ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების რეანიმაციული განყოფილებების რეფორმას იწყებს

© AP Photo / Vitali Timkivექიმები პაციენტთან
ექიმები პაციენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2022
გამოწერა
სტანდარტი საავადმყოფოებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურის შესაბამისად მოწყობას ავალდებულებს.
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება ე.წ. რეანიმაციული მომსახურების ახალი სანებართვო პირობები, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.
ცვლილების მთავარი მიზანია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
ყველა კლინიკა, რომელსაც გააჩნია რეანიმაციული განყოფილება, ვალდებული იქნება 2023 წლის 1 სექტემბრამდე აკმაყოფილებდეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობებს.
რამდენიმე კლინიკამ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა დატოვა>>
სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით.
უწყების მიერ წარდგენილი სანებართვო პირობების გარეშე კლინიკას რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ ექნება.
დაფინანსების ახალი მოდელი: როგორ აფასებენ თბილისის კლინიკები ცვლილებებს>>
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა რეფორმა უკვე გააცნეს კლინიკების ხელმძღვანელებს, ექიმებსა და დარგის სხვა სპეციალისტებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0