https://sputnik-georgia.com/20221126/dris-astroprognozi-26-noemberi-272454513.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 ნოემბერი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 ნოემბერი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 26.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-26T00:15+0400
2022-11-26T00:15+0400
2022-11-26T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23891/05/238910598_0:115:1921:1195_1920x0_80_0_0_e7e5dbe566e8904070b630f00d6049bd.jpg
დღეს 2022 წლის 26 ნოემბერია ,შაბათი. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.საკმაოდ წინააღმდეგობრივი და ემოციური დღეა. განწყობა შეიძლება არაერთხელ შეიცვალოს. ემოციებს დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ – დიდი ალბათობით, ისინი ღრმააზროვანი არ იქნება. თუ ირგვლივ მყოფებთან კამათი წარმოიშვა, აჯობებს, თუ ნეგატივზე არ გაამახვილებთ ყურადღებას და სხვა რამეზე გადაერთვებით. ასეთ შემთხვევაში პრობლემები თავისთავად გადაწყდება.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 ნოემბერი>>ვერძი: გექნებათ შესაძლებლობა, განამტკიცოთ მიღწეული პოზიციები და წინ წახვიდეთ. ხელსაყრელი დროა ნებისმიერ სფეროში მოქმედებისთვის – ბიზნესიდან და კარიერიდან დაწყებული სიყვარულამდე. გაქვთ დიდი ენერგია, რომ ჩანაფიქრი განახორციელოთ. თუ არ იმოქმედებთ, ეს თქვენი არჩევანი იქნება. ასეთ შემთხვევაში მოგიწევთ მაცდურ პერსპექტივებზე უარის თქმა.კურო: ეს დღე ადამიანებთან ურთიერთობებს დაუთმეთ. კომუნიკაბელურობის უნარი საშუალებას მოგცემთ, გააბათ ახალი ნაცნობობა. რომანტიკულიცა და საქმიანი კავშირებიც ჩვეულებრივზე ადვილად წარიმართება. შეგიძლიათ კარიერაზეც იზრუნოთ – საჭირო ადამიანების მხარდაჭერა გექნებათ, თუ სასიყვარულო პარტნიორს ეძებთ – ამის დიდი შანსი გაქვთ.ტყუპი: ერთი მხრივ, მოჭარბებულ ძალასა და ენერგიას იგრძნობთ, რისი წყალობითაც ნებისმიერ ამოცანას ადვილად გაუმკლავდებით, ხოლო მეორე მხრივ დღე იოლ გზებს არ გპირდებათ, პირიქით, სირთულეებისა და ბარიერების გადალახვა მოგიწევთ. ნერვიულობა არ ღირს, რადგან შეძლებთ საკუთარი მძლავრი პოტენციალის გამოყენებას და წარმატების მიღწევას.კირჩხიბი: დიდი შანსები გექნებათ, მაგრამ საკითხი ისაა, თუ როგორ გამოიყენებთ ამას. საქმე ისაა, რომ დღეს ენერგიული არ ხართ და არც კარგი რეაქციები გაგაჩნიათ, მოვლენები კი შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს და თქვენგან გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება გახდეს საჭირო. ამიტომ უნდა გამოფხიზლდეთ, ტონუსში იყოთ. ამ დღეს მოდუნება არ შეიძლება.ლომი: დღეს რაც შეიძლება შორს დადექით რუტინისა და ყოველდღიური ორომტრიალისგან. ექსპერიმენტების ჩატარებაც შეგიძლიათ, მაგალითად, შემოქმედებაში, კულინარიაში, ასევე შეიძლება გარდერობის განახლება, პაემნის დაგეგმვა... მთავარია, პირველი ნაბიჯი გადადგათ ცვლილებებისკენ და მოვლენები შემდეგ უკვე თვითონ მიგასწავლით გზას.