https://sputnik-georgia.com/20221114/ra-vitarebaa-saqartvelos-cixeebshi-axali-statistika-272150363.html
რა ვითარებაა საქართველოს ციხეებში - ახალი სტატისტიკა
რა ვითარებაა საქართველოს ციხეებში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
მსჯავრდებულთა ყველაზე დიდი ნაწილი სასჯელს იხდის რუსთავისა და გლდანის ციხეებში. 14.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-14T10:29+0400
2022-11-14T10:29+0400
2022-11-14T15:51+0400
საქართველო
საქსტატი
ადამიანის უფლებები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262007544_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_5493c101daa5dfb7d8ffbc226f33f5f1.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში, 2022 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით, 9.625 პატიმარი იმყოფებოდა, აქედან 326 - ქალია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.1 აგვისტოსთვის პატიმართა საერთო რიცხვი მოსახლეობის 0,26%-ს შეადგენდა. ამასთან 3 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდიდა.მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი 31-დან 49 წლამდე ასაკის ადამიანები არიან. საქართველოს ციხეებში ასევე 30 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ 65 პირი იმყოფება.მსჯავრდებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა რუსთავის №15 და გლდანის №17 დაწესებულებაში იმყოფება. 2022 წლის 1 აგვისტოსთვის განაჩენს ელოდებოდა 2 ათასზე მეტი პატიმარი (უმრავლესობა 31-49 წლის პირები). გარდა ამისა, განაჩენს ელოდება 17 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ 12 პირი.მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. ამასთან განსაკუთრებით მაღალი რისკის 168 პატიმარია. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.უცხოელები საქართველოს ციხეებში1 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში მოთავსებულია 46 ქვეყნის 615 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 6,4%-ს შეადგენს.საქართველოში იმ უცხოელთა მესამედი, ვინც ბრალდებულია ან სასჯელს იხდის, თურქეთის მოქალაქეა, შემდეგ მოდიან რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და უკრაინის მოქალაქეები.ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფებიციხეებში მყოფების გარდა, 21,6 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის. მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 1,1 ათასი ქალი და 61 არასრულწლოვანი.ასევე პირობით სასჯელს იხდის 316 უცხოელი 24 ქვეყნიდან, მათ შორის არიან რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, უკრაინის, აშშ-ის, კანადისა და იტალიის მოქალაქეები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262007544_0:0:1529:1147_1920x0_80_0_0_8129d922519a3e12f32330ca4753f8de.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, ადამიანის უფლებები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, ადამიანის უფლებები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
რა ვითარებაა საქართველოს ციხეებში - ახალი სტატისტიკა
10:29 14.11.2022 (განახლებულია: 15:51 14.11.2022) მსჯავრდებულთა ყველაზე დიდი ნაწილი სასჯელს იხდის რუსთავისა და გლდანის ციხეებში.
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში, 2022 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით, 9.625 პატიმარი იმყოფებოდა, აქედან 326 - ქალია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
1 აგვისტოსთვის პატიმართა საერთო რიცხვი მოსახლეობის 0,26%-ს შეადგენდა. ამასთან 3 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდიდა.
მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი 31-დან 49 წლამდე ასაკის ადამიანები არიან. საქართველოს ციხეებში ასევე 30 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ 65 პირი იმყოფება.
მსჯავრდებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა რუსთავის №15 და გლდანის №17 დაწესებულებაში იმყოფება.
2022 წლის 1 აგვისტოსთვის განაჩენს ელოდებოდა 2 ათასზე მეტი პატიმარი (უმრავლესობა 31-49 წლის პირები). გარდა ამისა, განაჩენს ელოდება 17 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ 12 პირი.
მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. ამასთან განსაკუთრებით მაღალი რისკის 168 პატიმარია. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.
უცხოელები საქართველოს ციხეებში
1 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში მოთავსებულია 46 ქვეყნის 615 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 6,4%-ს შეადგენს.
უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი მამაკაცია, თუმცა ქართულ საპატიმროებში 2 არასრულწლოვანი უცხოელი და 66 უცხოელი ქალი იმყოფება.
საქართველოში იმ უცხოელთა მესამედი, ვინც ბრალდებულია ან სასჯელს იხდის, თურქეთის მოქალაქეა, შემდეგ მოდიან რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და უკრაინის მოქალაქეები.
ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფები
ციხეებში მყოფების გარდა, 21,6 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის. მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 1,1 ათასი ქალი და 61 არასრულწლოვანი.
ასევე პირობით სასჯელს იხდის 316 უცხოელი 24 ქვეყნიდან, მათ შორის არიან რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, უკრაინის, აშშ-ის, კანადისა და იტალიის მოქალაქეები.