https://sputnik-georgia.com/20221107/viristerfa-tussilago-farfara-271998903.html
ვირისტერფა და მისი სასარგებლო თვისებები
ვირისტერფა და მისი სასარგებლო თვისებები
Sputnik საქართველო
ვირისტერფას ლათინური დასახელება ითარგმნება როგორც „ხველების განდევნა“. გარდა ხველებისა, მას იყენებენ ასევე პირის ღრუს სხვადასხვა დაავადების, კუჭ-ნაწლავის... 07.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-07T18:13+0400
2022-11-07T18:13+0400
2022-11-07T21:01+0400
სასარგებლო რჩევები
წასაკითხი ამბები
ხალხური მკურნალობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24425/95/244259509_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_b839dae20045ae3335400cc2a1046e19.jpg
ვირისტერფა – მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. შეიცავს მხოლოდ ერთ სახეობას – Tussilago farfara. გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ სარტყელში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. იზრდება საქართველოშიც.საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვირისტერფას სხვადასხვაგვარად მოიხსენიებენ: ქართლში ჯორისქუსლა, პირბამბა, ხავერდა, ხევში, მთიულეთში - თეთრი ბუარა, ფშავში - ვირის ბუარა, ტერფაბუერა, თავყვითელა; ხევსურეთში - ცხენისტერფა, თუშეთში - დათვთბუერა, გურიაში, კახეთში - ტირიფი; აჭარაში - გულბამბა, პირბამბა, რაჭაში - ოფა, ჯორისტერფა, იმერეთში - ბამბიპირა, ბამბა-ბალახი, ლეჩხუმში - ჯორტოფა, ჯორტოფილა; სამეგრელოში - ხოსქარი, სვანეთში - მეჭშდვარილ, ჯორტერფაი და სხვ.ვირისტერფას შემადგენლობაშეიცავს გლიკოზიდ ტუსილაგინს, ინულინს, ორგანულ მჟავებს, ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ლორწოს, საპონინებს, ეთერზეთს, პოლისაქარიდებს, ვიტამინ С-ს, კაროტინოიდებს, კალიუმს, კალციუმს, რკინას, მაგნიუმსა და სხვ.ვირისტერფას სამკურნალო თვისებებილათინურად Tussilago ორი სიტყვისგან შედგება და ითარგმნება როგორც „ხველების განდევნა“. და, რა თქმა უნდა, ეს მცენარე ხალხურ მედიცინაში პირველ რიგში სწორედ ხველების საწინააღმდეგოდ გამოიყენება.სამეცნიერო თუ ოფიციალურ მედიცინაში ვირისტერფა აღიარებულია, როგორც ამოსახველებელი საშუალება. მას ასევე იყენებენ პაროდონტოზის, გინგივიტის, ანგინის, პლევრიტის, პნევმონიის, გასტრიტის, ენტეროკოლიტის დროს. ასევე, სხვა მცენარეებთან ერთად გამოიყენება კუჭის, ნაწლავების, შარდის ბუშტის ანთების, თირკმელების დაავადებისას.ხალხურ მედიცინაში ვირისტერფას გამოყენება უფრო ფართოა. მის ფოთლებს იყენებენ ჭრილობების მოსაშუშებლად, ფოთლების წვენს ტუბერკულოზის დროს. კარგია მცენარის ფოთლების დამატება ბოსტნეულის სალათებში - ეს გააძლიერებს იმუნიტეტს.ვირისტერფას ყვავილებისგან ხალხურ მედიცინაში ამზადებენ სამკურნალო ნაყენს, რომელიც გამოიყენება კუჭისა და ნაწლავების ჭვალის დროს. ამისთვის ერთ სუფრის კოვზ ყვავილს ასხამენ არაყს იმდენს, რომ ყვავილები დაიფაროს. შემდეგ ქილას ხუფს კარგად უჭერენ და აჩერებენ 2-3 კვირის განმავლობაში ბნელ ადგილზე. მიიღება დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 30 წვეთის ოდენობით.ქუნჯუთი, ანუ სეზამი და მისი სასარგებლო თვისებები>>ფოთლის ნახარშს იყენებენ ბრონქიტისა და ბრონქული ასთმის დროს, ტუბერკულოზის შემთხვევებისას, ანგინისა და სტომატიტის დროს, ასევე შარდ-სასქესო სისტემის ორგანოების დაავადებებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესებისას. მომზადების ერთ-ერთი წესი: სამ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს ასხამენ ორ ჭიქა წყალს და ადუღებენ მანამ, სანამ წყალი არ განახევრდება. მიღებულ ნახარშს წურავენ და იღებენ ყოველ სამ საათში ერთხელ 1 სუფრის კოვზის ოდენობით. კუჭ-ნაწლავისა და შარდ-სასქესო სისტემების დაავადებებისას უფრო სუსტ ნახარშს იღებენ: ერთ-ნახევარ სუფრის კოვზ მშრალ ფოთოლს ასხამენ 1 ლიტრ წყალს, ადუღებენ 3 წუთი და იღებენ მთელი დღის განმავლობაში 300 მილიგრამს (ჭამის წინ).