https://sputnik-georgia.com/20220701/ocnebidan-wasulma-deputatebma-iwinaswarmetyveles-rom-prezidenti-saakasvils-seiwyalebs-268069504.html
„ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა იწინასწარმეტყველეს, რომ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს
„ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა იწინასწარმეტყველეს, რომ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს
Sputnik საქართველო
დეპუტატებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და დასავლური ძალები მმართველი პარტიის დამფუძნებლის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის დევნაში დაადანაშაულეს.
2022-07-01T08:28+0400
2022-07-01T08:28+0400
2022-07-01T08:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251323972_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_b0c8bc49bcc6425f065de0d81e214b05.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტს აიძულებენ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და ტელეარხ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებას, ნათქვამია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ წასული დეპუტატების, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაში.სააკაშვილი სასჯელს ორ საქმეზე იხდის და მას 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს. რაც შეეხება გვარამიას, მას ტელეარხ „რუსთავი2“-ისთვის, რომლის გენერალური დირექტორიც ის 2019 წლამდე იყო, 6,8 მილიონი ლარის ზარალის მიყენებისთვის სამწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.გარდა ამისა, დეპუტატებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და დასავლური ძალები მმართველი პარტიის დამფუძნებლის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის დევნაში დაადანაშაულეს.„ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების გაოფიციალურებას ეს ძალები ევროპარლამენტის რეზოლუციით შეეცადნენ. თუმცა, საზოგადოების რეაქცია რომ დაინახეს, მიხვდნენ, რომ ოფიციალური სანქციები კონტრპროდუქტიული იქნებოდა და უკან დაიხიეს. სხვა შემთხვევაში, ვინც 308 ევროპარლამენტარის კოორდინაცია მოახერხა, იმას არც ევროკომისიის და ევროპული საბჭოს დოკუმენტებზე გავლენის მოხდენა არ გაუჭირდებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.მათი თქმით, ამ ძალების მიზანია ზეწოლის მოხდენა ივანიშვილზე, რათა ის პოლიტიკაში დაბრუნდეს და გავლენა მოახდინოს მმართველი ძალის ლიდერებზე.„გარკვეული ძალები ხედავენ, რომ ღარიბაშვილი, კობახიძე და მთელი გუნდი ჯიუტად იცავენ პოზიციებს და არც სანქციებს და არც ომს არ თანხმდებიან. ასეთ დროს, ივანიშვილია ერთადერთი, ვისაც მათი გადარწმუნება და პროცესების სხვა მიმართულებით წარმართვა შეუძლია“, - ნათქვამია განცხადებაში.სამშაბათს „ქართული ოცნების“ სამმა ლიდერმა პარტიის, საპარლამენტო უმრავლესობის და საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარის პოსტების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. წასვლის მიზეზად მათ დაასახელეს სურვილი, საზოგადოებას მიმდინარე მოვლენებზე მეტი ინფორმაცია მიაწოდონ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251323972_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_a1ee7945a2852b1b5e9bfeb0fd98f1c8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
„ოცნება“ დეპუტატები სოზარ სუბარი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილი შეწყალება
„ოცნება“ დეპუტატები სოზარ სუბარი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილი შეწყალება
„ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა იწინასწარმეტყველეს, რომ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს
დეპუტატებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და დასავლური ძალები მმართველი პარტიის დამფუძნებლის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის დევნაში დაადანაშაულეს.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტს აიძულებენ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და ტელეარხ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებას, ნათქვამია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ წასული დეპუტატების, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაში.
სააკაშვილი სასჯელს ორ საქმეზე იხდის და მას 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს. რაც შეეხება გვარამიას, მას ტელეარხ „რუსთავი2“-ისთვის, რომლის გენერალური დირექტორიც ის 2019 წლამდე იყო, 6,8 მილიონი ლარის ზარალის მიყენებისთვის სამწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
„როგორც თავის დროზე ამოგვიგრიხეს ხელები და უგულავა, ოქრუაშვილი, მელია და რურუა გამოგვაშვებინეს, ზუსტად ასევე ეცდებიან სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებასაც. მათი გათავისუფლების მიზანიც იგივე – რევოლუციური სცენარისთვის ახალი მუხტის მიცემა და ხელისუფლების გადატრიალებაა, რასაც სააკაშვილის მეორე „სახელოვანი“ ომი უნდა მოყვეს“, - ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში.
გარდა ამისა, დეპუტატებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და დასავლური ძალები მმართველი პარტიის დამფუძნებლის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის დევნაში დაადანაშაულეს.
„ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების გაოფიციალურებას ეს ძალები ევროპარლამენტის რეზოლუციით შეეცადნენ. თუმცა, საზოგადოების რეაქცია რომ დაინახეს, მიხვდნენ, რომ ოფიციალური სანქციები კონტრპროდუქტიული იქნებოდა და უკან დაიხიეს. სხვა შემთხვევაში, ვინც 308 ევროპარლამენტარის კოორდინაცია მოახერხა, იმას არც ევროკომისიის და ევროპული საბჭოს დოკუმენტებზე გავლენის მოხდენა არ გაუჭირდებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მათი თქმით, ამ ძალების მიზანია ზეწოლის მოხდენა ივანიშვილზე, რათა ის პოლიტიკაში დაბრუნდეს და გავლენა მოახდინოს მმართველი ძალის ლიდერებზე.
„გარკვეული ძალები ხედავენ, რომ ღარიბაშვილი, კობახიძე და მთელი გუნდი ჯიუტად იცავენ პოზიციებს და არც სანქციებს და არც ომს არ თანხმდებიან. ასეთ დროს, ივანიშვილია ერთადერთი, ვისაც მათი გადარწმუნება და პროცესების სხვა მიმართულებით წარმართვა შეუძლია“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამშაბათს „ქართული ოცნების“ სამმა ლიდერმა პარტიის, საპარლამენტო უმრავლესობის და საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარის პოსტების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. წასვლის მიზეზად მათ დაასახელეს სურვილი, საზოგადოებას მიმდინარე მოვლენებზე მეტი ინფორმაცია მიაწოდონ.