ფეიხოას სასარგებლო თვისებები

CC BY-SA 2.0 / Eric Weisser / feijoaფეიხოა
ფეიხოა - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
გამოწერა
ფეიხოა ერთადერთია მცენარეთა შორის, რომელიც იოდის შემცველობით ზღვის პროდუქტებს უსწრებს, ფეიხოას სულ მცირე ზომის ნაყოფი ზრდასრული ადამიანის იოდის მოხმარების დღიურ ნორმას აკმაყოფილებს.
ფეიხოა (Feijoa sellowiana, Acca sellowiana), ასევე ცნობილია, როგორც ანანას-გუავა — მირტისებრთა ოჯახის მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეების გვარი. მისი სამშობლოა სამხრეთ ამერიკა.
ფეიხოა მე-19 საუკუნის ბოლოს ბრაზილიაში აღმოაჩინეს სამეცნიერო ექსპედიციის დროს. დასახელება საბუნებისმეტყველო მუზეუმის დირექტორის ჟოაო ფეიჟის პატივსაცემად მიიღო. ევროპაში, კერძოდ, საფრანგეთში პირველად 1890 წელს გამოჩნდა, ხოლო დასავლეთ საქართველოში – 1900 წელს; პირველი პლანტაცია 1915-1916 წლებში ბათუმისა და სოხუმის ბოტანიკურ ბაღებში გააშენეს.
ფეიხოას წარმოშობასთან დაკავშირებით ასეთი ლეგენდა არსებობს: ჭაბუკს ზღვის მეფის ასული უყვარდა, მაგრამ ხმელეთი ენატრებოდა. ხმელეთზე დაბრუნების გადაწყვეტილების გამო ზღვის ხელმწიფემ ჭაბუკი ხედ აქცია, რომლის ნაყოფს ზღვის ბრიზის არომატი აქვს.
CC BY 2.0 / Flickr/ Daniel Mee / Feijoasფეიხოა
ფეიხოა - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
ფეიხოა
ფეიხოას კანი საკმაოდ სქელი და მწკლარტეა, ხოლო რბილობი – რბილი და წვნიანი. ზოგი მხოლოდ ნაყოფის რბილობს მიირთმევს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სასარგებლო ნივთიერებების დიდი რაოდენობა სწორედ კანშია. კანი შეიძლება გავაშროთ და ჩაიში არომატისთვის დავამატოთ.
კომში და მისი სასარგებლო თვისებები>>
ფეიხოა ფართოდ გამოიყენება კულინარიაში (კომპოტი, მურაბა, ნამცხვრები, დესერტი, სალათები, მარინადი, ღვინო, ნაყენები), კოსმეტოლოგიაში და დამოუკიდებლად, როგორც სამკურნალო საშუალება.
ფეიხოას ნაყოფი შეიცავს ვიტამინებს: С, В1, В2, В3, В5, В6, РР; მიკრო- და მაკროელემენტებს: იოდი, კალციუმი, კალიუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, სპილენძი, თუთია, მანგანუმი; მჟავებს: ვაშლის, ფოლიუმის და ეთერზეთებს ანანასისა და მარწყვის არომატით.
ნაყოფის რბილობში ორგანიზმის მიერ ადვილად შესათვისებელი ცილებისა და ცხიმების არსებობის გამო ფეიხოა დიეტური პროდუქტების რიცხვს განეკუთვნება. ამასთან, როგორც ვიტამინებით მდიდარი პროდუქტი, წონის დაკლების დროს ორგანიზმს ვიტამინების დეფიციტის საფრთხეს არ უქმნის, პირიქით, ავსებს და ამარაგებს მას.
ფეიხოა ერთადერთი მცენარეა, რომელიც იოდის შემცველობით ზღვის პროდუქტებსაც კი უსწრებს. იოდი წყალხსნად მდგომარეობაშია, ამიტომ ორგანიზმი მას ადვილად ითვისებს. ფეიხოას სულ მცირე ზომის ნაყოფი ზრდასრული ადამიანის იოდის მოხმარების დღიურ ნორმას აკმაყოფილებს. იოდის მაღალი შემცველობის გამო ფეიხოას მოხმარება სასურველია მათთვის, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები აღენიშნება ან იოდის დეფიციტი აწუხებს.
