https://sputnik-georgia.com/20221130/cxenkelma-ataswleulis-inovaciis-gamarjvebulebi-daajildova-272597297.html
განათლების მინისტრმა „ათასწლეულის ინოვაციის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა
განათლების მინისტრმა „ათასწლეულის ინოვაციის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა
Sputnik საქართველო
„ათასწლეულის ინოვაციის“ კონკურსის მთავარი პრიზი აშშ-ში NASA-ს საზაფხულო ბანაკში გამგზავრებაა. 30.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-30T17:26+0400
2022-11-30T17:26+0400
2022-11-30T21:23+0400
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/1e/272591572_0:42:801:492_1920x0_80_0_0_53f38a22a2fc7317e8612e7e8d7d70ca.jpg
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 2022 წლის კონკურსი „ათასწლეულის ინოვაციის“ გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა, ნათქვამია სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციაში.მინისტრის თქმით, მისთვის სასიხარულოა, რომ კონკურსის მონაწილეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და ის სულ უფრო მეტ ახალგაზრდა მეცნიერს აინტერესებს.ჩხენკელმა აღნიშნა, რომ კონკურსში მონაწილეობენ ახალგაზრდები ქვეყნის ყველა რეგიონიდან და 2014 წლიდან დღემდე მათი რაოდენობა 2,5 ათასამდე გაიზარდა.„ათასწლეულის ინოვაციის“ კონკურსი თქვენ, ახალგაზრდებს ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების შესანიშნავ შესაძლებლობას გაძლევთ“, – აღნიშნა ჩხენკელმა.მინისტრის თქმით, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაა. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ „ათასწლეულის ინოვაციის“ კონკურსის მონაწილე 12-მა გუნდმა წარმოადგინა პროექტები კოსმოსის და ავიაციის, რობოტექნიკის, მობილური ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და კვების თემატიკაზე.ქართველი მოსწავლეები NASA–ს კოსმოსურ ცენტრში და მათ მიერ შექმნილი რობოტი–ლაბორანტი>>2022 წლის „ათასწლეულის ინოვაციის“ კონკურსის მთავარი პრიზი – აშშ-ში NASA-ს საზაფხულო ბანაკში გამგზავრება მოიპოვა გუნდმა LIGGA-მ პროექტით „რადიაციის კვლევის, მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემა“. ამ პროექტის საშუალებით შესაძლებელია ოთახებსა და შენობებში რადიაციის დონის კონტროლი და მისი გავრცელების არეალის განსაზღვრა. გამარჯვებული გუნდის წევრები გაემგზავრებიან აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებენ NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში.მეორე ადგილი დაიკავა გუნდმა Firelink. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით გუნდი აშშ-ში სტენფორდის უნივერსიტეტის iD Tech ბანაკში მიიღებს მონაწილეობას.გუნდის წევრებმა შექმნეს მიკროტექნოლოგიასა და სენსორებზე დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი სადგურების ქსელი ტყის ხანძრების ადრეული მონიტორინგისთვის.მესამე ადგილზე გასული გუნდია Mad Scientist. მისი წევრები სასწავლო ვიზიტით შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში გაემგზავრებიან. Mad Scientist-ის გუნდმა შექმნა პროექტი „უნივერსალური მეგობარი სახლი“.ქართველი მოსწავლეები ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადის პრიზიორები გახდნენ>>გუნდის ერთ-ერთი წევრი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეა. სწორედ მისი გამოცდილების გათვალისწინებით გუნდმა შეიმუშავა პროექტი, რომლის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია ხმოვანი ბრძანებებით და ხმოვანი შეტყობინებებით მართოს სახლში არსებული ნებისმიერი ტექნიკა.„ათასწლეულის ინოვაციის“ 2022 წლის კონკურსში მონაწილეობდა საჯარო და კერძო სკოლების 350-ზე მეტი მოსწავლისგან შემდგარი 66 გუნდი. დამოუკიდებელი ჟიურის გადაწყვეტილებით, ფინალურ ეტაპზე გადავიდა 12 გუნდი, რომლებმაც ღონისძიების ფარგლებში წარმოადგინეს საკუთარი პროექტები საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ STEM-დარგებში.კონკურსი საქართველოში მერვედ ჩატარდა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/1e/272591572_44:0:755:533_1920x0_80_0_0_2f615feecb093fa58ecd74839b9a7aee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
განათლების მინისტრმა „ათასწლეულის ინოვაციის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა
17:26 30.11.2022 (განახლებულია: 21:23 30.11.2022) „ათასწლეულის ინოვაციის“ კონკურსის მთავარი პრიზი აშშ-ში NASA-ს საზაფხულო ბანაკში გამგზავრებაა.
