რას გეგმავს „რიყის დოქების“ მყიდველი კომპანია Global Victory Trust?

© Sputnik / Alexander Imedashviliრიყის პარკი
რიყის პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2022
გამოწერა
ინვესტორი ვალდებულია სამი წლის განმავლობაში 20 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელოს და ობიექტის პროფილი 10 წლის განმავლობაში შეინარჩუნოს.
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. კომპანია Global Victory Trust-ი, რომელმაც თბილისის ისტორიულ უბანში ე.წ. „რიყის დოქები“ შეიძინა, ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმების შექმნას გეგმავს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ე.წ. რიყის დოქები მეშვიდე მცდელობაზე აუქციონის წესით 10.020.000 ლარად გაიყიდა. კომპლექსი რიყის პარკში ცილინდრული ფორმის ორ გიგანტურ ნაგებობას წარმოადგენს. ფორმის გამო თბილისელები მათ „ტრუბებს" ან „დოქებს" უწოდებენ.
აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიას სახელმწიფოს წინაშე აქვს ვალდებულება, 36 თვის ვადაში ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმები, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოაწყოს, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
„ე.წ. რიყის დოქებში განთავსდება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზები, IT აქსელერაციისა და ხელშეწყობის სივრცეები, ვირტუალური ტექნოლოგიური ტურისტული და საგამოფენო დარბაზები, ვირტუალური და ფიზიკური ივენთ-ჰოლები, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება სხვადასხვა პროექტი, განთავსდება ღვინის საერთაშორისო კონსორციუმი და გონიერი ქალაქების უზრუნველყოფის ცენტრი“, – აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.
„დოქები“ რიყეზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2022
მცდელობა ნომერი შვიდი: „რიყის დოქები“ გაიყიდა
საქართველოს მთავრობამ ე.წ. რიყის დოქების გაყიდვა აქამდე ექვსჯერ სცადა, თუმცა უშედეგოდ. პირველად აუქციონი 2020 წლის 5 თებერვალს გამოცხადდა. მაშინ მილის ფორმის ორი გიგანტური ნაგებობა 95 მილიონ ლარად იყო შეფასებული. ბოლო აუქციონი მიმდინარე წლის 22 თებერვალს გაიმართა. მაშინ ობიექტი 10 მილიონ ლარად იყო შეფასებული.
ობიექტის საერთო ფართობი მიწის ნაკვეთთან ერთად 14.591 კვადრატული მეტრია.
თავის დროზე პროექტი 75 მილიონი ლარი დაჯდა. უჩვეულო შენობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატრონაჟით შენდებოდა და ორგანულად უნდა ჩაწერილიყო ახლოს მდებარე იუსტიციის სახლისა და მშვიდობის ხიდის კომპოზიციაში. თუმცა ბევრი საზოგადო მოღვაწე მიიჩნევს, რომ ფუტურისტული შენობა მეტისმეტად დიდი და უხეშია და არანაირად არ ჯდება ძველი ქალაქის პანორამაში.
ყველა ახალი ამბავი
0