https://sputnik-georgia.com/20221128/garibashvili-azerbaijanis-ekologiis-ministrs-shexvda-272524295.html
პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის ეკოლოგიის მინისტრს შეხვდა: რაზე ისაუბრეს პოლიტიკოსებმა
პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის ეკოლოგიის მინისტრს შეხვდა: რაზე ისაუბრეს პოლიტიკოსებმა
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ეკონომიკური მიმართულებით. 28.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-28T17:50+0400
2022-11-28T17:50+0400
2022-11-28T21:32+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/1c/272516544_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_2b2d16db972f672ee532dbe66c278bac.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ მუხტარ ბაბაევთან გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილა.შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მხარეებმა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.ღარიბაშვილის თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ორ ქვეყანას შორის გამორჩეულ ურთიერთობებს უსვამს ხაზს.საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობას. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო და აზერბაიჯანი საიმედო სატრანზიტო პარტნიორები არიან, ხოლო ერთობლივი სატრანსპორტო დერეფანი სანდო სადისტრიბუციო არხებზე და გლობალურ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობას იძლევა.ბაქოში საქართველოს და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე აღნიშნეს>>>შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების სრული დატვირთვით ფუნქციონირებისა და საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობას.საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკისა და სხვა სფეროებში.აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–სექტემბერში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21,3%-ით გაიზარდა და 959,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/1c/272516544_64:0:1201:853_1920x0_80_0_0_a7ab6daf01593d84d93d3b007c784d45.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს მთავრობა
საქართველო, აზერბაიჯანი, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს მთავრობა
პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის ეკოლოგიის მინისტრს შეხვდა: რაზე ისაუბრეს პოლიტიკოსებმა
17:50 28.11.2022 (განახლებულია: 21:32 28.11.2022) შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ეკონომიკური მიმართულებით.
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ მუხტარ ბაბაევთან გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილა.
შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მხარეებმა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.
ღარიბაშვილის თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ორ ქვეყანას შორის გამორჩეულ ურთიერთობებს უსვამს ხაზს.
საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობას. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო და აზერბაიჯანი საიმედო სატრანზიტო პარტნიორები არიან, ხოლო ერთობლივი სატრანსპორტო დერეფანი სანდო სადისტრიბუციო არხებზე და გლობალურ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობას იძლევა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების სრული დატვირთვით ფუნქციონირებისა და საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობას.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკისა და სხვა სფეროებში.
აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–სექტემბერში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21,3%-ით გაიზარდა და 959,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.