დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 ნოემბერი

© Pixabay / 12019ვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 27 ნოემბერია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასამთავრებლად. შესაძლოა, ყველაფერი ძალიან კარგად არ გამოგივიდეთ სიჩქარის გამო, მაგრამ მთლიანობაში შეძლებთ სიტუაციის გაკონტროლებას და მის საჭირო კალაპოტში მიმართვას. დღევანდელი დღის საიდუმლო პრაქტიკულობაშია.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 ნოემბერი>>
ვერძი: თქვენი ფიქრები დღეს გამუდმებით გადაუდებელი საქმეების ირგვლივ იტრიალებს. შესვენების დროსაც კი არ მოგშორდებათ ფიქრი იმაზე, თუ როგორ გადაჭრათ ესა თუ ის პრობლემა. ამის გამო მზად ხართ, სამსახურსა და სახლს შორის „გაიხლიჩოთ“ – სამუშაოდან ჩუმად დარეკავთ სახლში, სახლიდან – სამსახურში. თქვენი ძალისხმევა უკვალოდ არ ჩაივლის – დღევანდელი საქმიანობა საკმაოდ წარმატებული და პროდუქტიული აღმოჩნდება.
კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: სამუშაო, ფული, სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა
კურო: დღეს უზარმაზარი პოტენციალი გაგაჩნიათ. ხართ აქტიური, შემოქმედებითი განწყობითა და პრაქტიკული „ხრიკებით“ აღჭურვილი. ასეთი „კოქტეილი“, თუ მას სწორი პროპორციებით შეაზავებთ, ნებისმიერ ამოცანასთან სწრაფად და ეფექტურად გამკლავებაში დაგეხმარებათ. მოახერხებთ იმ პრობლემების ელეგანტური, დახვეწილი და გონებამახვილური გზებით გადაჭრას, რომლებზეც გარშემომყოფები დიდი ხანი იმტვრევდნენ თავს.
ტყუპი: დღეს საოცრად აქტიური ხართ და თქვენი შეჩერება შეიძლება სერიოზული პრობლემა გახდეს. ტვინი და მთელი ორგანიზმი ფორსირებულ რეჟიმში იმუშავებს, მაქსიმალურად დაიხარჯება. ამის გამო გარშემომყოფები, შესაძლოა, „შენელებული კადრივით“, მძინარე მდგომარეობაში მოგეჩვენოთ. გასაკვირი არაა, რომ მათი „გამოღვიძება“ მოგინდეთ და თან, არცთუ დელიკატური მეთოდებით.
კირჩხიბი: ვითარებები აჩქარებას გაიძულებთ. თუნდაც თქვენი სტილი არ იყოს სწრაფად მოქმედებები და გადაწყვეტილებების მიღება, დღეს ამ ახალ რიტმს მშვენივრად მიესადაგებით. აქ ჯადოსნურ გავლენას მოახდენს სიტყვა „საჭიროა“, რადგან დღეს საკუთარი მოვალეობების მიმართ ძალზე სერიოზულად იქნებით განწყობილი. ამასთან, იგრძნობთ, საჭირო ხართ და სარგებლის მოტანა შეგიძლიათ. ეს დიდი ბედნიერების შეგრძნებას მოგანიჭებთ.
პატარძალი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2018
ზოდიაქოს ნიშნები ქორწინებაში: „ვინაა შემოსაშვები ოჯახში და ვინ - არა"
ლომი: მზად ხართ მომავალზე იფიქროთ. არა იოცნებოთ და ღრუბლებში იფრინოთ, არამედ კონკრეტულად გადაწყვიტოთ, საით წახვიდეთ. თქვენი გეგმები იქნება მკაფიო, გამორჩეული დეტალებისადმი ყურადღებით, ამიტომ მათი ცხოვრებაში რეალიზება არ გართულდება. ერთადერთი „მაგრამ“ ისაა, რომ მომავალზე ფიქრისას აწმყო არ დაგავიწყდეთ, უფრო კონკრეტულად კი ირგვლივ მყოფი ადამიანები. ნუ იქნებით მათთან დამოკიდებულებაში „ბუზღუნა“ და მომაბეზერებელი, თუნდაც მოგეჩვენოთ, რომ არასწორად მოქმედებენ.
ქალწული: დღეს ყველაზე ნაკლებად აგაღელვებთ სხვისი მოსაზრებები, ყოველ შემთხვევაში, თქვენი საქციელი ამას დაადასტურებს. ხართ თავდაჯერებული, რომ რასაც აკეთებთ, ყველაფერს სწორად აკეთებთ, ხოლო გარშემომყოფები თავიანთი რჩევებით ხელს გიშლიან. არ ღირს დღეს ქალწულის „ხელში ჩავარდნა“, მაგრამ თუ მისი მოსაზრება გაინტერესებთ რამე საკითხზე, მაშინ თამამად შეგიძლიათ მიმართოთ – მისი პატივმოყვარეობა დაკმაყოფილებული იქნება.
