https://sputnik-georgia.com/20220912/saqartvelos-3000-moqalaqes-ucxoetshi-sesvla-sheezguda-270356252.html
დარახველიძე: საქართველოს 3 ათასზე მეტ მოქალაქეს ევროპის ქვეყნებში შესვლა შეეზღუდა
დარახველიძე: საქართველოს 3 ათასზე მეტ მოქალაქეს ევროპის ქვეყნებში შესვლა შეეზღუდა
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევების მიმართ კანონმდებლობა გაამკაცრა. 12.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-12T18:12+0400
2022-09-12T18:12+0400
2022-09-12T22:10+0400
საქართველო
ბელგია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/12/259695999_0:0:1552:873_1920x0_80_0_0_80c6398865e4e99bbc63e6bd583828de.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. ევროპის ქვეყნებში შესვლაზე უარი საქართველოს 3 ათასზე მეტ მოქალაქეს ეთქვა, რადგანაც მათ დოკუმენტები არ ჰქონდათ წესრიგში, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.დარახველიძემ და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ნიკოლ დე მურმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ წესებს იცავს, თუმცა არის გარკვეული გამონაკლისები – ხდება ევროპის ქვეყნებში ყოფნის ვადების დარღვევა და თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნა.„შეხვედრისას სწორედ ამ გამოწვევებზე იყო საუბარი. დავსახეთ გეგმები, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, ასევე ქალბატონ მინისტრს მივაწოდეთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გადადგმული ნაბიჯების შესახებ“, – განაცხადა დარახველიძემ.შსს-ს პოლიციის ატაშეები უკვე 19 ქვეყანაში იმყოფებიან. გარდა ამისა, საქართველოს საზღვრებსა და აეროპორტებში აქტიურად მოქმედებს გასვლის კონტროლის სისტემა, რაც გულისხმობს ევროპაში შესვლისთვის საჭირო დოკუმენტაციის საქართველოს საზღვრებზევე შემოწმებას.დარახველიძის თქმით, უკანონო მიგრაცია და თავშესაფრის მისაღებად უსაფუძვლო მიმართვა არ არის ახალი პრობლემა, რომლის წინაშე დგას საქართველოც. ბოლო რვა წელიწადში საქართველოში თავშესაფრის მიღების მსურველთა უსაფუძვლო მიმართვების რაოდენობა ათჯერ გაიზარდა.ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
ბელგია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/12/259695999_257:0:1421:873_1920x0_80_0_0_dd8b6ef3002a9da22bdde05ecba4b9e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ბელგია , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ბელგია , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
დარახველიძე: საქართველოს 3 ათასზე მეტ მოქალაქეს ევროპის ქვეყნებში შესვლა შეეზღუდა
18:12 12.09.2022 (განახლებულია: 22:10 12.09.2022) საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევების მიმართ კანონმდებლობა გაამკაცრა.
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. ევროპის ქვეყნებში შესვლაზე უარი საქართველოს 3 ათასზე მეტ მოქალაქეს ეთქვა, რადგანაც მათ დოკუმენტები არ ჰქონდათ წესრიგში, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.
დარახველიძემ და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ნიკოლ დე მურმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
„ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ ნახევარ მილიონამდე ჩვენმა მოქალაქემ ისარგებლა ამ შესაძლებლობით და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში 1,5 მლნ ვიზიტი განხორციელდა“, – განაცხადა დარახველიძემ.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ წესებს იცავს, თუმცა არის გარკვეული გამონაკლისები – ხდება ევროპის ქვეყნებში ყოფნის ვადების დარღვევა და თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნა.
„შეხვედრისას სწორედ ამ გამოწვევებზე იყო საუბარი. დავსახეთ გეგმები, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, ასევე ქალბატონ მინისტრს მივაწოდეთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გადადგმული ნაბიჯების შესახებ“, – განაცხადა დარახველიძემ.
შსს-ს პოლიციის ატაშეები უკვე 19 ქვეყანაში იმყოფებიან. გარდა ამისა, საქართველოს საზღვრებსა და აეროპორტებში აქტიურად მოქმედებს გასვლის კონტროლის სისტემა, რაც გულისხმობს ევროპაში შესვლისთვის საჭირო დოკუმენტაციის საქართველოს საზღვრებზევე შემოწმებას.
დარახველიძის თქმით, უკანონო მიგრაცია და თავშესაფრის მისაღებად უსაფუძვლო მიმართვა არ არის ახალი პრობლემა, რომლის წინაშე დგას საქართველოც. ბოლო რვა წელიწადში საქართველოში თავშესაფრის მიღების მსურველთა უსაფუძვლო მიმართვების რაოდენობა ათჯერ გაიზარდა.
„ჩვენ სრულად განვაახლეთ კანონმდებლობა და იგი ევროპულ სტანდარტებს დავუახლოვეთ, რათა საქართველომ თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ სწორი და სამართლიანი პოლიტიკა აწარმოოს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.