https://sputnik-georgia.com/20221205/sasjelarsrulebis-dawesebulebebsi-yvela-saxis-paemani-ufaso-gaxdeba-272738786.html
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ყველა სახის პაემანი უფასო გახდება
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ყველა სახის პაემანი უფასო გახდება
Sputnik საქართველო
ცვლილებების მიხედვით, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისა, ყველას მიენიჭება უმაღლესი განათლების მიღების უფლება. 05.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-05T20:02+0400
2022-12-05T20:02+0400
2022-12-05T22:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
სოციალური სფერო საქართველოში
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23903/06/239030658_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_54370e0e95a1ed6d8ab3ee545a51df17.jpg
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. ახალი პენიტენციური კოდექსის თანახმად, ციხეში ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო გახდება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.როგორც მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისი უწყებების ჩართულობით მოამზადა ახალი პენიტენციური კოდექსის პროექტი, რომელიც პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება.ცვლილებების მიხედვით, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისა, ყველას მიენიჭება უმაღლესი განათლების მიღების უფლება და პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი" ხელმისაწვდომი გახდება მსჯავრდებულთა ფართო მასებისთვის.ასევე გაიზრდება სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა; გათანაბრდება მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა საცხოვრებელი პირობებიც.ბრეგაძის განცხადებით, გაუმჯობესდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა შრომითი პირობებიც და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივი მდგომარეობა გადავა უფრო მაღალ ხარისხში.პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თანამშრომელთა პირობებს გაათანაბრებს და გააუმჯობესებს. გაფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე და ყველა მოსამსახურე, თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებს წელთა ნამსახურობის დანამატს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23903/06/239030658_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_891befb5baf8e85d9b195d820216b8d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , სოციალური სფერო საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , სოციალური სფერო საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ყველა სახის პაემანი უფასო გახდება
20:02 05.12.2022 (განახლებულია: 22:05 05.12.2022) ცვლილებების მიხედვით, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისა, ყველას მიენიჭება უმაღლესი განათლების მიღების უფლება.
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. ახალი პენიტენციური კოდექსის თანახმად, ციხეში ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო გახდება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.
როგორც მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისი უწყებების ჩართულობით მოამზადა ახალი პენიტენციური კოდექსის პროექტი, რომელიც პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება.
„ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომელიც აქამდე არ ჰქონდა. ასევე ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო. დღეს, მაგალითად, 60 ლარის გადახდა უწევთ სრულწლოვნებს, არასრულწლოვნებს კი 30-ის. შესაბამისად, ეს იქნება საკმაოდ დიდი შეღავათი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის“, – განაცხადა ბრეგაძემ.
ცვლილებების მიხედვით, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისა, ყველას მიენიჭება უმაღლესი განათლების მიღების უფლება და პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი" ხელმისაწვდომი გახდება მსჯავრდებულთა ფართო მასებისთვის.
ასევე გაიზრდება სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა; გათანაბრდება მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა საცხოვრებელი პირობებიც.
ბრეგაძის განცხადებით, გაუმჯობესდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა შრომითი პირობებიც და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივი მდგომარეობა გადავა უფრო მაღალ ხარისხში.
პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თანამშრომელთა პირობებს გაათანაბრებს და გააუმჯობესებს. გაფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე და ყველა მოსამსახურე, თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებს წელთა ნამსახურობის დანამატს.