ქალწული: ერთადერთი, რაც ხვალ არ უნდა გააკეთოთ, ეს მარტო ყოფნაა. მოდუნდით, გაერთეთ, როგორც ეს შესაძლებელია, იყავით ყურადღების ცენტრში და თავს ისე იგრძნობთ, როგორც თევზი წყალში. იქნებით ძალზე კომუნიკაბელური, მომხიბლავი, ნებისმიერ ადგილას გაიბრწყინებთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ეს დრო არა მხოლოდ გართობისთვის, არამედ საჭირო კონტაქტების დამყარებისთვისაც გამოიყენოთ.სასწორი: მოგეცემათ შანსი, საკუთარ თავზე გამოსცადოთ, რომ თანამშრომლობა, მხარდაჭერა, პარტნიორობა მხოლოდ ლამაზი სიტყვები არაა. მოვლენები დღეს იმგვარად შეიძლება განვითარდეს, რომ ვინმე დაგეხმაროთ, ან თქვენ ამოუდგეთ მხარში გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანს. ეს დაგაფიქრებთ იმაზე, თუ თქვენ ირგვლივ როგორი ადამიანები არიან შემოკრებილი. ასევე იფიქრებთ, თუ ვის შეიძლება ენდოთ და ვის – არა...მორიელი: დღეს რამდენადმე არაორგანიზებული იქნებით, დაგავიწყდებათ რაღაც–რაღაცები, შესაძლოა, ისე, რომ ვერც მიხვდეთ, საზღვრებიც დაარღვიოთ – სუბორდინაციის, ვინმეს მოთმინების, პირადი სივრცის და ა.შ. ნებისმიერ საქმეს კარგად გაართმევთ თავს, რომელიც შემოქმედებითი იქნება, ხოლო საქმეებში, სადაც კონკრეტიკაა საჭირო, წარმატების შანსები თითქმის არაა.მშვილდოსანი: დღეს საკუთარ ფინანსებზე მოგიწევთ ყურადღების მიქცევა. შესაძლოა, ბედი საჩუქარს გიგზავნით პრემიის ან ხელფასის მატების კუთხით, ან, სულაც, არცთუ სასიამოვნო სიახლე გელოდებათ. თქვენი ფინანსები დღეს მოულოდნელად შეიძლება გაიზარდოს, ან პირიქით – გაუარესდეს. დანაკარგებს რომ თავი აარიდოთ, არ ღირს გარისკვა და საეჭვო ფინანსურ ოპერაციებში მონაწილეობა.თხის რქა: დღეს, შესაძლოა, საკუთარი ინტერესების დაცვა მოგიწიოთ და ამის გაკეთებას უპრობლემოდ შეძლებთ. გაქვთ სხვების საკუთარ სიმართლეში დარწმუნების უნარი და ირგვლივ მყოფნი ყურადღებით მოისმენენ თქვენს არგუმენტებს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს პლუსი გამოიყენოთ მოლაპარაკებების წარმოებისა და საკუთარი იდეების ან პროექტების წარდგენისთვის.მერწყული: დღეს პრაქტიკულად, შეუძლებელია თქვენი რამეში გადარწმუნება, ასევე უაზრობაა თქვენი შეჩერების მცდელობა. თუმცა, ამას, შესაძლოა, თავისი პლუსებიც ჰქონდეს: თუ ამ სიჯიუტეს სწორ კალაპოტში მიმართავთ, მთების გადადგმა შეგიძლიათ. ხოლო თუ წვრილმანებზე დახარჯავთ ენერგიას, ემოციებით იმოქმედებთ, იმპულსური საქციელის გამო სავალალო შედეგები შეიძლება მიიღოთ.თევზები: თუ რაღაც დისკომფორტს გრძნობთ, ფიზიკური იქნება ეს თუ ემოციური, ეს აუცილებლად ცუდის ნიშანი არაა. იმის ნაცვლად, რომ იწუწუნოთ ან თანაგრძნობას დაელოდოთ სხვებისგან, ეცადეთ, სამყარო ისეთად აღიქვათ, როგორიც ის არის. ბოლომდე არ აფასებთ საკუთარ უნარს, რომ გარემოებებს მოერგოთ. დღეს ინტუიცია გამძაფრებული გექნებათ, რაც საქმიანობაში დაგეხმარებათ.
