https://sputnik-georgia.com/20221007/qunjuti-sezami-semsem-271089266.html
ქუნჯუთი, ანუ სეზამი და მისი სასარგებლო თვისებები
ქუნჯუთი, ანუ სეზამი და მისი სასარგებლო თვისებები
Sputnik საქართველო
სეზამის თესლს ჯერ კიდევ ბაბილონსა და ძველ ეგვიპტეში იყენებდნენ როგორც გემრიელ ცხიმსა და მრავალი დაავადების სამკურნალო საშუალებას. 07.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-07T11:27+0400
2022-10-07T11:27+0400
2022-10-12T14:44+0400
ხალხური მკურნალობა
წასაკითხი ამბები
სასარგებლო რჩევები
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23882/91/238829115_0:118:1921:1198_1920x0_80_0_0_d1c8ac1f223e2bf5929feb2d1fea6f2e.jpg
ქუნჯუთი, იგივე სეზამი ტროპიკული ერთწლიანი მცენარეა, რომელიც ადამიანს უკვე 3.500 წელია მოჰყავს. სეზამის თესლს ჯერ კიდევ ბაბილონსა და ძველ ეგვიპტეში იყენებდნენ როგორც გემრიელ ცხიმსა და მრავალი დაავადების სამკურნალო საშუალებას. ახალი ერის დასაწყისში ქუნჯუთის კულტურა მთელ აღმოსავლეთში გავრცელდა, სადაც მიიღო სახელწოდება semsem.ქუნჯუთი ბალახეული მცენარეა, მაგრამ პარკიან-ნაყოფიანი ბუჩქივით გამოიყურება. პარკი დამწიფებისას სკდება და იქიდან ჰაეროვანი თესლი გადმოდის. მცენარის ეს განსაკუთრებულობა ზღაპრის გმირ ალი-ბაბას ცნობილ სიტყვებში აისახა: „სეზამ, გაიღე". თესლი მცირე ზომისაა და ბრტყელი. 100 გრამი პროდუქტი დაახლოებით 500 მარცვალს უდრის.აღმოსავლეთის ქვეყნებში ქუნჯუთის თესლი და მისი ზეთი გამოიყენებოდა საკვების მოსამზადებლად, საპნის მოსახარშად, კოსმეტიკის წარმოებაში და სხვ. ამჟამად ჯანსაღი კვების თაყვანისმცემლები მთელ მსოფლიოში სეზამს სუპერფუდად – განსაკუთრებულად სასარგებლო და სამკურნალო პროდუქტად მიიჩნევენ.ქუნჯუთის შემადგენლობა და კალორიულობასეზამი 52% ცხიმისგან, ხოლო 32% მცენარეული ცილისგან შედგება. ის ძალზე კალორიულია – 100 გრამი პროდუქტის კალორიულობა 560 კკალორიაა. დღეში შეიძლება მხოლოდ 1,5 სუფრის კოვზის გამოყენება.ხახვი - ბუნებრივი „ანტიბიოტიკი">>ქვემოთ ცხრილში წარმოდგენილია 35 გრამი ქუნჯუთის შემადგენლობა მოზრდილი ადამიანის დღიურ ნორმაზე გადათვლით:ამას გარდა, პროდუქტი ორ უნიკალურ ნივთიერებას შეიცავს: სეზამინსა და სეზამოლინს. ეს წყალში ხსნადი ანტიოქსიდანტები ებრძვის ორგანიზმის დაბერების პროცესს, გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას.ქუნჯუთის სამკურნალო თვისებებილეგენდარული აღმოსავლელი მკურნალი იბნ სინა, იგივე ავიცენა სეზამს ნაწლავების შესანიშნავ გამწმენდ საშუალებას უწოდებდა. შუა საუკუნეების მკურნალები მისი თესლისგან ამზადებდნენ ხველების, შეკრულობისა და სისხლნაკლებობის წამლებს.