ფეიხოას გამოყენება კარგია ასევე ადამიანებისთვის, ვისაც გონებრივი სამუშაო აქვს, აწუხებს გასტრიტი, ათეროსკლეროზი, ავიტამინოზი, ჰიპოვიტამინოზი, პიელონეფრიტი, პოდაგრა და სხვ.
ნაყოფში საკმარისი რაოდენობით ეთერზეთების, ვიტამინებისა და იოდის შემცველობის გამო ფეიხოა ჯადოსნური საშუალებაა დეპრესიისა და უღონობის დროს.
საუკეთესო ანტიბიოტიკი - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2022
ყველაზე მძლავრი ანტიბიოტიკი სულ ორი ინგრედიენტისგან
ეთერზეთებით მდიდარი ნაყოფი კარგი კომპონენტია ინჰალაციისთვის. ნაყოფის რბილობი მიირთვით, ხოლო კანს მდუღარე წყალი დაასხით, შეგიძლიათ დაამატოთ სოდა, და ისუნთქეთ ამ ნაყენის ორთქლი პირსახოცის ქვეშ რამდენიმე წუთი. კარგი საშუალებაა გაციების დროს ზედა სასუნთქი გზების პრობლემასთან ბრძოლისა და პროფილაქტიკისთვის.
ნაყოფის კანი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს კატეჰინსა და ლეოკოანტოცინს – მძლავრ ანტიოქსიდანტებს, რომლებსაც ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკური ქმედებები ახასიათებს და ორგანიზმზე გამაახალგაზრდავებელ ეფექტს ახდენს.
როგორც აღვნიშნეთ, ფეიხოას კოსმეტიკაშიც იყენებენ. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, გამაახალგაზრდავებელი და კანის მკვებავი თვისებები. შეგიძლიათ სახისა და კისრისთვის მოამზადოთ ნიღაბი შემდეგნაირად: დაქუცმაცებული ფეიხოას ნაყოფის 1/3-ს შეურიეთ 1 კვერცხის გული, 2 სუფრის კოვზი ხაჭო და 1 სუფრის კოვზი ზეთისხილის ზეთი. მიღებული მასა წაისვით სახესა და კისერზე და გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ.
ვირისტერფა - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2022
ვირისტერფა და მისი სასარგებლო თვისებები
გახსოვდეთ: ხილი ზომიერად უნდა მიიღოთ, რადგან ის დიდი რაოდენობით იოდს შეიცავს. ეს განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინონ მათ, ვისაც ჰიპერთირეოზი აქვს – ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია. ამ დროს ჯობს ამ ხილზე საერთოდ უარი თქვათ.
თუ გადააჭარბებთ ფეიხოას მიღებას, ორგანიზმში ზედმეტი იოდი მოხვდა. ამ დროს ადამიანს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: ნერვული აღგზნებულობა, შფოთვა, გახშირებული გულისცემა და „ციმციმა“ (ხშირად ცვალებადი, „მოხტუნავე“) ტემპერატურა, ასევე შრომისუნარიანობის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება.
არ არის რეკომენდებული ფეიხოას მიღება ძროხის რძესთან ერთად, რადგან ეს კუჭის მოქმედების ჩვეულ რიტმს დაარღვევს.
ხურმა, კარალიოკი – სასარგებლო თვისებები>>
ასევე ფეიხოა შეიცავს ბევრ საქაროზას, ამიტომ მის მიღებას უნდა მოერიდონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანები, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ პროდუქტში პექტინის მაღალი დონე საქაროზას მოქმედებას ანეიტრალებს. ამიტომ ჯობს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა კონსულტაცია ექიმთან გაიარონ.
რაც შეეხება ფეიხოას ალერგიულობას, ზოგიერთი მოსაზრებით, ფეიხოაზე ალერგიის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, თუმცა, სხვა მოსაზრებით, ამ ხილს ალერგიული რეაქციები ახასიათებს, ამიტომ ჯობს მისი პირველი მიღების დროს, განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოვიჩინოთ.
ფეიხოას სამკურნალო მიზნებით გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან.
ყველა ახალი ამბავი
0