ვირისტერფას ხალხურ მედიცინაში მკურნალობენ ჰემოროისა (ბუასილის) და სწორი ნაწლავის დაზიანებების დროს. ამისთვის საჭიროა ფოთლის ნახარში, რომელიც ამგვარად მზადდება: 2 სუფრის კოვზ გამხმარ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ლიტრი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ დაახლოებით 1 საათი. გამოიყენება ოყნის სახით, ასევე აბაზანისთვის - ღამით, თბილი სახით.ხველების დროს 1 ჩაის კოვზ ყვავილს ან ყვავილისა და ფოთლის ნაზავს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს. აჩერებენ 10-15 წუთი და შემდეგ ჩაის სახით იღებენ.ხახვი - ბუნებრივი „ანტიბიოტიკი">>ფოთლის ნაყენი კარგია ღრძილებიდან სისხლდენის დროს – ერთ სუფრის კოვზ ფოთოლს ასხამენ 1 ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ ნახევარი საათი. საჭიროა ნაყენით პირის ღრუს გამოვლენა დღეში ორჯერ - დილითა და საღამოს.ვირისტერფა ასევე გამოიყენება კბილის ტკივილის, ართრიტის, მიოზიტის, ალერგიის, ეპილეფსიის, მალარიის, შეშუპების, გულის დაავადებების დროს. გარეგნულად იყენებენ მასტიტის, ფურუნკულების, წყლულების, დამწვრობის, გაციების დროს, კარგია, როგორც ოფლმდენი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ასევე მცენარე კარგად ამაგრებს თმას და ებრძვის ქერტლს. კარგი საშუალებაა ნერვული სისტემის აშლილობის დროს.მცენარის ფოთოლი ხსნის თავის ტკივილს მაღალი ტემპერატურის დროს, ამისთვის მას თავზე იდებენ გლუვი მხრიდან. ამ დროს ტკივილი და სიცხე ქრება.ვირისტერფას მიღება არ შეიძლება:ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის, 2 წლამდე ბავშვებისთვის. არაა სასურველი მისი ხანგრძლივად მიღება, ამან, შესაძლოა, წნევის მომატება გამოიწვიოს. ასევე არ შეიძლება ვირისტერფას მიღება მათთვის, ვისაც ღვიძლი აწუხებს, ალკოჰოლიზმით დაავადებულებისთვის.ვირისტერფას მიღების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ სპეციალისტს.
https://sputnik-georgia.com/20221031/orovandi-arctium-271802085.html
https://sputnik-georgia.com/20221024/garivebuli-xorbali-271584615.html
https://sputnik-georgia.com/20221013/jenseni-panax-ginseng-271269192.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24425/95/244259509_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_002437b2143acf57f892edfb26b7f74a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები, ხალხური მკურნალობა
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები, ხალხური მკურნალობა
ვირისტერფა და მისი სასარგებლო თვისებები
18:13 07.11.2022 (განახლებულია: 21:01 07.11.2022) ვირისტერფას ლათინური დასახელება ითარგმნება როგორც „ხველების განდევნა“. გარდა ხველებისა, მას იყენებენ ასევე პირის ღრუს სხვადასხვა დაავადების, კუჭ-ნაწლავის სისტემის ორგანოების, გრიპისა და გაციების, თავის, კბილის ტკივილისას და სხვ.
ვირისტერფა – მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. შეიცავს მხოლოდ ერთ სახეობას – Tussilago farfara. გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ სარტყელში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. იზრდება საქართველოშიც.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვირისტერფას სხვადასხვაგვარად მოიხსენიებენ: ქართლში ჯორისქუსლა, პირბამბა, ხავერდა, ხევში, მთიულეთში - თეთრი ბუარა, ფშავში - ვირის ბუარა, ტერფაბუერა, თავყვითელა; ხევსურეთში - ცხენისტერფა, თუშეთში - დათვთბუერა, გურიაში, კახეთში - ტირიფი; აჭარაში - გულბამბა, პირბამბა, რაჭაში - ოფა, ჯორისტერფა, იმერეთში - ბამბიპირა, ბამბა-ბალახი, ლეჩხუმში - ჯორტოფა, ჯორტოფილა; სამეგრელოში - ხოსქარი, სვანეთში - მეჭშდვარილ, ჯორტერფაი და სხვ.
შეიცავს გლიკოზიდ ტუსილაგინს, ინულინს, ორგანულ მჟავებს, ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ლორწოს, საპონინებს, ეთერზეთს, პოლისაქარიდებს, ვიტამინ С-ს, კაროტინოიდებს, კალიუმს, კალციუმს, რკინას, მაგნიუმსა და სხვ.
ვირისტერფას სამკურნალო თვისებები
ლათინურად Tussilago ორი სიტყვისგან შედგება და ითარგმნება როგორც „ხველების განდევნა“. და, რა თქმა უნდა, ეს მცენარე ხალხურ მედიცინაში პირველ რიგში სწორედ ხველების საწინააღმდეგოდ გამოიყენება.