თანამედროვე მედიცინა ადასტურებს, რომ სეზამს აქვს სხვადასხვა სამკურნალო თვისებები:სეზამი მამაკაცებისთვისქუნჯუთს მამაკაცის რეპროდუქტიული სისტემისთვის მძლავრი უპირატესობები აქვს. ის მდიდარია არგინინით - ამინომჟავით, რომელიც ორგანიზმის ქსოვილებში აზოტის ოქსიდს გამოიმუშავებს. ეს ნაერთი აჩქარებს სისხლის დინებას, რაც ერექციას აუმჯობესებს. ამასთან, პროდუქტში არსებული ჟანგბადის აქტიური ფორმები და ანტიოქსიდანტები სპერმის დნმ-ის დაზიანებებს აბათილებს. სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა, რომ სეზამის რეგულარული გამოყენებისას სპერმატოზოიდების რაოდენობა იზრდება 3%-ით, ხოლო მათი აქტიურობა – 50%-ით.მამაკაცის ჰორმონის, ტესტოსტერონის დონე რომ ბუნებრივ ნორმას შეესაბამებოდეს, დღიური რაციონი 11 მილიგრამ თუთიას უნდა შეიცავდეს. 1 სუფრის კოვზ სეზამის თესლში კი 10 მილიგრამი ეს მიკროელემენტია.სეზამი ქალებისთვისქალის კარგი ჯანმრთელობა პირდაპირ უკავშირდება ქალის ჰორმონებს. ქუნჯუთის თესლი მდიდარია ომეგა-3-ით, რომელიც უზრუნველყოფს ჰორმონალურ ბალანსს და ზრდის დაორსულების შანსებს. სასარგებლო ცხიმები აძლიერებს ესტროგენის გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს მკერდის ზომის გაზრდას.გაურჩეველი თესლის გამოყენება მენსტრუალური ციკლის მეორე ნახევრის დროს ხსნის უსიამოვნო სიმპტომებს - ნევროზულობას, ძილიანობას, შეშუპებას, მომატებულ მადას, ხოლო მენოპაუზის დროს სეზამის თესლი ეხმარება ალების შემცირებასა და ძილის გაუმჯობესებას.ორსულობისა და ლაქტაციის დროსორსულობის დაგეგმვის დროს სასარგებლოა 1-2 სუფრის კოვზი ქუნჯუთის თესლის მიღება. მასში შემავალი ფოლიუმის მჟავა აბრკოლებს ემბრიონის ნერვული მილების დეფექტების განვითარებას. რკინა კი ეწინააღმდეგება ანემიას ორსულებში, ხოლო კალციუმი აძლიერებს დედის კბილებს და მონაწილეობს ბავშვის ჩონჩხის ჩამოყალიბებაში.ასევე სეზამი სასარგებლოა ორსულებისთვის :გაითვალისწინეთ! - პირველ ტრიმესტრში ქუნჯუთისგან თავი უნდა შეიკავოთ, რადგან მას ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის სტიმულირება შეუძლია.ქუნჯუთის თესლი სასარგებლოა ძუძუთი კვების დროსაც – ის ამაღლებს რძის გამომუშავების დონეს და მას კალციუმით ამდიდრებს.ქუნჯუთი ბავშვებისთვისორ წლამდე ბავშვებისთვის სეზამის მიცემა არ შეიძლება ორი მიზეზით: თესლი, შესაძლოა, გადასცდეს პატარას სასუნთქ გზებში, და, მეორეც, შეიძლება ალერგია გამოიწვიოს. ორიდან 17 წლამდე მოზარდების რაციონში კი სეზამის თესლის ჩართვა ყოველდღიურად შეიძლება.ქუნჯუთის სასარგებლო ფაქტორები ბავშვების ჯანმრთელობისთვის:ბავშვებისთვის პროდუქტის დღიური ნორმაა 1 ჩაის კოვზი.ქუნჯუთის თესლისა და ზეთის გამოყენების რეცეპტებიფაღარათის დროს: დაქუცმაცებული თესლი აურიეთ თაფლში 1:1 თანაფარდობით, დაამატეთ 250 გრამი წყალი. გადაწურეთ, ჩაასხით მინის ქილაში და გააჩერეთ სითბოში 12 საათი. მიიღეთ 1 სუფრის კოვზის ოდენობით ყოველი ჭამის წინ 15 წუთით ადრე.ნევრალგიური ტკივილების დროს: თესლს ხალავენ ტაფაზე, ფქვავენ. იღებენ 1 სუფრის კოვზს დღეში ერთხელ.