ნიახური და მისი ჯადოსნური ეფექტი ადამიანის ჯანმრთელობაზე

© Pixabay / jackmac34ნიახური
ნიახური - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2022
გამოწერა
ნიახური ანელებს დაბერების პროცესს, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, კარგად მოქმედებს გულზე, იყენებენ თირკმელების დაავადებებისას, რევმატიზმის, პოდაგრისა და სხვა დაავადებების დროს.
ნიახური (Apium) ქოლგოსანთა ოჯახის ერთი, ორი ან მრავალწლოვანი მცენარის გვარის წარმომადგენელია. გავრცელებულია თითქმის ყველგან. ცნობილია მისი ოცამდე სახეობა. კულტურული ნიახურის სამი სახეობაა ცნობილი: ძირხვნიანი, ყუნწიანი და ფოთლიანი, რომლებიც ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეშია აღწერილი.
ნიახური საოცარი სამკურნალო თვისებების მქონე მცენარეა. მისი ყველა ნაწილი სასარგებლო თვისებებითა და კვებითი ღირებულებებით გამოირჩევა. ის ანელებს დაბერების პროცესს, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, კარგად მოქმედებს გულზე, იყენებენ თირკმელების დაავადებებისას, რევმატიზმის, პოდაგრისა და სხვა დაავადებების დროს.
ნიახურის შემადგენლობა
ამ მცენარეში არის უამრავი ვიტამინი, ცილები, მჟავები და მინერალური ნივთიერებები. განსაკუთრებით სასარგებლოა ის ასაკოვანი ადამიანებისთვის, რადგან აუმჯობესებს წყალ-მარილოვან ნივთიერებათა ცვლას. ნიახურის ღეროსა და ფესვში არის ეთერზეთი, რომელიც ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას. მის გამოყენებას დიდი რაოდენობით ურჩევენ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს.
კამა და მისი სასარგებლო თვისებები>>

მცენარის ბოლქვი და ფოთლები შეიცავს ძვირფას ამინომჟავებს: კაროტინს, ასპარაგინს, ნიკოტინის მჟავას, თიროზინს, ეთერზეთებსა და მიკროელემენტებს. მასში არის В ჯგუფის ვიტამინები, პროვიტამინი А, ვიტამინი К, Е, ასკორბინის მჟავა.
100 გრამი ნიახურის შემადგენლობაშია:
კალიუმი – 320 მილიგრამი;
ფოსფორი – 80 მგ;
კალციუმი – 68 მგ;
მაგნიუმი – 9 მგ;
მანგანუმი – 0,15 მგ;
თუთია – 0,31 მგ;
რკინა – 0,53 მგ.
ნიახურს გააჩნია ანტიალერგიული, გამხსნელი, ანტისეპტიკური, მატონიზირებელი თვისებები. ის აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ხელს უწყობს მთელი ორგანიზმის უწყვეტ მუშაობას. С ვიტამინის წყალობით მცენარე აღადგენს სისხლის მიმოქცევას, აწესრიგებს არტერიულ წნევას. ხელს უწყობს ვაზოდილატაციას (სისხლძარღვების გაფართოება). რკინა, მაგნიუმი და კალციუმი აუმჯობესებს იმუნიტეტს. ნიახური ამაღლებს ჰემოგლობინს სისხლში და აქვს შეშუპების ჩაცხრობის უნარი.
პრასი  - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2022
პრასი და მისი სასარგებლო თვისებები
ნიახური თავისი შემცველობისა და დაბალკალორიულობის წყალობით გამოიყენება ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლისას.
ნიახური მამაკაცებისთვის
ნიახური შეუცვლელია მამაკაცებისთვის, რადგან ის შეიცავს ანდროსტერონს – მამაკაცის ჰორმონს, რომელიც აძლიერებს მეორად სქესობრივ ნიშნებს და ამაღლებს პოტენციას.

