„ხალხის ძალა“ ამერიკელებზე: ხელისუფლების წინააღმდეგ ევროსტრუქტურების მეშვეობით მოქმედებენ

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
გამოწერა
პარლამენტის დეპუტატების მიერ შექმნილი მოძრაობა ისევ ამერიკელების „ოინებზე“ ლაპარაკობს.
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს თავმჯდომარის შარლ მიშელისადმი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინფორმაციო საშუალებების მიმართვის უკან ამერიკელები დგანან, ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების ჯგუფმა შარლ მიშელს მიმართა თხოვნით, მოუწოდოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გვარამიას შეწყალებისკენ.

„თავისთავად ის ფაქტი, რომ ამერიკელები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ თითქმის ყველა ქმედებას ევროპული სტრუქტურების გამოყენებით ახორციელებენ, განსაკუთრებით შემაშფოთებელია. სწორედ ევროპული სტრუქტურების მეშვეობით შექმნეს მათ ივნისში მღელვარება, რაც, მათი გათვლით, ხელისუფლების ცვლილებით უნდა დასრულებულიყო“, – ნათქვამია განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ სწორედ ამერიკელებმა ევროპელებს წამოაწევინეს როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების, ასევე „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალების თემა.
„საზოგადოებისთვის ისიც კარგად არის ცნობილი, რომ „ელიტური ენჯეოები“ საელჩოს (აშშ-ის) რესურსია. ამ ენჯეოებს ფულს საელჩო უხდის და, შესაბამისად, მუსიკასაც ის უკვეთავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ნიკა გვარამიას შეწყალებისთვის ამზადებენ ნიადაგს“, – ნათქვამია განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილი: სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს >>
გარდა ამისა, „ხალხის ძალის“ აზრით, აშშ-ის საელჩო „აქტიურად იღწვის“ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად.
ამასთან ერთად საზოგადოებრივი მოძრაობა დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობიდან სამი წლის შემდეგ საელჩომ მისი „გადაბირება“ გადაწყვიტა, რასაც მარტივად მიაღწია კიდეც.

„სწორედ გვარამიას და სააკაშვილის შეწყალებით გაირკვევა, საბოლოოდ ჩადგა თუ არა ის (სალომე ზურაბიშვილი) უცხო ქვეყნის სამსახურში. გვინდა თუნდაც მცირე იმედი დავიტოვოთ, რომ სალომე ზურაბიშვილში მისი დიდი წინაპრების გენები გაიღვიძებს და ის საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ასე უხეშად არ დაუპირისპირდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ზურაბიშვილი დაიბადა ქართველი ემიგრანტების ოჯახში, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ევროპაში გაემგზავრნენ. მამამისი იყო ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი და პარიზის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე.
რაც შეეხება ევროპულ სტრუქტურებს, ევროპარლამენტმა 9 ივნისს საქართველოსთან დაკავშირებით მკაცრი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც, მათ შორის, ლაპარაკია ივანიშვილის დესტრუქციულ როლზე, სადაც ის „ერთადერთ ოლიგარქად“ არის მოხსენებული, „რომელსაც პირადი და საქმიანი კავშირები აქვს კრემლთან“. ევროპული საბჭოსთვის მიცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი სწორედ ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების დაწესებაა.
ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა ქვეყნის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანოს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ასევე გაათავისუფლოს ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
პრეზიდენტი: საქართველოს ძლიერი ინსტიტუტები არ გააჩნია >>
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0