დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 ნოემბერი

CC BY 2.0 / Aaron Hawkins / Drifting Cottonwood Fluff, Not a Starry Night Skyვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 29 ნოემბერია, სამშაბათი. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
ემოციური დღეა. შესანიშნავი დროა აქტიური დასვენების, სპორტის, სეირნობის, ურთიერთობებისთვის. გაიღვიძებს თავგადასავლების სურვილი. გეგმები შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაირღვეს, რადგან დღეს რუტინული საქმეების არანაირი განწყობა არ იქნება. მოერიდეთ კონფლიქტებს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 ნოემბერი>>
ვერძი: ვარსკვლავები გირჩევენ, დაფიქრდეთ – ყველაფერი გაწყობთ თქვენს ცხოვრებაში? იქნებ, ყოველდღიურმა რუტინამ დაგღალათ? ან, იქნებ, თქვენ ცხოვრებაში ცვლილებები მომწიფდა? ასეთ შემთხვევაში მოიკრიბეთ ძალა და გარისკეთ. ეს დღე სწორედ რომ მიესადაგება ცხოვრებაში ცვლილებების შეტანას და ეს შეიძლება იყოს როგორც გლობალური, ისე ნაკლებად მნიშვნელოვანი განახლებები. არ შეუშინდეთ ნაბიჯის გადადგმას ახლისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში რისკავთ, რომ წარსულში დიდხანს მოგიწიოთ ყოფნა.
კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: სამუშაო, ფული, სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა
კურო: წარმატებების გარანტი დღეს არის ლოზუნგი „ცოდნა ძალაა“. იფიქრეთ, როგორ აიმაღლოთ პროფესიონალიზმი, რათა კარიერულ კიბეზე წაიწიოთ წინ. შესაძლოა, სჯობს, რამე კურსი გაიაროთ, ან თვითგანათლებას მიჰყოთ ხელი, სულაც, „შეგირდად“ დაუდგეთ უფრო გამოცდილ კოლეგას. ვარსკვლავები ამბობენ, რომ რაც უფრო მეტი ცოდნა მოგემატებათ, მით მეტი კარი გაიღება თქვენ წინაშე და უფრო მეტი პერსპექტივა გაგიჩნდებათ.
ტყუპი: დღე დაუკავშირდება ინფორმაციის ძებნასა და დამუშავებას, რომელიც სხდასხვა წყაროდან წამოვა. სავარაუდოდ, ინფორმაციის ნაწილს ენციკლოპედიიდან აიღებთ, ნაწილს – სოციალური ქსელებიდან, ნაწილს კი გარშემომყოფებიდან შეიტყობთ. ასევე შეიძლება, რომ ზოგიერთი მონაკვეთი საიდუმლოდ დარჩეს ან თქვენში ბევრი კითხვის ნიშანი დაბადოს. მაგრამ ამან არ შეგაშფოთოთ – რაც უფრო მეტ ცნობას მიიღებთ, მით უკეთესი – შესანიშნავად გაერკვევით საინფორმაციო ნაკადში და იქიდან გონივრულ ნაწილს ამოარჩევთ, ხოლო უსარგებლოს სანაგვე ყუთში მოისვრით.
კირჩხიბი: ისეთი განწყობა გექნებათ, რომ ყველაფერს ზედმეტად უაპელაციოდ და უხეშადაც კი განსჯით. ეს აისახება თქვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზეც, გარშემომყოფებთან ურთიერთობებზეც. თუ ხელმძღვანელის პოზიცია გიკავიათ, მაშინ თქვენ ქვეშევრდომებს შეიძლება მხოლოდ ვუთანაგრძნოთ. დღეს თქვენთვის არ არსებობს სხვა ტონები, გარდა შავისა და თეთრისა და რადგანაც ამ ორ ფერს შორის, როგორც ჩანს, თეთრის მარაგი თითქმის არაა, სჯობს, მნიშვნელოვან საკითხებს „სათოფეზეც არ გაეკაროთ“. და, რა არის დასამალი, არც უმნიშვნელოს.
წარმოსახვა პანიკის შეტევისას - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2020
სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები
ლომი: დღეს თქვენი წარმატების გარანტი თქვენი მხარდამჭერები არიან. მარტო ჩანაფიქრის მცირე ნაწილსაც ვერ მოერევით მაშინ, როდესაც თანამოაზრეებთან ერთად გეგმის გადაჭარბებით შესრულებაც კი შეგიძლიათ. ამას გარდა, შეიძლება აღმოაჩინოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც თქვენ მიმართ ლოიალურად არიან განწყობილი და მათგან ამას ვერც კი წარმოიდგენდით. მათი რჩევებისა და მხარდაჭერის წყალობით ყველაზე რთულ საქმეებსაც კი შეიძლება თამამად შეეჭიდოთ.