საინტერესო ფაქტი: ანდროსტერონის ოფლთან ერთად გამოყოფა ქალებზე აფროდიზიაკის ეფექტით მოქმედებს.

ნიახური ასევე კარგია, როგორც პროსტატიტის პროფილაქტიკის საშუალება. ის, როგორც შარდმდენი საშუალება, ანადგურებს შარდსასქესო სისტემისა და რეპროდუქციული ორგანოების ინფექციურ დაავადებებს. ის კარგი საშუალებაა წონის დასაკლებად.
ნიახურის სუპი – ჯადოსნური დიეტა წონის დასაკლებად>>

სასარგებლოა ნიახურის ყველა ნაწილი, მაგრამ განსაკუთრებით – ბოლქვი.
ნიახური ქალებისთვის
ნიახურში შედის დიეტური უჯრედისი, ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლისთვის.

ნიახური ორგანიზმიდან გამოდევნის მავნე ნივთიერებებს, კარგია შეშუპების გასაქრობად. ის ასევე ეხმარება ქალებს მტკივნეული მენსტრუაციისა (გამოიყენება ნიახურის თესლის ნაყენი) და კლიმაქსის დროს.

ნიახურის რეგულარული გამოყენება საოცრად აისახება თმის, კანისა და ფრჩხილების მდგომარეობაზე.
სატაცური - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2022
სატაცურის სასარგებლო თვისებები
ნიახურის მიღება არ შეიძლება:
დიდი რაოდენობით – ორსულობის დროს, რეკომენდებული არ არის მეძუძური დედებისთვის.

ნიახურმა შეიძლება ავნოს ეპილეფსიით დაავადებულებს, ასევე მათ, ვისაც აქვს კენჭები თირკმელებში.

ფრთხლად უნდა მიიღონ ეს მცენარე კუჭის მაღალი მჟავიანობის მქონე ადამიანებმა.

ასევე არ უნდა მიიღონ ნიახური მათ, ვისაც აწუხებს თრომბოფლებიტი, ვარიკოზი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი, საშვილოსნოდან სისხლდენა, ასაკოვანმა ადამიანებმა გამწვავებული ქრონიკული დაავადებებით.
ნიახურის წვენის მომზადების წესი:
ნიახურის წვენი შეშუპების, წონაში დაკლების, მავნე ნივთიერებების ორგანიზმიდან გამოდევნის და სხვა შემთხვევებში

აიღეთ მწვანილის რამდენიმე შეკვრა და წვენსაწურით გამოწურეთ წვენი. მიიღეთ ყლუპ-ყლუპით. ასევე შეგიძლიათ გაატაროთ დოლბანდში და მიიღოთ დღეში სამჯერ ჭამამდე ერთი საათით ადრე.
წიწმატის სახეობა Garden cress  - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2020
უკაპრიზო და ძალზე სასარგებლო – წიწმატი
მარილების დაგროვების წინააღმდეგ

დააქუცმაცეთ 40 გრამი ნიახურის ფესვი, დაასხით 1 ლიტრი ცივი წყაალი. დატოვეთ რვა საათი და შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ ერთი სუფრის კოვზის ოდენობით.

რევმატიზმის დროს

ერთ სუფრის კოვზ ნიახურის ახალ ფესვებს დაასხით ორი ჭიქა ცივი წყალი. გააჩერეთ 5 საათი. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 3–4-ჯერ ჭამამდე.

უძილობის დროს

35 გრამ ფესვს დაასხით 1 ლიტრი გაცივებული გადადუღებული წყალი. გააჩერეთ 8 საათი და გადაწურეთ. მიიღეთ ნაყენი დღეში სამჯერ ერთი ჩაის კოვზის ოდენობით.
სამკურნალო მიზნით ნიახურის გამოყენების წინ კონსულტაცია გაიარეთ სპეციალისტთან.
ყველა ახალი ამბავი
0