სასწორი: შესანიშნავი დღეა მომავალზე დასაფიქრებლად. მაგრამ ჯერ აწმყოში უნდა დაასრულოთ დასამთავრებელი საქმეები, რომლებიც წინსვლაში გიშლით ხელს. ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს სახლის საქმეებს მიხედოთ, ხოლო როდესაც ირგვლივ სივრცეს მოაწესრიგებთ, შეგიძლიათ დაიწყოთ საკუთარი იდეებისა და გეგმების მოწესრიგებაც. არაფერს შეუშინდეთ. როდესაც ახალ მიზანს დაისახავთ, მიხვდებით კიდეც, როგორ განახორციელოთ ის.
ავიასანახაობა ნატახტრის ცაზე - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2018
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის იდეალური ასაკი ქორწინებისთვის
მორიელი: დღეს ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტის უამრავი გზა შეგიძლიათ მოძებნოთ, შემდეგ შეარჩიოთ რომელიმე – ყველაზე ეფექტური და მარტივი. თქვენი გონება ზუსტად, შვეიცარიული საათივით გამართულად იმუშავებს. ეს დღე, შეიძლება ითქვას, რომ იდეალურია თქვენთვის ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტის კუთხით გარდა იმ საქმეებისა, სადაც ტაქტიანი დამოკიდებულებაა საჭირო – დღეს რატომღაც „შვეიცარიული“ დიპლომატიურობით გამორჩეული ნამდვილად არ იქნებით.
მშვილდოსანი: დღეს თქვენში ნამდვილი ბუღალტერი გაიღვიძებს. შეძლებთ ნებისმიერ პრობლემაზე საღი გონებით გონებით მუშაობას და ემოციებს გვერდით გადადებთ. შესანიშნავი დღეა საოჯახო ბიუჯეტის „რევიზიისთვის“, ხარჯების დაგეგმვისა და მეტი შემოსავლის მიღებაზე დაფიქრებისთვის. სხვათა შორის, სხვა სფეროებშიც, მათ შორის, სიყვარულში, ასეთივე პრაქტიკული დამოკიდებულება გექნებათ და გრძნობების ენას მკაცრი ფაქტებისა და ციფრების ენით ჩაანაცვლებთ.
თხის რქა: დღეს თქვენთვის თითქმის შეუმჩნეველი იქნება ზღვარი სინამდვილესა და თავდაჯერებულობას შორის. ყოველ შემთხვევაში, გარშემომყოფებისთვის. თავად შეიძლება ფიქრობდეთ, რომ უბრალოდ აკეთებთ საქმეს მიზანზე გათვლით და ამასვე მოითხოვთ გვერდით მყოფი ადამიანებისგან. თუმცა გარედან თქვენი მითითებები უფრო ზედამხედველის „მათრახს“ ჰგავს, ხოლო პირდაპირობა (საბაბითა თუ საბაბის გარეშე) – დაუნდობელ კრიტიკას. ვარსკვლავები გირჩევენ, დაიოკოთ ჟინი, მგზნებარება, თორემ ბუნტამდე ბევრი არაფერი დარჩება.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2018
რა ბედი არგუნა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს განგებამ
მერწყული: დღეს ძალაგამოცლილი იქნებით, არ გექნებათ სურვილი, რომ ყურადღება საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილოთ. რომ მოინდომოთ კიდეც, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებთ ინიციატივის გამოჩენას, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, არ დაიძაბოთ. თუ ვითარება თქვენგან აქტიურ მოქმედებებს მოითხოვს, მოძებნეთ ადამიანი, ვინც არაა წინააღმდეგი, ხოტა ხანი „იხელმძღვანელოს“. თქვენთვის სასარგებლო იქნება, თუ ვინმეს ხელმძღვანელობის უფლებას მისცემთ.
თევზები: დღეს ექსპერტები გირჩევენ, რომ არასტანდარტული გზები შეარჩიოთ – საქმისადმი ჩვეულებრივი დამოკიდებულება საჭირო შედეგებს ვერ მოგცემთ. შემოქმედება – ესაა უნარი, განსხვავებულად იაზროვნოთ და ეს უნარი დღეს ყველაზე პრაქტიკულ საკითხებშიც გამოგადგებათ. მოიფიქრეთ „ეშმაკური“ სამუშაო გეგმა, გადააქციეთ ხელმძღვანელობასთან საუბარი თეატრალურ წარმოდგენად – დღეს ყველაზე საოცარი რამის გაკეთებაც შეგიძლიათ, თქვენს შემოქმედებითობას საზღვარი არ ექნება.
ყველა ახალი ამბავი
0