ჭარბწონიანობის დროს: 200 გრამი თესლი დაალბეთ ღამით. შემდეგ დააქუცმაცეთ მიქსერში, დაამატეთ 250 გრამი წყალი. გადაწურეთ, გადაასხით მინის ქილაში, დადგით სითბოში 12 საათის განმავლობაში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზის ოდენობით ყოველი ჭამის წინ 15 წუთით ადრე.ქუნჯუთის ზეთი გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. ის ზრდის კანის ელასტიკურობას, ამცირებს ნაოჭებს, აქრობს გამონაყარს. ზეთით შეიძლება სხეულის მასაჟის გაკეთება. კარგი საშუალებაა ქუსლებზე ნახეთქების მოსაშორებლად.სეზამის ზეთი გამოიყენება:მეტი ეფექტის მისაღწევად გამოიყენეთ შავი სეზამის თესლის ზეთი.სეზამის გამოყენება არ შეიძლება:
https://sputnik-georgia.com/20220927/niaxuri-apium-270799350.html
https://sputnik-georgia.com/20220919/simindi-simindis-ulvasi-zea-mays-270546369.html
https://sputnik-georgia.com/20220913/theobroma-cacao-270369394.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23882/91/238829115_82:0:1837:1316_1920x0_80_0_0_31fed58ccb3a085e675e66bc9505ef6c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ხალხური მკურნალობა, წასაკითხი ამბები, სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება
ხალხური მკურნალობა, წასაკითხი ამბები, სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება
ქუნჯუთი, ანუ სეზამი და მისი სასარგებლო თვისებები
11:27 07.10.2022 (განახლებულია: 14:44 12.10.2022) სეზამის თესლს ჯერ კიდევ ბაბილონსა და ძველ ეგვიპტეში იყენებდნენ როგორც გემრიელ ცხიმსა და მრავალი დაავადების სამკურნალო საშუალებას.
ქუნჯუთი, იგივე სეზამი ტროპიკული ერთწლიანი მცენარეა, რომელიც ადამიანს უკვე 3.500 წელია მოჰყავს. სეზამის თესლს ჯერ კიდევ ბაბილონსა და ძველ ეგვიპტეში იყენებდნენ როგორც გემრიელ ცხიმსა და მრავალი დაავადების სამკურნალო საშუალებას. ახალი ერის დასაწყისში ქუნჯუთის კულტურა მთელ აღმოსავლეთში გავრცელდა, სადაც მიიღო სახელწოდება semsem.
ქუნჯუთი ბალახეული მცენარეა, მაგრამ პარკიან-ნაყოფიანი ბუჩქივით გამოიყურება. პარკი დამწიფებისას სკდება და იქიდან ჰაეროვანი თესლი გადმოდის. მცენარის ეს განსაკუთრებულობა ზღაპრის გმირ ალი-ბაბას ცნობილ სიტყვებში აისახა: „სეზამ, გაიღე". თესლი მცირე ზომისაა და ბრტყელი. 100 გრამი პროდუქტი დაახლოებით 500 მარცვალს უდრის.
აღმოსავლეთის ქვეყნებში ქუნჯუთის თესლი და მისი ზეთი გამოიყენებოდა საკვების მოსამზადებლად, საპნის მოსახარშად, კოსმეტიკის წარმოებაში და სხვ. ამჟამად ჯანსაღი კვების თაყვანისმცემლები მთელ მსოფლიოში სეზამს სუპერფუდად – განსაკუთრებულად სასარგებლო და სამკურნალო პროდუქტად მიიჩნევენ.
ქუნჯუთის შემადგენლობა და კალორიულობა
სეზამი 52% ცხიმისგან, ხოლო 32% მცენარეული ცილისგან შედგება. ის ძალზე კალორიულია – 100 გრამი პროდუქტის კალორიულობა 560 კკალორიაა. დღეში შეიძლება მხოლოდ 1,5 სუფრის კოვზის გამოყენება.
