https://sputnik-georgia.com/20221124/salome-zurabisvili-sasamartlom-saakasvilis-saqmeze-rirseuli-gadawyvetileba-unda-miiros-272446796.html
სალომე ზურაბიშვილი: სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს
სალომე ზურაბიშვილი: სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს
Sputnik საქართველო
ადვოკატი დაჟინებით მოითხოვს სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 24.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-24T19:28+0400
2022-11-24T19:28+0400
2022-11-24T22:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/09/265868276_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_d339aaa76a8002ed11780d28342ee877.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ იქნება ექსპერტების შესაბამისი დასკვნა, განაცხადა მოქმედმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.მანამდე სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აუდიენციის თხოვნით მიმართა. ადვოკატი ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადებას ითხოვს. სააკაშვილი 12 მაისიდან სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ იმყოფება, მისი ჯანმრთელობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ შეირყა.პრეზიდენტის თქმით, ეს პრობლემას ორი მიმართულებით გადაწყვეტს. პირველია ჯანმრთელობის პრობლემა. მეორე საკითხი ეხება სასამართლოს გარანტიას იმის შესახებ, რომ ის არის დამოუკიდებელი, რაც, ზურაბიშვილის თქმით, ქვეყნისთვის არანაკლებად მნიშვნელოვანი საკითხია.„ამის სურვილი მაქვს, სასამართლომ დაგვიმტკიცოს, თუ დაიდება დასკვნა, რომელიც ამას მოითხოვს. ეს არის ალბათ, ვექილების ვალდებულება, რომ (დასკვნა) სასამართლოში შეიტანონ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.ამასთან პრეზიდენტმა დაამატა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი.მანამდე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეები სასამართლო განხილვის სტადიაზეა და ამიტომ მისი შეწყალება არ შეუძლია. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული ხუთი საქმიდან განაჩენი მხოლოდ ორზეა გამოტანილი. დანარჩენებს ისევ პირველი ინსტანციის სასამართლო განიხილავს.პრეზიდენტი: სააკაშვილის შეწყალების უფლება არ მაქვს >>იმის შესახებ, რომ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და მას სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ გადაყვანა დიაგნოსტიკისა და შემდგომი მკურნალობისთვის, ადრე განაცხადა ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრი „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა. მისი თქმით, უკვე თვეებია ვერ ხერხდება ექს-პრეზიდენტის სწორი დიაგნოსტირება და მკურნალობა–რეაბილიტაცია.„ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა იწინასწარმეტყველეს, რომ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს >>სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში გასული წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა არალეგალურად. საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/09/265868276_244:260:2031:1600_1920x0_80_0_0_67b339a9b191317ba61c5b1b84a2b32a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი: სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს
19:28 24.11.2022 (განახლებულია: 22:11 24.11.2022) ადვოკატი დაჟინებით მოითხოვს სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ იქნება ექსპერტების შესაბამისი დასკვნა, განაცხადა მოქმედმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
მანამდე სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აუდიენციის თხოვნით მიმართა. ადვოკატი ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადებას ითხოვს. სააკაშვილი 12 მაისიდან სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ იმყოფება, მისი ჯანმრთელობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ შეირყა.
„თუ ასეთი დასკვნა (სააკაშვილის ჯანმრთელობის სავალალო მდგომარეობის შესახებ) იქნება, ეს უნდა იყოს სასამართლოზე წარდგენილი და სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ეს პრობლემას ორი მიმართულებით გადაწყვეტს. პირველია ჯანმრთელობის პრობლემა. მეორე საკითხი ეხება სასამართლოს გარანტიას იმის შესახებ, რომ ის არის დამოუკიდებელი, რაც, ზურაბიშვილის თქმით, ქვეყნისთვის არანაკლებად მნიშვნელოვანი საკითხია.
„ამის სურვილი მაქვს, სასამართლომ დაგვიმტკიცოს, თუ დაიდება დასკვნა, რომელიც ამას მოითხოვს. ეს არის ალბათ, ვექილების ვალდებულება, რომ (დასკვნა) სასამართლოში შეიტანონ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან პრეზიდენტმა დაამატა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნის რეპუტაციისთვის და ჩვენი ღირსებისთვის“, – აღნიშნა მან.
მანამდე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეები სასამართლო განხილვის სტადიაზეა და ამიტომ მისი შეწყალება არ შეუძლია. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული ხუთი საქმიდან განაჩენი მხოლოდ ორზეა გამოტანილი. დანარჩენებს ისევ პირველი ინსტანციის სასამართლო განიხილავს.
იმის შესახებ, რომ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და მას სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ გადაყვანა დიაგნოსტიკისა და შემდგომი მკურნალობისთვის, ადრე განაცხადა ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრი „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა. მისი თქმით, უკვე თვეებია ვერ ხერხდება ექს-პრეზიდენტის სწორი დიაგნოსტირება და მკურნალობა–რეაბილიტაცია.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისგან პატიმრის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნული იქნება გარდაცვალების მაღალი რისკის ან საპატიმროს პირობებში პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულის შესახებ. სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში გასული წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა არალეგალურად. საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.