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 2022 წლის კონკურსი „ათასწლეულის ინოვაციის“ გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა, ნათქვამია სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციაში.
„ძვირფასო მოსწავლეებო, გამომგონებლებო, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას! თქვენ სწორედ ის თაობა ხართ, რომელსაც უკვე დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში“, – განაცხადა ჩხენკელმა.
მინისტრის თქმით, მისთვის სასიხარულოა, რომ კონკურსის მონაწილეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და ის სულ უფრო მეტ ახალგაზრდა მეცნიერს აინტერესებს.
ჩხენკელმა აღნიშნა, რომ კონკურსში მონაწილეობენ ახალგაზრდები ქვეყნის ყველა რეგიონიდან და 2014 წლიდან დღემდე მათი რაოდენობა 2,5 ათასამდე გაიზარდა.
„ათასწლეულის ინოვაციის“ კონკურსი თქვენ, ახალგაზრდებს ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების შესანიშნავ შესაძლებლობას გაძლევთ“, – აღნიშნა ჩხენკელმა.
მინისტრის თქმით, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაა. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ „ათასწლეულის ინოვაციის“ კონკურსის მონაწილე 12-მა გუნდმა წარმოადგინა პროექტები კოსმოსის და ავიაციის, რობოტექნიკის, მობილური ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და კვების თემატიკაზე.
2022 წლის „ათასწლეულის ინოვაციის“ კონკურსის მთავარი პრიზი – აშშ-ში NASA-ს საზაფხულო ბანაკში გამგზავრება მოიპოვა გუნდმა LIGGA-მ პროექტით „რადიაციის კვლევის, მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემა“. ამ პროექტის საშუალებით შესაძლებელია ოთახებსა და შენობებში რადიაციის დონის კონტროლი და მისი გავრცელების არეალის განსაზღვრა. გამარჯვებული გუნდის წევრები გაემგზავრებიან აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებენ NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში.
მეორე ადგილი დაიკავა გუნდმა Firelink. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით გუნდი აშშ-ში სტენფორდის უნივერსიტეტის iD Tech ბანაკში მიიღებს მონაწილეობას.
გუნდის წევრებმა შექმნეს მიკროტექნოლოგიასა და სენსორებზე დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი სადგურების ქსელი ტყის ხანძრების ადრეული მონიტორინგისთვის.
მესამე ადგილზე გასული გუნდია Mad Scientist. მისი წევრები სასწავლო ვიზიტით შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში გაემგზავრებიან. Mad Scientist-ის გუნდმა შექმნა პროექტი „უნივერსალური მეგობარი სახლი“.
გუნდის ერთ-ერთი წევრი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეა. სწორედ მისი გამოცდილების გათვალისწინებით გუნდმა შეიმუშავა პროექტი, რომლის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია ხმოვანი ბრძანებებით და ხმოვანი შეტყობინებებით მართოს სახლში არსებული ნებისმიერი ტექნიკა.
„ათასწლეულის ინოვაციის“ 2022 წლის კონკურსში მონაწილეობდა საჯარო და კერძო სკოლების 350-ზე მეტი მოსწავლისგან შემდგარი 66 გუნდი. დამოუკიდებელი ჟიურის გადაწყვეტილებით, ფინალურ ეტაპზე გადავიდა 12 გუნდი, რომლებმაც ღონისძიების ფარგლებში წარმოადგინეს საკუთარი პროექტები საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ STEM-დარგებში.
კონკურსი საქართველოში მერვედ ჩატარდა.