https://sputnik-georgia.com/20220324/mcdeloba-nomer-svidi-riyis-doqebi-gaiyida-265478557.html
მცდელობა ნომერი შვიდი: „რიყის დოქები“ გაიყიდა
მცდელობა ნომერი შვიდი: „რიყის დოქები“ გაიყიდა
Sputnik საქართველო
„რიყის დოქებში“ მასშტაბური სამუზეუმო სივრცის, მათ შორის ქართული ღვინის მუზეუმის შექმნა იგეგმება.
2022-03-24T19:48+0400
2022-03-24T19:48+0400
2022-03-24T23:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/07/262674491_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_157563d4cf95393ecf81abe6838c43a0.jpg
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. ე.წ. რიყის დოქები მეშვიდე მცდელობაზე აუქციონის წესით გაიყიდა. ინფორმაცია ელექტრონული აუქციონების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.კომპლექსი რიყის პარკში ცილინდრული ფორმის ორ გიგანტურ ნაგებობას წარმოადგენს. ფორმის გამო თბილისელები მათ „ტრუბებს" ან „დოქებს" უწოდებენ. საქართველოს მთავრობა „რიყის დოქებში“ მასშტაბური სამუზეუმო სივრცის, მათ შორის ქართული ღვინის მუზეუმის შექმნას გეგმავს.ინვესტორი ვალდებულია სამი წლის განმავლობაში 20 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელოს და ღვინის, ციფრული ხელოვნების, ტექნოლოგიების მუზეუმები და საგამოფენო სივრცეები შექმნას. ინვესტორს ობიექტისთვის პროფილის შენარჩუნება 10 წლის განმავლობაში მოუწევს.ამასთან, საპრივატიზებო თანხის გადახდა უნდა მოხდეს ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 2 თვის ვადაში.საქართველოს მთავრობამ ე.წ. რიყის დოქების გაყიდვა აქამდე ექვსჯერ სცადა, თუმცა უშედეგოდ. პირველად აუქციონი 2020 წლის 5 თებერვალს გამოცხადდა. მაშინ მილის ფორმის ორი გიგანტური ნაგებობა 95 მილიონ ლარად იყო შეფასებული. ბოლო აუქციონი მიმდინარე წლის 22 თებერვალს გაიმართა. მაშინ ობიექტი 10 მილიონ ლარად იყო შეფასებული.ობიექტის საერთო ფართობი მიწის ნაკვეთთან ერთად 14.591 კვადრატული მეტრია.თავის დროზე პროექტი 75 მილიონი ლარი დაჯდა. უჩვეულო შენობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატრონაჟით შენდებოდა და ორგანულად უნდა ჩაწერილიყო ახლოს მდებარე იუსტიციის სახლისა და მშვიდობის ხიდის კომპოზიციაში. თუმცა ბევრი საზოგადო მოღვაწე მიიჩნევს, რომ ფუტურისტული შენობა მეტისმეტად დიდი და უხეშია და არანაირად არ ჯდება ძველი ქალაქის პანორამაში.წყარო - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/07/262674491_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_3dd19b5cacdb3bcaba612b7452c5be20.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მცდელობა ნომერ შვიდი „რიყის დოქები“ გაყიდვა აუქციონი global victory trust
მცდელობა ნომერ შვიდი „რიყის დოქები“ გაყიდვა აუქციონი global victory trust
მცდელობა ნომერი შვიდი: „რიყის დოქები“ გაიყიდა
19:48 24.03.2022 (განახლებულია: 23:20 24.03.2022) „რიყის დოქებში“ მასშტაბური სამუზეუმო სივრცის, მათ შორის ქართული ღვინის მუზეუმის შექმნა იგეგმება.
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. ე.წ. რიყის დოქები მეშვიდე მცდელობაზე აუქციონის წესით გაიყიდა. ინფორმაცია ელექტრონული აუქციონების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
კომპლექსი რიყის პარკში ცილინდრული ფორმის ორ გიგანტურ ნაგებობას წარმოადგენს. ფორმის გამო თბილისელები მათ „ტრუბებს" ან „დოქებს" უწოდებენ. საქართველოს მთავრობა „რიყის დოქებში“ მასშტაბური სამუზეუმო სივრცის, მათ შორის ქართული ღვინის მუზეუმის შექმნას გეგმავს.
უძრავი ქონება 10.020.000 ლარად გაიყიდა. არსებული ინფორმაციით, ობიექტის მფლობელი კომპანია Global Victory Trust გახდა.
ინვესტორი ვალდებულია სამი წლის განმავლობაში 20 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელოს და ღვინის, ციფრული ხელოვნების, ტექნოლოგიების მუზეუმები და საგამოფენო სივრცეები შექმნას. ინვესტორს ობიექტისთვის პროფილის შენარჩუნება 10 წლის განმავლობაში მოუწევს.
ამასთან, საპრივატიზებო თანხის გადახდა უნდა მოხდეს ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 2 თვის ვადაში.
საქართველოს მთავრობამ ე.წ. რიყის დოქების გაყიდვა აქამდე ექვსჯერ სცადა, თუმცა უშედეგოდ. პირველად აუქციონი 2020 წლის 5 თებერვალს გამოცხადდა. მაშინ მილის ფორმის ორი გიგანტური ნაგებობა 95 მილიონ ლარად იყო შეფასებული. ბოლო აუქციონი მიმდინარე წლის 22 თებერვალს გაიმართა. მაშინ ობიექტი 10 მილიონ ლარად იყო შეფასებული.
ობიექტის საერთო ფართობი მიწის ნაკვეთთან ერთად 14.591 კვადრატული მეტრია.
თავის დროზე პროექტი 75 მილიონი ლარი დაჯდა. უჩვეულო შენობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატრონაჟით შენდებოდა და ორგანულად უნდა ჩაწერილიყო ახლოს მდებარე იუსტიციის სახლისა და მშვიდობის ხიდის კომპოზიციაში. თუმცა ბევრი საზოგადო მოღვაწე მიიჩნევს, რომ ფუტურისტული შენობა მეტისმეტად დიდი და უხეშია და არანაირად არ ჯდება ძველი ქალაქის პანორამაში.