დავითაშვილი: საქართველო სწრაფ სატრანზიტო გადაზიდვებს ბიზნესისთვის ხელმისაწვდომს გახდის

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
გამოწერა
მინისტრმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა კიდევ უფრო გაზარდეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობას სურს ქვეყანა აქციოს რეგიონულ ჰაბად, რომელიც სწრაფ გადაზიდვებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის ბიზნესისთვის, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა ცენტრალური აზიის რეგიონული თანამშრომლობის ორგანიზაციის (CAREC) 21-ე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ონლაინ-რეჟიმში გაიმართა და CAREC-2030-ის პროგრამის მიზნების რეალიზაციის თემას მიეძღვნა.

„სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის მიერ დასახულ უმთავრეს პრიორიტეტებს შორისაა, რადგან ჩვენ ვაპირებთ საქართველოს გარდაქმნას სატრანზიტო დერეფნად და ლოგისტიკურ ჰაბად, რეგიონულ ცენტრად, რომელიც სწრაფ ტრანსპორტირებასა და კომუნიკაციას ხელმისაწვდომს გახდის ბიზნესისთვის“, – განაცხადა დავითაშვილმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრმა ხაზი გაუსვა CAREC-ის სატრანსპორტო სტრატეგიას, რომელიც მიმართულია რეგიონული კავშირების გამყარებაზე რეგიონში ერთობლივი სტაბილური ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიზნით.
დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა პანდემიის გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე.
„საქართველო დაზარალდა პანდემიით, თუმცა ჩვენ შევძელით სწრაფად დაგვებრუნებინა ეკონომიკა განვითარების ძველ გზაზე, შეგვექმნა ძლიერი ეკონომიკური საფუძვლები აღდგენისათვის“, – განაცხადა მან.
ლაშა ხუციშვილი: საქართველოს გავლით ტვირთების ტრანზიტი გაიზარდა >>
საქართველოს ეკონომიკა სწრაფად ვითარდება – მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2022 წლის სექტემბერში 8,8% შეადგინა, ცხრა თვეში კი, 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10,2%-ს შეადგენს. ამასთან, შემცირება დაიწყო ინფლაციის დონემ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა კიდევ უფრო გაზარდეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, საქართველო უზრუნველყოფს უსწრაფეს ეკონომიკურ ზრდას საშუალოვადიან პერსპექტივაში (2022–2027 წწ.) რეგიონულ და ევროპულ ქვეყნებს შორის 5,6%-ის ოდენობით – ინფრასტრუქტურული ხარჯებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებითა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით სტრუქტურული რეფორმებით”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მთავრობა „საქართველოს რკინიგზის“ გამტარუნარიანობის გაზრდას აპირებს >>
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა CAREC-ის პოსტპანდემიის ახალ ჩარჩო-დოკუმენტზე, რომელიც ეკონომიკის „მწვანე“, სტაბილურ და ინკლუზიურ აღდგენას ითვალისწინებს.

„ეს არის ჩარჩო, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავაძლიეროთ თანამშრომლობა და პროდუქტიულობა რეგიონის მასშტაბით დიგიტალიზაციის, ინოვაციებისა და ინვესტიციების გზით. ეს მოგვცემს საშუალებას, გვქონდეს სტაბილურობა მომავალი გამოწვევების მიმართ, აღვადგინოთ ვაჭრობა და გავხდეთ უფრო ძლიერი, უფრო დაკავშირებული და უფრო ინკლუზიური“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, CAREC-2030 არის ძალიან ამბიციური და ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ყველა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროს, რომელიც ასახულია სპეციალურ ოპერაციულ კლასტერებში.
მისი თქმით, საქართველო მხარს უჭერს CAREC-ის ინტეგრირებულ სავაჭრო დღის წესრიგის მიზნებს სტრატეგია 2030-ის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს CAREC-ის წევრებს გლობალურ ეკონომიკაში უკეთ ინტეგრირებაში, საბოლოო ჯამში მათი ზრდის პოტენციალის გაძლიერებასა და რეგიონში მცხოვრებთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში.
„საქართველოს რკინიგზამ“ მოგება 25-ჯერ გაზარდა >>
გარდა ამისა, დავითაშვილი შეეხო CAREC-ის ენერგეტიკული სტრატეგიით დასახულ მიზნებს, რომლებიც ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის უფრო მაღალი წილის მიღწევას და ასევე რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად გაზრდის წევრი ქვეყნების ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.
ყველა ახალი ამბავი
0