https://sputnik-georgia.com/20221109/2023-weli-zodiaqos-nisnebistvis-astrologiuri-prognozi-272049553.html
https://sputnik-georgia.com/20210820/zodiaqos-xuTi-gulcivi-niSani-252629021.html
https://sputnik-georgia.com/20210819/zodiaqos-yvelaze-erTguli-niSnebi-252622528.html
https://sputnik-georgia.com/20181011/sarZloebis-sayuradRebod-erideT-sadedamTilos-Tu-misi-zodiaqos-niSania-242433737.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23891/05/238910598_86:0:1833:1310_1920x0_80_0_0_67c3d830dafb4a352e9ca50bd5391c2e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 ნოემბერი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 26 ნოემბერია ,შაბათი. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
საკმაოდ წინააღმდეგობრივი და ემოციური დღეა. განწყობა შეიძლება არაერთხელ შეიცვალოს. ემოციებს დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ – დიდი ალბათობით, ისინი ღრმააზროვანი არ იქნება. თუ ირგვლივ მყოფებთან კამათი წარმოიშვა, აჯობებს, თუ ნეგატივზე არ გაამახვილებთ ყურადღებას და სხვა რამეზე გადაერთვებით. ასეთ შემთხვევაში პრობლემები თავისთავად გადაწყდება.
ვერძი: გექნებათ შესაძლებლობა, განამტკიცოთ მიღწეული პოზიციები და წინ წახვიდეთ. ხელსაყრელი დროა ნებისმიერ სფეროში მოქმედებისთვის – ბიზნესიდან და კარიერიდან დაწყებული სიყვარულამდე. გაქვთ დიდი ენერგია, რომ ჩანაფიქრი განახორციელოთ. თუ არ იმოქმედებთ, ეს თქვენი არჩევანი იქნება. ასეთ შემთხვევაში მოგიწევთ მაცდურ პერსპექტივებზე უარის თქმა.
კურო: ეს დღე ადამიანებთან ურთიერთობებს დაუთმეთ. კომუნიკაბელურობის უნარი საშუალებას მოგცემთ, გააბათ ახალი ნაცნობობა. რომანტიკულიცა და საქმიანი კავშირებიც ჩვეულებრივზე ადვილად წარიმართება. შეგიძლიათ კარიერაზეც იზრუნოთ – საჭირო ადამიანების მხარდაჭერა გექნებათ, თუ სასიყვარულო პარტნიორს ეძებთ – ამის დიდი შანსი გაქვთ.
ტყუპი: ერთი მხრივ, მოჭარბებულ ძალასა და ენერგიას იგრძნობთ, რისი წყალობითაც ნებისმიერ ამოცანას ადვილად გაუმკლავდებით, ხოლო მეორე მხრივ დღე იოლ გზებს არ გპირდებათ, პირიქით, სირთულეებისა და ბარიერების გადალახვა მოგიწევთ. ნერვიულობა არ ღირს, რადგან შეძლებთ საკუთარი მძლავრი პოტენციალის გამოყენებას და წარმატების მიღწევას.
კირჩხიბი: დიდი შანსები გექნებათ, მაგრამ საკითხი ისაა, თუ როგორ გამოიყენებთ ამას. საქმე ისაა, რომ დღეს ენერგიული არ ხართ და არც კარგი რეაქციები გაგაჩნიათ, მოვლენები კი შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს და თქვენგან გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება გახდეს საჭირო. ამიტომ უნდა გამოფხიზლდეთ, ტონუსში იყოთ. ამ დღეს მოდუნება არ შეიძლება.
ლომი: დღეს რაც შეიძლება შორს დადექით რუტინისა და ყოველდღიური ორომტრიალისგან. ექსპერიმენტების ჩატარებაც შეგიძლიათ, მაგალითად, შემოქმედებაში, კულინარიაში, ასევე შეიძლება გარდერობის განახლება, პაემნის დაგეგმვა... მთავარია, პირველი ნაბიჯი გადადგათ ცვლილებებისკენ და მოვლენები შემდეგ უკვე თვითონ მიგასწავლით გზას.
