https://sputnik-georgia.com/20221124/gadawyvetilebas-irebs-sasamartlo-iusticiis-saministro-saakasvilis-sasjelis-gadavadebaze-272450948.html
გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო: იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე
გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო: იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე
Sputnik საქართველო
მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით იმ... 24.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-24T22:40+0400
2022-11-24T22:40+0400
2022-11-25T14:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/78/234097882_0:75:1500:919_1920x0_80_0_0_53fcef9973f4904f4eb1521832bb52a6.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს, ხოლო იუსტიციის სამინისტრო მას ემორჩილება, განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა.მანამდე სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აუდიენციის თხოვნით მიმართა. ადვოკატი ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადებას ითხოვს. სააკაშვილი 12 მაისიდან სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ იმყოფება, მისი ჯანმრთელობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ შეირყა.მანამდე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ იქნება ექსპერტების შესაბამისი დასკვნა.კიდევ უფრო ადრე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეები სასამართლო განხილვის სტადიაზეა და ამიტომ მისი შეწყალება არ შეუძლია. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული ხუთი საქმიდან განაჩენი მხოლოდ ორზეა გამოტანილი. დანარჩენებს ისევ პირველი ინსტანციის სასამართლო განიხილავს.იმის შესახებ, რომ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და მას სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ გადაყვანა დიაგნოსტიკისა და შემდგომი მკურნალობისთვის, ადრე განაცხადა ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრი „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა. მისი თქმით, უკვე თვეებია ვერ ხერხდება ექს-პრეზიდენტის სწორი დიაგნოსტირება და მკურნალობა–რეაბილიტაცია.სალომე ზურაბიშვილი: სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს >>საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისგან პატიმრის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნული იქნება გარდაცვალების მაღალი რისკის ან საპატიმროს პირობებში პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულის შესახებ.„ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა იწინასწარმეტყველეს, რომ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს >>სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში გასული წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა არალეგალურად. საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/78/234097882_87:0:1412:994_1920x0_80_0_0_ac2408062faa839d3b114f5a7c5ca253.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი
გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო: იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე
22:40 24.11.2022 (განახლებულია: 14:41 25.11.2022) მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ იქნება ექსპერტების შესაბამისი დასკვნა.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს, ხოლო იუსტიციის სამინისტრო მას ემორჩილება, განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა.
მანამდე სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აუდიენციის თხოვნით მიმართა. ადვოკატი ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადებას ითხოვს. სააკაშვილი 12 მაისიდან სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ იმყოფება, მისი ჯანმრთელობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ შეირყა.
„თუ რაიმე დამატებითი მკურნალობა იქნება საჭირო, მას ეს უნდა გაეწიოს. სამინისტრო, რა თქმა უნდა, ამას მხარს დაუჭერს და ინიციატორი იქნება, თუ ამის საჭიროება დადგება. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ექსპერტებმა და ექიმებმა უნდა მიიღონ... თუ არის ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც გულისხმობს უკვე სასჯელის გადავადებას მკურნალობის მიზნით, ამ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. ეს წერია კანონმდებლობაში", - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
მანამდე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ იქნება ექსპერტების შესაბამისი დასკვნა.
კიდევ უფრო ადრე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეები სასამართლო განხილვის სტადიაზეა და ამიტომ მისი შეწყალება არ შეუძლია. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული ხუთი საქმიდან განაჩენი მხოლოდ ორზეა გამოტანილი. დანარჩენებს ისევ პირველი ინსტანციის სასამართლო განიხილავს.
იმის შესახებ, რომ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და მას სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ გადაყვანა დიაგნოსტიკისა და შემდგომი მკურნალობისთვის, ადრე განაცხადა ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრი „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა. მისი თქმით, უკვე თვეებია ვერ ხერხდება ექს-პრეზიდენტის სწორი დიაგნოსტირება და მკურნალობა–რეაბილიტაცია.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისგან პატიმრის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნული იქნება გარდაცვალების მაღალი რისკის ან საპატიმროს პირობებში პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულის შესახებ.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში გასული წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა არალეგალურად. საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.