https://sputnik-georgia.com/20221114/lasa-xucisvili-saqartvelos-gavlit-tvirtebis-tranziti-gaizarda-272183950.html
ლაშა ხუციშვილი: საქართველოს გავლით ტვირთების ტრანზიტი გაიზარდა
ლაშა ხუციშვილი: საქართველოს გავლით ტვირთების ტრანზიტი გაიზარდა
Sputnik საქართველო
გზებთან დაკავშირებული ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი სრულად უნდა დასრულდეს 2025 წლისთვის, განაცხადა მინისტრმა 14.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-14T22:56+0400
2022-11-14T22:56+0400
2022-11-14T22:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24850/31/248503146_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_eaae8b28feba975b2a7558604242d8cf.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. ცენტრალური აზიიდან საქართველოს გავლით ტვირთების, მათ შორის ნავთობპროდუქტების ტრანზიტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო გზების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით დიდ ინვესტიციებს ახორციელებს.მინისტრის თქმით, ჩრდილოეთის დერეფნის შუა დერეფანში გამოტანა, იქ, სადაც საქართველო მდებარეობს, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის.„ტვირთები, რომლებიც შუა აზიიდან ევროპის მიმართულებით მოძრაობენ და გაივლიან საქართველოს, ბუნებრივია, ეს მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, მისი სატრანზიტო ფუნქციისთვის, ეკონომიკისთვის და ეს დამატებითი შემოსავლის მომტანია როგორც კერძო სექტორისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა მან.ხუციშვილის განცხადებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.„საქართველოს რკინიგზამ“ მოგება 25-ჯერ გაზარდა >>მისივე თქმით, გზებთან დაკავშირებული ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი 2025 წლისთვის „უნდა იყოს სრულად დასრულებული“.გარდა ამისა, მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანა აქტიურად მუშაობს ახალი პორტების მშენებლობის პროექტებზეც.სატრანზიტო ფუნქცია განსაკუთრებულ როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად, ამჟამად ხორციელდება ფართომასშტაბიანი პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობაზე, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24850/31/248503146_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_38d5803f317479b9915085fe4a1f98e7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს მთავრობა
ლაშა ხუციშვილი: საქართველოს გავლით ტვირთების ტრანზიტი გაიზარდა
გზებთან დაკავშირებული ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი სრულად უნდა დასრულდეს 2025 წლისთვის, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. ცენტრალური აზიიდან საქართველოს გავლით ტვირთების, მათ შორის ნავთობპროდუქტების ტრანზიტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო გზების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით დიდ ინვესტიციებს ახორციელებს.
„ნავთობპროდუქტები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომლის ტრანზიტისთვის საქართველოს ტერიტორია გამოიყენება. გარდა ამისა, არის ძალიან ბევრი პროდუქტი, რომლის ტრანზიტიც ხორციელდება შუა აზიიდან საქართველოს გავლით. ამ მიმართულებით ქვეყანას აქვს საკმაოდ დიდი ზრდა“, - განაცხადა ხუციშვილმა.
მინისტრის თქმით, ჩრდილოეთის დერეფნის შუა დერეფანში გამოტანა, იქ, სადაც საქართველო მდებარეობს, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის.
„ტვირთები, რომლებიც შუა აზიიდან ევროპის მიმართულებით მოძრაობენ და გაივლიან საქართველოს, ბუნებრივია, ეს მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, მისი სატრანზიტო ფუნქციისთვის, ეკონომიკისთვის და ეს დამატებითი შემოსავლის მომტანია როგორც კერძო სექტორისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა მან.
ხუციშვილის განცხადებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.
მისივე თქმით, გზებთან დაკავშირებული ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი 2025 წლისთვის „უნდა იყოს სრულად დასრულებული“.
გარდა ამისა, მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანა აქტიურად მუშაობს ახალი პორტების მშენებლობის პროექტებზეც.
„ყველა პროექტი, საბოლოო ჯამში, აძლევს ქვეყანას უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ განახორციელოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით უფრო მეტი ტრანზიტი და მეტი შემოსავალი დარჩეს ქვეყანას. თითოეული ტვირთი, რომელიც საქართველოზე გადის, ეს ნიშნავს ქვეყნისთვის მეტ შემოსავალს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
სატრანზიტო ფუნქცია განსაკუთრებულ როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად, ამჟამად ხორციელდება ფართომასშტაბიანი პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობაზე, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.