ქვემოთ ცხრილში წარმოდგენილია 35 გრამი ქუნჯუთის შემადგენლობა მოზრდილი ადამიანის დღიურ ნორმაზე გადათვლით:
ქუნჯუთის შემადგენლობა
საკვები ნივთიერება | შემცველობა % | გავლენა ორგანიზმზე |
სპილენძი | 163 | მოქმედებს ჰემოგლობინის, ცილებისა და ფერმენტების წარმოქმნაზე |
მანგანუმი | 45 | ეხმარება В, С, Е ვიტამინების ათვისებაში, აბრკოლებს შაქრიანი დიაბეტის განვითარებას |
კალციუმი | 35 | აყალიბებს კბილებისა და ძვლების ქსოვილს, აწესრიგებს გულისა და ნერვული სისტემის მუშაობას |
მაგნიუმი | 32 | აუმჯობესებს ფერმენტებისა და სასქესო ჰორმონების გამომუშავებას, ამაღლებს იმუნურ ფუნქციებს |
ფოსფორი | 32 | ამაგრებს ძვლებსა და კბილებს, ამაღლებს ინტელექტუალურ უნარებს |
რკინა | 29 | აყალიბებს ერითროციტებს, უზრუნველყოფს გულისა და ნაწლავების სწორ მუშაობას |
თუთია | 25 | არეგულირებს იმუნური და ნერვული სისტემების მუშაობას, აჩქარებს უჯრედების დაყოფას |
მოლიბდენი | 24 | ხელს უწყობს ვიტამინი С-ს ათვისებას, ქსოვილებიდან გამოაქვს შარდმჟავა |
სელენი | 23 | იცავს ვირუსებისგან, ებრძვის კიბოს, რევმატიზმის, მამაკაცთა უნაყოფობის განვითარებას |
ვიტამინი В1 | 23 | უზრუნველყოფს თავის ტვინის, ნერვული სისტემის, კუჭისა და თირკმელების ნორმალურ ფუნქციონირებას |
ამას გარდა, პროდუქტი ორ უნიკალურ ნივთიერებას შეიცავს: სეზამინსა და სეზამოლინს. ეს წყალში ხსნადი ანტიოქსიდანტები ებრძვის ორგანიზმის დაბერების პროცესს, გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას.
ქუნჯუთის სამკურნალო თვისებები
ლეგენდარული აღმოსავლელი მკურნალი იბნ სინა, იგივე ავიცენა სეზამს ნაწლავების შესანიშნავ გამწმენდ საშუალებას უწოდებდა. შუა საუკუნეების მკურნალები მისი თესლისგან ამზადებდნენ ხველების, შეკრულობისა და სისხლნაკლებობის წამლებს.
თანამედროვე მედიცინა ადასტურებს, რომ სეზამს აქვს სხვადასხვა სამკურნალო თვისებები:
აბრკოლებს კუჭის, მსხვილი ნაწლავისა და ძუძუს კიბოს განვითარებას არის კარგი პროფილაქტიკური საშუალება ოსტეოპორიზისა და ბარძაყის ყელის მოტეხილობისთვის აუმჯობესებს ასთმითა და ბრონქიტებით დაავადებულების მდგომარეობას არეგულირებს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონეს ადუნებს სისხლძარღვებს და ამცირებს არტერიულ წნევას ხსნის რევმატულ ტკივილებს, შეშუპებას. მკურნალობისთვის ეფექტურია სეზამის თბურად დაუმუშავებელი თესლი. ქუნჯუთს მამაკაცის რეპროდუქტიული სისტემისთვის მძლავრი უპირატესობები აქვს. ის მდიდარია არგინინით - ამინომჟავით, რომელიც ორგანიზმის ქსოვილებში აზოტის ოქსიდს გამოიმუშავებს. ეს ნაერთი აჩქარებს სისხლის დინებას, რაც ერექციას აუმჯობესებს. ამასთან, პროდუქტში არსებული ჟანგბადის აქტიური ფორმები და ანტიოქსიდანტები სპერმის დნმ-ის დაზიანებებს აბათილებს. სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა, რომ სეზამის რეგულარული გამოყენებისას სპერმატოზოიდების რაოდენობა იზრდება 3%-ით, ხოლო მათი აქტიურობა – 50%-ით.
27 სექტემბერი 2022, 12:29
მამაკაცის ჰორმონის, ტესტოსტერონის დონე რომ ბუნებრივ ნორმას შეესაბამებოდეს, დღიური რაციონი 11 მილიგრამ თუთიას უნდა შეიცავდეს. 1 სუფრის კოვზ სეზამის თესლში კი 10 მილიგრამი ეს მიკროელემენტია.
ქალის კარგი ჯანმრთელობა პირდაპირ უკავშირდება ქალის ჰორმონებს. ქუნჯუთის თესლი მდიდარია ომეგა-3-ით, რომელიც უზრუნველყოფს ჰორმონალურ ბალანსს და ზრდის დაორსულების შანსებს. სასარგებლო ცხიმები აძლიერებს ესტროგენის გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს მკერდის ზომის გაზრდას.
გაურჩეველი თესლის გამოყენება მენსტრუალური ციკლის მეორე ნახევრის დროს ხსნის უსიამოვნო სიმპტომებს - ნევროზულობას, ძილიანობას, შეშუპებას, მომატებულ მადას, ხოლო მენოპაუზის დროს სეზამის თესლი ეხმარება ალების შემცირებასა და ძილის გაუმჯობესებას.
ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ორსულობის დაგეგმვის დროს სასარგებლოა 1-2 სუფრის კოვზი ქუნჯუთის თესლის მიღება. მასში შემავალი ფოლიუმის მჟავა აბრკოლებს ემბრიონის ნერვული მილების დეფექტების განვითარებას. რკინა კი ეწინააღმდეგება ანემიას ორსულებში, ხოლო კალციუმი აძლიერებს დედის კბილებს და მონაწილეობს ბავშვის ჩონჩხის ჩამოყალიბებაში.
ასევე სეზამი სასარგებლოა ორსულებისთვის :
ამდიდრებს ორგანიზმს ამინომჟავებით, ცილებით, ვიტამინებით აწესრიგებს შარდსასქესო სისტემას ამაგრებს კუნთებს, ნერვებს. გაითვალისწინეთ! - პირველ ტრიმესტრში ქუნჯუთისგან თავი უნდა შეიკავოთ, რადგან მას ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის სტიმულირება შეუძლია.
19 სექტემბერი 2022, 11:26
ქუნჯუთის თესლი სასარგებლოა ძუძუთი კვების დროსაც – ის ამაღლებს რძის გამომუშავების დონეს და მას კალციუმით ამდიდრებს.
ორ წლამდე ბავშვებისთვის სეზამის მიცემა არ შეიძლება ორი მიზეზით: თესლი, შესაძლოა, გადასცდეს პატარას სასუნთქ გზებში, და, მეორეც, შეიძლება ალერგია გამოიწვიოს. ორიდან 17 წლამდე მოზარდების რაციონში კი სეზამის თესლის ჩართვა ყოველდღიურად შეიძლება.
ქუნჯუთის სასარგებლო ფაქტორები ბავშვების ჯანმრთელობისთვის:
უზრუნველყოფს ორგანიზმს დიდი ენერგიით აძლიერებს ძვლებს და ძვლების გაზრდაში ეხმარება იცავს ღვიძლს ტოქსინებისგან სწრაფად ახორცებს ჭრილობებს ბავშვებისთვის პროდუქტის დღიური ნორმაა 1 ჩაის კოვზი.
ქუნჯუთის თესლისა და ზეთის გამოყენების რეცეპტები
ფაღარათის დროს: დაქუცმაცებული თესლი აურიეთ თაფლში 1:1 თანაფარდობით, დაამატეთ 250 გრამი წყალი. გადაწურეთ, ჩაასხით მინის ქილაში და გააჩერეთ სითბოში 12 საათი. მიიღეთ 1 სუფრის კოვზის ოდენობით ყოველი ჭამის წინ 15 წუთით ადრე.
ნევრალგიური ტკივილების დროს: თესლს ხალავენ ტაფაზე, ფქვავენ. იღებენ 1 სუფრის კოვზს დღეში ერთხელ.
13 სექტემბერი 2022, 12:12
ჭარბწონიანობის დროს: 200 გრამი თესლი დაალბეთ ღამით. შემდეგ დააქუცმაცეთ მიქსერში, დაამატეთ 250 გრამი წყალი. გადაწურეთ, გადაასხით მინის ქილაში, დადგით სითბოში 12 საათის განმავლობაში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზის ოდენობით ყოველი ჭამის წინ 15 წუთით ადრე.
ქუნჯუთის ზეთი გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. ის ზრდის კანის ელასტიკურობას, ამცირებს ნაოჭებს, აქრობს გამონაყარს. ზეთით შეიძლება სხეულის მასაჟის გაკეთება. კარგი საშუალებაა ქუსლებზე ნახეთქების მოსაშორებლად.
სეზამის ზეთი გამოიყენება:
სხეულზე რუჯის შემდეგ წასასმელად ნაადრევი ჭაღარის დროს თმის ფერის აღდგენისთვის მეტი ეფექტის მისაღწევად გამოიყენეთ შავი სეზამის თესლის ზეთი.
სეზამის გამოყენება არ შეიძლება:
ქუნჯუთის მიღება, უპირატესად, იკრძალება ასთმითა და ალერგიით დაავადებულებისათვის. ზედმეტი ქუნჯუთის მიღებამ, შესაძლოა, წონის მატება გამოიწვიოს. დღეში სამ ჩაის კოვზზე მეტი სეზამის თესლის მიღების შედეგად შეიძლება განვითარდეს კოლიტი, ქრონიკული დიარეა, მსხვილი ნაწლავის კიბო.