ქალწული: ერთადერთი, რაც ხვალ არ უნდა გააკეთოთ, ეს მარტო ყოფნაა. მოდუნდით, გაერთეთ, როგორც ეს შესაძლებელია, იყავით ყურადღების ცენტრში და თავს ისე იგრძნობთ, როგორც თევზი წყალში. იქნებით ძალზე კომუნიკაბელური, მომხიბლავი, ნებისმიერ ადგილას გაიბრწყინებთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ეს დრო არა მხოლოდ გართობისთვის, არამედ საჭირო კონტაქტების დამყარებისთვისაც გამოიყენოთ.
სასწორი: მოგეცემათ შანსი, საკუთარ თავზე გამოსცადოთ, რომ თანამშრომლობა, მხარდაჭერა, პარტნიორობა მხოლოდ ლამაზი სიტყვები არაა. მოვლენები დღეს იმგვარად შეიძლება განვითარდეს, რომ ვინმე დაგეხმაროთ, ან თქვენ ამოუდგეთ მხარში გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანს. ეს დაგაფიქრებთ იმაზე, თუ თქვენ ირგვლივ როგორი ადამიანები არიან შემოკრებილი. ასევე იფიქრებთ, თუ ვის შეიძლება ენდოთ და ვის – არა...
მორიელი: დღეს რამდენადმე არაორგანიზებული იქნებით, დაგავიწყდებათ რაღაც–რაღაცები, შესაძლოა, ისე, რომ ვერც მიხვდეთ, საზღვრებიც დაარღვიოთ – სუბორდინაციის, ვინმეს მოთმინების, პირადი სივრცის და ა.შ. ნებისმიერ საქმეს კარგად გაართმევთ თავს, რომელიც შემოქმედებითი იქნება, ხოლო საქმეებში, სადაც კონკრეტიკაა საჭირო, წარმატების შანსები თითქმის არაა.
მშვილდოსანი: დღეს საკუთარ ფინანსებზე მოგიწევთ ყურადღების მიქცევა. შესაძლოა, ბედი საჩუქარს გიგზავნით პრემიის ან ხელფასის მატების კუთხით, ან, სულაც, არცთუ სასიამოვნო სიახლე გელოდებათ. თქვენი ფინანსები დღეს მოულოდნელად შეიძლება გაიზარდოს, ან პირიქით – გაუარესდეს. დანაკარგებს რომ თავი აარიდოთ, არ ღირს გარისკვა და საეჭვო ფინანსურ ოპერაციებში მონაწილეობა.
თხის რქა: დღეს, შესაძლოა, საკუთარი ინტერესების დაცვა მოგიწიოთ და ამის გაკეთებას უპრობლემოდ შეძლებთ. გაქვთ სხვების საკუთარ სიმართლეში დარწმუნების უნარი და ირგვლივ მყოფნი ყურადღებით მოისმენენ თქვენს არგუმენტებს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს პლუსი გამოიყენოთ მოლაპარაკებების წარმოებისა და საკუთარი იდეების ან პროექტების წარდგენისთვის.
მერწყული: დღეს პრაქტიკულად, შეუძლებელია თქვენი რამეში გადარწმუნება, ასევე უაზრობაა თქვენი შეჩერების მცდელობა. თუმცა, ამას, შესაძლოა, თავისი პლუსებიც ჰქონდეს: თუ ამ სიჯიუტეს სწორ კალაპოტში მიმართავთ, მთების გადადგმა შეგიძლიათ. ხოლო თუ წვრილმანებზე დახარჯავთ ენერგიას, ემოციებით იმოქმედებთ, იმპულსური საქციელის გამო სავალალო შედეგები შეიძლება მიიღოთ.
თევზები: თუ რაღაც დისკომფორტს გრძნობთ, ფიზიკური იქნება ეს თუ ემოციური, ეს აუცილებლად ცუდის ნიშანი არაა. იმის ნაცვლად, რომ იწუწუნოთ ან თანაგრძნობას დაელოდოთ სხვებისგან, ეცადეთ, სამყარო ისეთად აღიქვათ, როგორიც ის არის. ბოლომდე არ აფასებთ საკუთარ უნარს, რომ გარემოებებს მოერგოთ. დღეს ინტუიცია გამძაფრებული გექნებათ, რაც საქმიანობაში დაგეხმარებათ.