პრეზიდენტი: საქართველოს ძლიერი ინსტიტუტები არ გააჩნია

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
გამოწერა
მართლმსაჯულების რეფორმის თაობაზე რეკომენდაციების პრეზენტაციას ოპოზიციური პარტიების ლიდერები ესწრებოდნენ.
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში ძლიერი ინსტიტუტების არარსებობის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების რეფორმაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსის მიღწევა.
სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნული განცხადება მართლმსაჯულების რეფორმის თაობაზე რეკომენდაციების პრეზენტაციაზე გააკეთა, რომელიც სამართლის მულტიფუნქციური განათლების და ექსპერტიზის ცენტრ „მართლმსაჯულების სახლის“ ორგანიზებით გაიმართა.
აღნიშნული ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია.

„ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან შეთანხმება... ეს კონსენსუსის მიღწევაა – დეპოლარიზაციის მთავარი ნიშანი. ეს შეთანხმება ნიშნავს, რომ ბოლო დროის განმავლობაში პირველად, ხელისუფლება და პარტიები შეძლებენ სახელმწიფო ინტერესები პარტიულ ინტერესებზე წინ დააყენონ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
„მთავარია მართლმსაჯულების რეფორმა და მისი ბოლომდე მიყვანა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სასამართლო რეფორმა: რას ითვალისწინებს კანონპროექტი>>>
მისი თქმით, ის, რომ უახლესი ისტორიის მანძილზე ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ ახერხებს შეთანხმებას, ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორია.
„ჩვენ არ გვაქვს ძლიერი ინსტიტუტები, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც იმ პრინციპებისა, რასაც მართლმსაჯულება მოიცავს... ახლა ჩვენ პირველ საფეხურზე ვართ, თითქოს ახლა დავიბადეთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზენტაციას ოპოზიციური პარტიების ლიდერები ესწრებოდნენ.
პარლამენტის ბიუროზე უკვე დარეგისტირდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის მიზანია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება. უახლოეს მომავალში პარლამენტი კანონპროექტის განხილვას შეუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0