ქალწული: დატვირთული და საკმაოდ ქაოსური დღე გელოდებათ, მაგრამ, ამასთან, პროდუქტიული. მოგიწევთ ორომტრიალში ჩაბმა, აქეთ–იქით სირბილი, მაგრამ შეძლებთ საქმეში თავის ყველაზე მომგებიანი მხრიდან წარმოჩენას. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ დღევანდელი დღის დამსახურებით თქვენ წინაშე ახალი პერსპექტივები გაიხსნას და ცხოვრებაში ისეთი ცვლილებები მოხდეს, რომლებიც თქვენს მდგომარეობას ბევრად გააუმჯობესებს.
სასწორი: დღეს, შეიძლება ითქვას, რომ წარმატებებს „გამოსხივებთ“. თქვენი ჰარმონიულობა და თავდაჯერებულობა ირგვლივ მყოფთა თვალწინ შეცვლის ვითარებას და თან უკეთესობისკენ. ერთადერთი, რაც დღეს არ უნდა გააკეთოთ, ეს სიმორცხვე და მოკრძალებაა. არ დამალოთ თქვენი ღირსებები, პირიქით, გამოაჩინეთ ისინი. აჩვენეთ ყველას, რა შეგიძლიათ. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ეს გარშემომყოფებს გაახარებს, ხოლო შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.
გალაქტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2018
მედლის ორი მხარე – ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება
მორიელი: დღეს ყველაზე კარგად ყოველდღიურ, მიმდინარე საქმეებს გაართმევთ თავს, მათაც შემოქმედებითად მოეკიდებით. ყველაზე უბრალო, „მიწიერ“ და ყოფით საკითხშიც კი რაღაც ამაღელვებელსა და ფერადოვანს აღმოაჩენთ და ეს თქვენს დღეს კაშკაშა ფერებით გაახალისებს. რაც შეეხება დიდ პროექტებსა და წამოწყებებს, სჯობს, თავი შეიკავოთ – დღეს თქვენი აზროვნება გლობალიზმს მოკლებულია და არაა გამორიცხული, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გამოგრჩეთ.
მშვილდოსანი: წარმატებები გელოდებათ ყველაფერში, რაც დაკავშირებულია პროფესიული დონის ამაღლებასთან და ახალ ჰორიზონტებთან. ასტროლოგები გირჩევენ, ისწავლოთ, აიმაღლოთ კვალიფიკაცია, გაიჩინოთ ახალი ჰობი ან, უბრალოდ, ისედ ადგილებს ეწვიოთ, სადაც ნამყოფი არ ხართ. დღეს გაქვთ შესაძლებლობა, რომ დარწმუნდეთ – „ცოდნა სინათლეა“. ესაა ახალი შესაძლებლობების, პერსპექტივების დრო და ასევე – ახალი საინტერესო ნაცნობობის.
თხის რქა: დროის უდიდეს ნაწილს გადაწყვეტილებების გზადაგზა მიღებას მოუნდებით. ეს კიდევ არაფერია – ვითარება ისე აეწყობა, რომ კიდევ და კიდევ სწრაფად მოქმედებები მოგიწევთ, რომ მოასწროთ საქმე, სხვაგვარად შეიძლება ხელიდან გაუშვათ მოცემული შესაძლებლობები. თუ სისწრაფეში უმაღლეს კლასს აჩვენებთ, შეძლებთ კონკურენტების ჩამოტოვებას და რა თქმა უნდა, ახვალთ უმაღლეს კვარცხლბეკზე – „ოქროს მედალიც“ გერგებათ.
გალაქტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2022
ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს გენიალური ნიშნები
მერწყული: დღეს, შესაძლებელია, დიპლომატიურმა ალღომ გიღალატოთ. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით – მისმა არარსებობამ. ამას მთელი დღე იგრძნობენ თქვენ ირგვლივ მყოფი ადამიანები. შესაძლოა, ეჭვიც კი არ გაგიჩნდეთ, რომ თქვენი მკვეთრი გამონათქვამები ვინმეს გრძნობებს ლახავს. უფრო მეტიც, რომ გითხრან კიდეც ამის შესახებ, ვერც დაიჯერებთ. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ყურადღებით უნდა იყოთ თქვენს „დანასავით ალესილ“ ენასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს თქვენს ურთიერთობებზე ცუდად აისახება.
თევზები: დღეს, უბრალოდ, იდეალური შემსრულებელი იქნებით. საკმარისია გარშემომყოფების სურვილი იგრძნოთ და მას მაშინვე შეასხამთ ხორცს. ხელმძღვანელი თევზები კი თავს ნაკლებად მყუდროდ იგრძნობთ – ეს ის დრო არაა, რომ გამოიჩინოთ ინიციატივა და შედეგზე პასუხისმგებლობა აიღოთ. ყველაზე კარგი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, ეს დღის მართლა დასვენებისთვის გამოყენებაა.
ყველა ახალი ამბავი
0