საქართველოში თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი - ბოლო მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2022
გამოწერა
რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო ორ წელიწადში პირველ სამეულში ხვდებოდნენ, ახლა მეოთხე ადგილზე აღმოჩნდნენ.
თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად უცხო ქვეყნის 1111 მოქალაქე დარეგისტრირდა, რაც მთელი 2021 წლის მაჩვენებელზე 375-ით მეტია, ნათქვამია შსს-ს მასალებში.
თავშესაფრის მთხოვნელთა შორის რაოდენობით პირველ ადგილზე უკრაინის მოქალაქეები არიან. შემდეგ მოდიან ირანისა და თურქეთის მოქალაქეები. რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო ორ წელიწადში პირველ სამეულში ხვდებოდნენ, ახლა მეოთხე ადგილზე აღმოჩნდნენ.
მიმდინარე წლის სამ კვარტალში თავშესაფრისთვის საქართველოს შესაბამის სამსახურებს მიმართა უკრაინის 455 მოქალაქემ, მაშინ, როდესაც მთელი 2021 წლის განმავლობაში ასეთი სულ სამი ფაქტი დარეგისტრირდა.
დარახველიძე: საქართველოს 3 ათასზე მეტ მოქალაქეს ევროპის ქვეყნებში შესვლა შეეზღუდა >>
მეორე ადგილზეა თურქეთი – 9 თვეში დარეგისტრირდა 91466 განაცხადი, რაც 2021 წლის საერთო მაჩვენებელზე 9-ით მეტია.
მესამე ადგილზე ირანის მოქალაქეები არიან. 1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში თავშესაფარი ითხოვა ირანის 123-მა მოქალაქემ. სულ გასულ წელს მათი მხრიდან 125 განაცხადი შემოვიდა.
რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს, მათგან 85 განაცხადი შემოვიდა. ეს რიცხვი მთელი 2021 წლის მონაცემს 30-ით აღემატება.
ხუთეულში ბოლო ადგილს იკავებს ეგვიპტე. ცხრა თვეში თავშესაფარი ითხოვა ამ ქვეყნის 32-მა მოქალაქემ. 2021 წელს სულ დარეგისტრირებული იყო 35 განაცხადი.

ხელისუფლების გადაწყვეტილება

თავშესაფარზე 2022 წლის პირველ ცხრა თვეში უარი ეთქვა 589 უცხოელს.
ყველაზე მეტი უარი ეთქვა ირანის (220), იორდანიის (63), თურქეთის (59), ეგვიპტისა (45) და ერაყის (35) მოქალაქეებს.
2022 წლის სამ კვარტალში ჰუმანიტარული სტატუსი მიიღო 376-მა უცხოელმა, ხოლო ლტოლვილის სტატუსი – 20-მა.
იმ უცხოელთა შორის, რომლებმაც საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი მიიღეს, ყველაზე მეტი – 79% უკრაინის მოქალაქეა.
2022 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან სხვა ქვეყნის 127 მოქალაქე გააძევეს, მათ შორის არიან თურქეთის, აზერბაიჯანის, ირანის, ინდოეთის, იორდანიის, მოლდოვის, რუსეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და ყაზახეთის მოქალაქეები.
ყველა ახალი ამბავი
0