„ქართულ ოცნებაში“ სააკაშვილის მოწამვლის არ სჯერათ

© Parliament of Georgiaანრი ოხანაშვილი
ანრი ოხანაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2022
გამოწერა
უფრო ადრე სააკაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ ბიოფსიის შედეგად ექს-პრეზიდენტის ორგანიზმში მომწამლავი ნივთიერება აღმოაჩინეს.
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ფსიქო–რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათიის“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადება საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით სანდო არ არის, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ ანრი ოხანაშვილმა.
ჯიშკარიანი აცხადებს, რომ თმის ტოქსიკოლოგიურმა ექსპერტიზამ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე ლითონები გამოავლინა, რომლებიც ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი შეიძლება იყოს. მან მოუწოდა საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს სააკაშვილი. თავად სააკაშვილმა განცხადებას მისი შესაძლოა მოწამვლის შესახებ სპეკულაცია უწოდა.

„მარიამ ჯიშკარიანი ვერ სარგებლობს ვერანაირი ობიექტური კრიტერიუმებით სანდოობის თვალსაზრისით. თავად სააკაშვილმა თქვა, არავითარი ეჭვი არ გამაჩნია ჩემთან მიმართებით მოწამვლისო და ამ ქალს თუ უნდა ჩაითვალოს, რომ მოწამლულია, მაშინ უნდა ჩამოყალიბდნენ“, – განუცხადა ოხანაშვილმა ჟურნალისტებს.

როდესაც ადამიანი ამბობს, რომ არავითარი ეჭვი არ აქვს მოწამვლის, სხვა როგორ უნდა აძალებდეს, გინდა თუ არა მოწამლული ხარო?! აღნიშნა დეპუტატმა.
„სპეკულაციები უადგილოა" - სააკაშვილი მის შესაძლო მოწამვლაზე>>
უფრო ადრე სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ბიოფსიის შედეგად ექს-პრეზიდენტის ორგანიზმში მომწამლავი ნივთიერება აღმოაჩინეს. ექს-პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ, თავის მხრივ, მძიმე ლითონების არსებობა, მათ შორის, ვერცხლისწყალი ახსენა.
სააკაშვილი შეიძლება შეიწყალონ?
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ სასამართლომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტების შესაბამისი დასკვნა იქნება. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები განხილვის პროცესშია და ამიტომ მას მისი შეწყალება არ შეუძლია.
სალომე ზურაბიშვილი: სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს>>
სააკაშვილის წინააღმდეგ ხუთი საქმიდან განაჩენი ორ საქმეზეა გამოტანილი. დანარჩენ სამს პირველი ინსტანციის სასამართლო განიხილავს.
თავის მხრივ, საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმედი გამოთქვა, რომ ზურაბიშვილი არ შეიცვლის თავის გადაწყვეტილებას სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.
„სასამართლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავის საქმეს მიხედავს. მთავარია კითხვა პრეზიდენტთან – ეთანხმება თუ არა ის, რომ შეიწყალოს მოცემული პატიმარი. ეს გვაინტერესებს საზოგადოებას. მისი პასუხი იყო მკვეთრად უარყოფითი და იმედი მაქვს, რომ ეს მკვეთრად უარყოფითი პასუხი კვლავ ძალაშია“, – განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შეკვეთას გეგმავს>>
ხუთშაბათს სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სალომე ზურაბიშვილს შეხვედრის თხოვნით მიმართა. ადვოკატი ითხოვს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილს სასჯელი გადაუვადდეს. ექს-პრეზიდენტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ დაეწყო. ის 12 მაისის შემდეგ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო: იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე>>
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან მალულად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმის გარდა, რისთვისაც მას სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ ორ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0