https://sputnik-georgia.com/20221125/riyis-doqebi-seizleba-kvlav-gasayidad-gamoitanon-272473717.html
„რიყის დოქები“ შეიძლება ისევ გასაყიდად გამოიტანონ
„რიყის დოქები“ შეიძლება ისევ გასაყიდად გამოიტანონ
Sputnik საქართველო
ობიექტის მფლობელი საკუთრების 50%-ის გაყიდვას აპირებს 20-პროცენტიანი ფასდაკლებით. 25.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-25T20:24+0400
2022-11-25T20:24+0400
2022-11-25T22:32+0400
თბილისი დღეს
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/18/262331857_0:323:3067:2048_1920x0_80_0_0_00848652ed389671c885c59ab5a30ab2.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ბიზნესმენი დავით ხიდაშელი საქართველოში თავისი ოჯახის ქონების გაყიდვას აპირებს, მათ შორის, ცნობილი „რიყის დოქების“.ხიდაშელმა თბილისში „რიყის დოქები“ 2022 წლის მარტში 10,02 მილიონ ლარად შეიძინა.ხიდაშელმა აღნიშნა, რომ თავად აპირებს ქონების დაცვას, მათ შორის, რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების თავდასხმებისგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მასთან გარიგების შედეგად სახელმწიფომ ორი მილიონი ლარი დაკარგა.„საზოგადოებისთვის ნათლად რომ გამოჩნდეს, რომ ეს ცრუმქადაგებელნი ვერც ვერავის დამშინებლები და ვერც ვერაფრის გამკეთებელნი არიან, მე ვურჩიე ჩემს ოჯახს, გამოაცხადონ ტენდერი 2022 წლის 31 დეკემბრამდე, რათა ყველა კვალიფიციურ მსურველს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს იმ ქონების 50%-იანი წილი, რომელიც ჩემმა ოჯახმა შეიძინა – იქნება „დოქები“ თუ სანადირო მეურნეობის ლიცენზია რაჭაში“, – განაცხადა ხიდაშელმა.მცდელობა ნომერი შვიდი: „რიყის დოქები“ გაიყიდა>>აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიას სახელმწიფოს წინაშე აქვს ვალდებულება, 36 თვის ვადაში ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმები, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოაწყოს, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.ობიექტის საერთო ფართობი მიწის ნაკვეთთან ერთად 14.591 კვადრატული მეტრია.კომპლექსი რიყის პარკში ცილინდრული ფორმის ორ გიგანტურ ნაგებობას წარმოადგენს. ფორმის გამო თბილისელები მათ „ტრუბებს" ან „დოქებს" უწოდებენ. საქართველოს მთავრობა „რიყის დოქებში“ მასშტაბური სამუზეუმო სივრცის, მათ შორის ქართული ღვინის მუზეუმის შექმნას გეგმავდა.რას გეგმავს „რიყის დოქების“ მყიდველი კომპანია Global Victory Trust?>>თავის დროზე პროექტი 75 მილიონი ლარი დაჯდა. უჩვეულო შენობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატრონაჟით შენდებოდა და ორგანულად უნდა ჩაწერილიყო ახლოს მდებარე იუსტიციის სახლისა და მშვიდობის ხიდის კომპოზიციაში.თუმცა ბევრი საზოგადო მოღვაწე მიიჩნევს, რომ ფუტურისტული შენობა მეტისმეტად დიდი და უხეშია და არანაირად არ ჯდება ძველი ქალაქის პანორამაში.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/18/262331857_81:266:2458:2048_1920x0_80_0_0_ae02d9a01fe740b94178b97763657884.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
თბილისი დღეს, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
„რიყის დოქები“ შეიძლება ისევ გასაყიდად გამოიტანონ
20:24 25.11.2022 (განახლებულია: 22:32 25.11.2022) ობიექტის მფლობელი საკუთრების 50%-ის გაყიდვას აპირებს 20-პროცენტიანი ფასდაკლებით.
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ბიზნესმენი დავით ხიდაშელი საქართველოში თავისი ოჯახის ქონების გაყიდვას აპირებს, მათ შორის, ცნობილი „რიყის დოქების“.
ხიდაშელმა თბილისში „რიყის დოქები“ 2022 წლის მარტში 10,02 მილიონ ლარად შეიძინა.
„რადგან კანონმდებლობა, მთავრობა ამდენად უსუსური და დაუცველია, ღია ტენდერებში გამარჯვებულს თავისი თავი ვერ დაუცავს უსაფუძვლო თავდასხმებისა და სიყალბისგან“, – ნათქვამია ბიზნესმენის განცხადებაში.
ხიდაშელმა აღნიშნა, რომ თავად აპირებს ქონების დაცვას, მათ შორის, რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების თავდასხმებისგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მასთან გარიგების შედეგად სახელმწიფომ ორი მილიონი ლარი დაკარგა.
„საზოგადოებისთვის ნათლად რომ გამოჩნდეს, რომ ეს ცრუმქადაგებელნი ვერც ვერავის დამშინებლები და ვერც ვერაფრის გამკეთებელნი არიან, მე ვურჩიე ჩემს ოჯახს, გამოაცხადონ ტენდერი 2022 წლის 31 დეკემბრამდე, რათა ყველა კვალიფიციურ მსურველს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს იმ ქონების 50%-იანი წილი, რომელიც ჩემმა ოჯახმა შეიძინა – იქნება „დოქები“ თუ სანადირო მეურნეობის ლიცენზია რაჭაში“, – განაცხადა ხიდაშელმა.
აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიას სახელმწიფოს წინაშე აქვს ვალდებულება, 36 თვის ვადაში ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმები, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოაწყოს, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
ობიექტის საერთო ფართობი მიწის ნაკვეთთან ერთად 14.591 კვადრატული მეტრია.
კომპლექსი რიყის პარკში ცილინდრული ფორმის ორ გიგანტურ ნაგებობას წარმოადგენს. ფორმის გამო თბილისელები მათ „ტრუბებს" ან „დოქებს" უწოდებენ. საქართველოს მთავრობა „რიყის დოქებში“ მასშტაბური სამუზეუმო სივრცის, მათ შორის ქართული ღვინის მუზეუმის შექმნას გეგმავდა.
თავის დროზე პროექტი 75 მილიონი ლარი დაჯდა. უჩვეულო შენობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატრონაჟით შენდებოდა და ორგანულად უნდა ჩაწერილიყო ახლოს მდებარე იუსტიციის სახლისა და მშვიდობის ხიდის კომპოზიციაში.
თუმცა ბევრი საზოგადო მოღვაწე მიიჩნევს, რომ ფუტურისტული შენობა მეტისმეტად დიდი და უხეშია და არანაირად არ ჯდება ძველი ქალაქის პანორამაში.