სამეცნიერო თუ ოფიციალურ მედიცინაში ვირისტერფა აღიარებულია, როგორც ამოსახველებელი საშუალება. მას ასევე იყენებენ პაროდონტოზის, გინგივიტის, ანგინის, პლევრიტის, პნევმონიის, გასტრიტის, ენტეროკოლიტის დროს. ასევე, სხვა მცენარეებთან ერთად გამოიყენება კუჭის, ნაწლავების, შარდის ბუშტის ანთების, თირკმელების დაავადებისას.
ხალხურ მედიცინაში ვირისტერფას გამოყენება უფრო ფართოა. მის ფოთლებს იყენებენ ჭრილობების მოსაშუშებლად, ფოთლების წვენს ტუბერკულოზის დროს. კარგია მცენარის ფოთლების დამატება ბოსტნეულის სალათებში - ეს გააძლიერებს იმუნიტეტს.
ვირისტერფას ყვავილებისგან ხალხურ მედიცინაში ამზადებენ სამკურნალო ნაყენს, რომელიც გამოიყენება კუჭისა და ნაწლავების ჭვალის დროს. ამისთვის ერთ სუფრის კოვზ ყვავილს ასხამენ არაყს იმდენს, რომ ყვავილები დაიფაროს. შემდეგ ქილას ხუფს კარგად უჭერენ და აჩერებენ 2-3 კვირის განმავლობაში ბნელ ადგილზე. მიიღება დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 30 წვეთის ოდენობით.
ფოთლის ნახარშს იყენებენ ბრონქიტისა და ბრონქული ასთმის დროს, ტუბერკულოზის შემთხვევებისას, ანგინისა და სტომატიტის დროს, ასევე შარდ-სასქესო სისტემის ორგანოების დაავადებებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესებისას.
მომზადების ერთ-ერთი წესი: სამ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს ასხამენ ორ ჭიქა წყალს და ადუღებენ მანამ, სანამ წყალი არ განახევრდება. მიღებულ ნახარშს წურავენ და იღებენ ყოველ სამ საათში ერთხელ 1 სუფრის კოვზის ოდენობით. კუჭ-ნაწლავისა და შარდ-სასქესო სისტემების დაავადებებისას უფრო სუსტ ნახარშს იღებენ: ერთ-ნახევარ სუფრის კოვზ მშრალ ფოთოლს ასხამენ 1 ლიტრ წყალს, ადუღებენ 3 წუთი და იღებენ მთელი დღის განმავლობაში 300 მილიგრამს (ჭამის წინ).
ვირისტერფას ხალხურ მედიცინაში მკურნალობენ ჰემოროისა (ბუასილის) და სწორი ნაწლავის დაზიანებების დროს. ამისთვის საჭიროა ფოთლის ნახარში, რომელიც ამგვარად მზადდება: 2 სუფრის კოვზ გამხმარ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ლიტრი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ დაახლოებით 1 საათი. გამოიყენება ოყნის სახით, ასევე აბაზანისთვის - ღამით, თბილი სახით.
ხველების დროს 1 ჩაის კოვზ ყვავილს ან ყვავილისა და ფოთლის ნაზავს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს. აჩერებენ 10-15 წუთი და შემდეგ ჩაის სახით იღებენ.
ფოთლის ნაყენი კარგია ღრძილებიდან სისხლდენის დროს – ერთ სუფრის კოვზ ფოთოლს ასხამენ 1 ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ ნახევარი საათი. საჭიროა ნაყენით პირის ღრუს გამოვლენა დღეში ორჯერ - დილითა და საღამოს.
ვირისტერფა ასევე გამოიყენება კბილის ტკივილის, ართრიტის, მიოზიტის, ალერგიის, ეპილეფსიის, მალარიის, შეშუპების, გულის დაავადებების დროს. გარეგნულად იყენებენ მასტიტის, ფურუნკულების, წყლულების, დამწვრობის, გაციების დროს, კარგია, როგორც ოფლმდენი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ასევე მცენარე კარგად ამაგრებს თმას და ებრძვის ქერტლს. კარგი საშუალებაა ნერვული სისტემის აშლილობის დროს.
მცენარის ფოთოლი ხსნის თავის ტკივილს მაღალი ტემპერატურის დროს, ამისთვის მას თავზე იდებენ გლუვი მხრიდან. ამ დროს ტკივილი და სიცხე ქრება.
ვირისტერფას მიღება არ შეიძლება:
ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის, 2 წლამდე ბავშვებისთვის. არაა სასურველი მისი ხანგრძლივად მიღება, ამან, შესაძლოა, წნევის მომატება გამოიწვიოს. ასევე არ შეიძლება ვირისტერფას მიღება მათთვის, ვისაც ღვიძლი აწუხებს, ალკოჰოლიზმით დაავადებულებისთვის.
ვირისტერფას მიღების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ სპეციალისტს.