ოპერატიული საკოორდინაციო საბჭო, რომლის მიზანია ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობა, ასევე არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების უზრუნველყოფა.
შტაბი თებერვლამდე იმუშავებს. იმუშავებს „ცხელი ხაზიც“, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება. გარდა არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციისა, შტაბი უწყვეტ რეჟიმში იქნება ჩართული სტანდარტული მანდარინის რეალიზაციის პროცესის მიმდინარეობაში.
ციტრუსის მოსავლის ძირითადი ნაწილი, დაახლოებით 25-30 ათასი ტონა ექსპორტზე გავა.
გასულ წელს საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 40 ათას ტონამდე მანდარინი, აქედან თითქმის 40% – რუსეთში.
ყველა ახალი ამბავი
0