https://sputnik-georgia.com/20221205/cixis-tanamsromlebistvis-seravatebi-dawesdeba-272727559.html
საქართველოს მთავრობა ციხეების თანამშრომლებისთვის შეღავათებს აწესებს
საქართველოს მთავრობა ციხეების თანამშრომლებისთვის შეღავათებს აწესებს
Sputnik საქართველო
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საკანონმდებლო ორგანო იქნება ერთსულოვანი და მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას. 05.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-05T17:12+0400
2022-12-05T17:12+0400
2022-12-05T21:17+0400
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260553563_0:217:1280:937_1920x0_80_0_0_51d0b61f464e97acfd2ded2e1c8999dd.jpg
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები მიიღებენ დანამატს წელთა ნამსახურობის მიხედვით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.როგორც პრემიერმა განაცხადა, მთავრობა მხარს დაუჭერს შესაბამის შესწორებებს კანონში, რომელიც ინიცირებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ.მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ საკანონმდებლო ორგანო ერთსულოვანი იქნება და ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს.პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლამდე პენიტენციურ სისტემაში უზარმაზარი გამოწვევები იყო.„2012 წლის შემდეგ ჩვენ რეალურად გარდატეხა შევიტანეთ ამ სისტემაში. ეს არის ორიენტირებული ადამიანის ჯანმრთელობაზე, აი, მაგალითისთვის, რომ შევადაროთ, 10 წლის წინ პატიმრები იყვნენ ერთ პატარა ოთახში გამოკეტილები, 20 კვ.მ საკანში 25-30 პატიმარი იყო შეყვანილი, წარმოიდგინეთ, ესაა წამების ტოლფასი ქმედება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.რა ვითარებაა საქართველოს ციხეებში - ახალი სტატისტიკა>>პრემიერის თქმით, დღეს პატიმრებს შეუძლიათ ყოველდღე ვარჯიში, მონაწილეობის მიღება სპორტულ ფესტივალებში, უმაღლესი განათლების მიღება დისტანციურად ციფრული პლატფორმების საშუალებით და ა.შ.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260553563_250:179:1217:904_1920x0_80_0_0_6b54d01499996c956d40916b9f72797f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს მთავრობა ციხეების თანამშრომლებისთვის შეღავათებს აწესებს
17:12 05.12.2022 (განახლებულია: 21:17 05.12.2022) პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საკანონმდებლო ორგანო იქნება ერთსულოვანი და მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას.
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები მიიღებენ დანამატს წელთა ნამსახურობის მიხედვით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
როგორც პრემიერმა განაცხადა, მთავრობა მხარს დაუჭერს შესაბამის შესწორებებს კანონში, რომელიც ინიცირებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ.
„აქ არის მთელი რიგი შეღავათები განსაზღვრული, მათ შორის, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის... მოსამსახურეები, თანამდებობრივი და წოდებრივი ნამატის გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურობის მიხედვით დანამატს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ საკანონმდებლო ორგანო ერთსულოვანი იქნება და ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლამდე პენიტენციურ სისტემაში უზარმაზარი გამოწვევები იყო.
„2012 წლის შემდეგ ჩვენ რეალურად გარდატეხა შევიტანეთ ამ სისტემაში. ეს არის ორიენტირებული ადამიანის ჯანმრთელობაზე, აი, მაგალითისთვის, რომ შევადაროთ, 10 წლის წინ პატიმრები იყვნენ ერთ პატარა ოთახში გამოკეტილები, 20 კვ.მ საკანში 25-30 პატიმარი იყო შეყვანილი, წარმოიდგინეთ, ესაა წამების ტოლფასი ქმედება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, დღეს პატიმრებს შეუძლიათ ყოველდღე ვარჯიში, მონაწილეობის მიღება სპორტულ ფესტივალებში, უმაღლესი განათლების მიღება დისტანციურად ციფრული პლატფორმების საშუალებით და ა.შ.